... (S-2781), XIX ს.

409. ერთმანერთისა მას აქათ რაცა ორთავე ვიცითა აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა ამას შევჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა გეცრუო ღმერთმან მიწა მქმნას ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა

410. წა შეები ხატაელთა ილაშქრე და ინაპირე ღმერთმან ქმნას და გაგიმარჯუდეს მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე მაგრამ რა ვქმნა კულავმცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე გული მომეც გაუყრელად ჩემი შენთვის დაიჭირე

411. აწ რასაცა მე მაღირსებ ხორციელი არა ღირსა მოწყალება იჩქითია ღუთისა ამად არა მკვირსა შენნი შუქნი შემომადგეს ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა შენი ვიყო სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა

412. ზედან წიგნსა საფიცარსა შეჰვფიცე და შემომფიცა მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა ღმერთმან მომკლავს ამას იქით თავსა ვეტყვი ამას ვსწვრთიცა

413. დავყავ ხანი მას წინაშე სიტყუანიცა ტკბილნი ვთქვენით ვსჭამეთ ამო ხილი რამე ერთმანერთსა ვეუბენით მერე ავდექ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით მისთა შუქთა მრავლადობა ნათლად მადგეს გულსა ფენით

414. მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლბადახშმინისა მე განმიახლდა სოფელი მქონდა სიმრავლე ლხინისა ჩემად სჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა აწ მიკვირს მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა

415. დილასა შევსჯე უბრძანე კარით ბუკსა და ნობასა სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა ლომმან მივმართე ხატაეთს ვერვინ მიძრახავს მხდლობასა უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი არ გაივლიდეს გზობასა

416. დავაგდე მზღუარი ინდოთა მევლო პაშტაი ხანია რამაზის კაცი მემთხვია ვინ ხატაეთის ხანია მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია ჩვენთა მგელთაცა დაჰსჭამენ ინდონო თქვენი თხანია

417. მე შემომძღუნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი მითხრეს გკადრებს ნუ ამოგვწყვედ არის შენგან არსაქმნელი ზენაარი გამოგვიღე მით გუაბია ყელსა წნელი მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი შვილნი საქონელი

418. რაცა შეგცოდეთ შეგვინდე თჳთ ჩვენვე შეგვინანია თუ ღთუთა შეგვიწყალებდე აქა ნუ მოვლენ სპანია ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს რისხვით არ დაგვტყდეს ცანია ჩვენ მოგცეთ ციხექალაქი მოგყუნენ ცოტანი ყმანია

419. გვერდსა დავისხენ ვაზირნი ვიუბნეთ გავიზრახენით მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი ბრძენნი მით გკადრებთ გლახ ენით არიან მეტად მუხთალნი ჩუჱნ ერთხელ კულავცა ვნახენით არამცა მოგკლეს ღალატად არამცა ვივაგლახენით

420. ჩვენ ამას ვარჩევთ წახვიდე კარგითა მართ მამაცითა ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ სცნობდენ ამბავსა კაცითა გულმართლად იყუნენ მიენდე აფიცე ღმრთითა და ცითა არ დაგმორჩილდენ შეჰრისხდი რისხვითა კვლა და კვლაცითა

421. მეკეთა ესე თათბირი ვაზირთა ნავაზირები შევსთუალე რამაზ მეფეო ვცან შენი დანაპირები სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები ლაშქართა დავყრი ცოტათა წამოვალ შენ კერძ ვირები

422. მათ ლაშქართაგან სამასი კარგი მოყმენი ქველანი თანა წამომყუეს წაცავე დავყარენ სპანი ყველანი დავვედრე სადა მე მევლოს ვლენით იგივე ველანი ახლოს მომდევდით მიშველდით გიხმობ თუ მინდენ შველანი

423. სამ დღე ვიარე მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა კულავ ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა ებრძანა მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა რა შეგეყარო მაშინ სცნა შენ ძღნობა ამისთანისა

424. კულავცა ეთქუა მართალია ეზომ ჩემი მონახსენი მე თჳთ წინა მოგეგებვი მესწრაფების ნახუა შენი შევსთუალე თუ დია ღმერთო ბრძანება ვქმნა მეცა თქვენი ტკბილად ვნახნეთ ერთმანერთი ვიყვნეთ ვითა მამაძენი

425. მუნით წასული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა კულავ მოციქულნი მოვიდეს სალამად არ დამრიდესა წინა ტურფათა ტაიჭთა ძღუნად ჩემთვის მოზიდვიდესა შენსა ნახვასა მეფენი სთქვეს მართლად ინატრიდესა

426. მითხრეს მეფე მოგახსენებს მეცა შენ კერძ ვიარები სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები მოციქულნი დავაყენენ ხარგა უდგი საქებარი მეტად ამოდ ვუმასპინძლე განუწესენ მე სტუმარი

427. კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების ერთი კაცი უკმორესწყდა მოდგა მალვით მეუბნების დიდი მაცო თქვენი ვალი ჩემგან ძნელად გარდიხდების გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქმნების

428. მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი ხატაველნი გღალატობენ თქვენდა თხრობად გამოვარდი მკუდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი პირი ვარდი ყველასავე მოგახსენებ გამიგონე დამიწყნარდი