... (S-2781), XIX ს.

429. რომე ცუდად არ მოღორდე ისი კაცნი გღალატობენ ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ კულავ სხუაგან გითქს სამი ბევრი ასრე ფიცხლად მით გიხმობენ აწვე თავსა არ ეწევი ფათერაკსა შეგასწრობენ

430. მეფე ცოტათ მოგეგებვის ვის მჭურეტნი ვერ გელევიან მალვით ჩაიცმენ აბჯარსა მიენდო მით გეთნევიან კუამლსა შეიქმენ ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან რა ერთსა გცემდენ ათასნი ეგრეცა მოგერევიან

431. მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია რომე არ მოვკუდე შემოგზღო შენ ამას ინატრიდია აწ ამხანაგთა არ გიგრძნან წადი მათთანა ვლიდია თუ დაგივიწყო უთუოდ მემცა ვარ განაკიდია

432. არვის გავენდევ სულდგმულსა დავმალე ვითა ჭორია რაცა იქმნების იქმნების ყოვლი თათბირი სწორია მაგრამ სპათაკენ გავგზავნე კაცი თუ გზაცა შორია შევსთუალე ფიცხლად წამოდით მოგრაგნეთ მთა და გორია

433. მე დილასა მოციქულთა სიტყუა ტკბილი შევუთვალე რამაზს კადრეთ მოგეგებვი მოდი მოვალ მეცა მალე ნახევარ დღე სხუა ვიარე ჭირსა თავი არ ვაკრძალე განგებაა დღესცა მამკლავს ქუჱმცა სადა დავიმალე

434. ქედსა რასმე გარდავადეგ მინდორს მტვერი დავინახე ვსთქუი თუ მოვა რამაზ მეფე ჩემთვის უდგამს თუცა მახე ჩემი გაკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი შუბი ახე მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა სახე დიდი დავუსახე

435. ვსთქუი თუ ძმანო ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან ვინცა მოკუდეს მეფეთათვის სულნი მათნი ზეცას რბიან აწ შევებნეთ ხატაელთა ხრმალნი ცუდად რას გვაბიან

436. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ხაფითა დავემზადენით საომრად ჯაჭვჯავშანითა ქაფითა რაზმი დავაწყევ მივჰმართე წაველ დიდითა სწრაფითა მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა

437. მივეახლენით შეგუატყვეს მათ ტანსა აბჯარცმულობა კაცი მოვიდა მომართუა მეფისა მოციქულობა ეთქუა თუ ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ ორგულობა აბჯრითა გხედავთ შეგვქმნია აწ ამად გულნაკლულობა

438. შევსთუალე თუ მეცა ვიცი რაცა ჩემთვის გაგიგია თქვენ რასაცა სთათბირობდით არ იქმნების არ იგია ბრძანეთ მოდით შეგვებენით ვითა წესი და რიგია მეცა თქვენად დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია

439. რა მივიდა მოციქული კულამცა რადღა გამოგზავნეს კუამლი შექმნეს ლაშქართათვის დამალული გაამჟღავნეს სამალავით გამოვიდეს თავნი ორგნით აქარავნეს შექმნეს რაზმი მრავალკეცი თუცა ღმერთო ვერა მავნეს

440. შუბი ვსთხოვე ჴელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად ერთსა წავსწვდი უტევანსა წავგრძელდი და წავე გრძელად მათ ურიცხვი რაზმი ეწყო წყნარად სდგეს და აუშლელად

441. ახლოს მიველ შემომხედეს შმაგიაო ესე თქვესა მუნ მივმართე მკლავმაგარმან სად უფროსი ჯარი დგესა კაცს შუბი ვკარ ცხენი დავეც მართ ორნივე მიჰხდეს მზესა შუბი გატყდა ხელი ჩავყავ ვაქებ ხრმალო ვინცა გლესა

442. შიგან ასრე გავერივე გნოლის ჯოგსა ვითა ქორი კაცი კაცსა შემოვსტყორცე ცხენკაცისა დავსდგი გორი კაცი ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი

443. ერთობილნი მომეხვივნეს მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი ვკრი რასაცა ვერ დამიდგის სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავკიდი სითაც ვიყვი გამექციან მათ შექმნიან ჩემი რიდი

444. საღამო ჟამ დაიძახა ქედით მათმან დარაჯამან ნუღარა სდგათ წაედითო კულავ მოგვხედნა რისხვით ცამან მოვა მტვერი საშინელი შეგვაშინა ამად ამან ნუთუ სრულად ამოგვწყვიტნეს უთვალავმან ბევრმან სპამან

445. ჩემნი ლაშქარნი რომელნი წამომეტანნეს მე არა რა ეცნა წამოსულიყვნეს ღამე წამორთვით ეარა ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა გამოჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა ბუკმან ხმა გაიზეარა

446. იგი ნახეს გასაქცევლად გაემართნეს შევკივლენით ველნი ჩვენგან ნაომარნი ომითავე გარდავვლენით რამაზ მეფე ჩამოვაგდე ერთმანერთსა გავეხრმლენით მისნი სპანი ყოველნივე დავიპყრენით არ მოვკვლენით

447. უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა დაუწყეს პყრობა ჩამოყრა შეშინებულთა ძლეულთა ძილისა მიხუდა ნაცვალი ძილმკრთალთა ღამეთეულთა ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა მართ ვითა სნეულთა

448. მას ადგილსა ნაომარსა გარდავჰხედით მოსვენებად ჴელსა ხრმლითა დავეკოდე წყლულად მაჩნდა არ ნაღებად ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად ვერ იტყვიან ვერ მიმხუდარან ქებასაცა მოხსენებად