... (S-4988), XVII-XVIII სს.

414. სამსა჻ დღესა჻ დარბაზს჻ ვიყავ჻ არ჻ ცოცხალი჻ არცა჻ მკვდარი: მერმე჻ ცნობა჻ მომივიდა჻ მივხუდი჻ რასმე჻ მიუმხვდარი: ვთქუი჻ თუ჻ ჰაი჻ ჰაი჻ რაშიგან჻ ვარ჻ მე჻ სიცოცხლე჻ გარდამხდარი: თმობა჻ ვსთხოვე჻ შემოქმედსა჻ ვჰკადრე჻ სიტყვა჻ სამუდარი:

415. ვთქუი჻ თუ჻ ღ~თო჻ ნუ჻ გამწირავ჻ აჯა჻ ჩემი჻ შეისმინე: მამეც჻ ძალი჻ დათმობისა჻ ცოტად჻ ვითა჻ ამადგინე: აქა჻ ყოფა჻ გამამჟღავნებს჻ სახლსა჻ ჩემსა჻ მიმაწვინე: მანვე჻ ქნა჻ და჻ მორევსჯობდი჻ გული჻ წყლული჻ გავარკინე:

416. ზე჻ წამოვჯე჻ მეფისაგან჻ კაცი჻ დია჻ მოვიდოდა: ახარებდეს჻ წამოჯდაო჻ დედოფალი჻ გამორბოდა: მეფე჻ მორბის჻ თავშიშველი჻ არ჻ იცოდა჻ რას჻ იქმოდა: იგი჻ ღმერთსა჻ ადიდებდა჻ სხვა჻ ყუელაი჻ უჩუმოდა:

417. იქით჻ და჻ აქათ჻ მამისხდეს჻ მახურიტეს჻ სახურეტელია: მე჻ მოვახსენე჻ პატრონო჻ გული჻ აწ჻ უფრო჻ მრთელია: ცხენსა჻ შეჯდომა჻ მწადიან჻ ვნახნე჻ წყალნი჻ და჻ ველია: ცხენი჻ მამგვარეს჻ შეცავჯე჻ მეფე჻ ჩემთანა჻ მვლელია:

418. გამოვედით჻ მოვიარეთ჻ მოედანს჻ და჻ წყლისა჻ პირსა: ჩემსა჻ მიველ჻ დავაბრუნვე჻ მეფე჻ მომყუა჻ სახლთა჻ ძირსა: შინა჻ მიველ჻ უარ჻ გავჴე჻ სხვა჻ დამერთო჻ ჭირი჻ ჭირსა: ვთქუი჻ თუ჻ მოვჰკუდე჻ ბედი჻ ჩემი჻ ამის჻ მეტსა჻ არას჻ ღირსა:

419. ზაფრანის჻ ფერად჻ შეცვალა჻ ბროლი჻ ცრემლისა჻ ბანამან: გული჻ უფრორე჻ დამიჭრა჻ ათიათასმან჻ დანამან: საწოლის჻ მეკარე჻ შემოდგა჻ მოლარე჻ გაიყვანა჻ მან: ვთქუი჻ თუ჻ რა჻ იცის჻ ამბავი჻ ნეტარ჻ ან჻ იმან჻ ან჻ ამან:

420. მონააო჻ ასმათისი჻ რა჻ იცისო჻ ვარქუი჻ ვჰკითხე: შემოვიდა჻ სააშიკო჻ წიგნი჻ მამცა჻ წავიკითხე: გამიკვირდა჻ სხვად჻ გულისა჻ ვითამცა჻ ვქენ჻ მწველთა჻ სითხე: მისგან჻ ეჭვი჻ არა჻ მქონდა჻ სევდად჻ მაწვა჻ გულსა჻ მით჻ ხე:

421. მე჻ გამიკვირდა჻ სით჻ უყუარ჻ ანუ჻ ვით჻ მკადრებს჻ თხრობასა: მიუყოლობა჻ არ჻ ვარგა჻ დამწამებს჻ უზრახობასა: ჩემგან჻ იმედსა჻ გარდასწყუეტს჻ მერმე჻ დამიწყებს჻ გმობასა: დავსწერე჻ რაცა჻ პასუხად჻ მართებდა჻ აშუკობასა:

422. დღენი჻ გამოჰჴდეს჻ მე჻ გული჻ უფრორე჻ დამწვეს჻ კვლავ჻ ალთა: ვეღარ჻ ვუჭვრეტდი჻ ლაშქართა჻ მინდორს჻ თამაშად჻ მავალთა: დარბაზს჻ ვერ჻ მიველ჻ მკურნალთა჻ დამიწყეს჻ მოსულა჻ მრავალთა: მაშინ჻ დავიწყე჻ გარდაჴდა჻ სოფლისა჻ ლხინთა჻ და჻ ვალთა:

423. მათ჻ ვერა჻ მარგეს჻ მე჻ გულსა჻ ბინდი჻ დამეცა჻ ბნელისა: სხვამან჻ ვერავინ჻ შემატყვა჻ დება჻ ცნობისა჻ ხელისა: სისხლი჻ დამწამეს჻ მეფემან჻ მიბრძანა჻ გაჴსნევა჻ ჴელისა: გავიხსენ჻ ფარვად჻ თავისა჻ არვისგან჻ საეჭველისა:

424. ჴელ჻ გაჴსნილი჻ სევდიანი჻ საწოლს჻ ვიყავ჻ თავისწინა: ჩემი჻ მონა჻ შემოვიდა჻ შევხედე჻ თუ჻ თქვას჻ რა჻ მინა: მონააო჻ ასმათისი჻ შემოყუანა჻ უთხარ჻ შინა: გულსა჻ შინა჻ დაუზრახე჻ რა჻ მპოვაო჻ ანუ჻ ვინა:

425. მონამან჻ წიგნი჻ მომართვა჻ მე჻ წავიკითხე჻ ნებასა: წიგნსა჻ შევატეევ჻ ლამოდა჻ შეყრისა჻ მოსწრაფებასა: პასუხად჻ ვსწერდი჻ ჟამია჻ მართალ჻ ხარ჻ გაკუირვებასა: მოვალ჻ თუ჻ მიჴმობ჻ მე჻ ნუ჻ მეჭუ჻ მოსლვისა჻ დაზარებასა:

426. გულსა჻ ვარქვი჻ თუ჻ ლახვარნი჻ ეგრე჻ ვით჻ დაგაღონებენ: ამირბარი჻ ვარ჻ ჴელმწიფე჻ სრულად჻ ინდონი჻ მმონებებ: აზრად჻ შეიქმან჻ საქმესა჻ ათასჯერ჻ შეაწონებენ: თუ჻ შეიგებენ჻ მე჻ მათთა჻ აერთა჻ არ჻ მარონებენ:

427. კაცი჻ მოვიდა჻ მეფისა჻ სწადსო჻ ამბვისა჻ სმინება: მოყუანა჻ უთხარ჻ ებრძანა჻ ქნაცა჻ სისხლისა჻ დინება: მე჻ ვჰკადრე჻ ჴელი჻ გავიხსენ჻ დამიწყო჻ მოჯობინება: წინაშე჻ მოვალ჻ ამისთუის჻ კულა჻ უფრო჻ მმართებს჻ ლხინება:

428. დარბაზს჻ მიველ჻ მეფე჻ ბრძანებს჻ ამის჻ მეტსა჻ ნუ჻ იქ჻ აბა: ცხენსა჻ შემსვა჻ უკაპარჭო჻ წელთა჻ არა჻ არ჻ შემაბა: შეჯდა჻ ქორნი჻ მოუტივნა჻ დურაჯები჻ დაინაბა: მშვილდოსანნი჻ გაასაგანნა჻ იტყოდიან჻ შაბაშ჻ შაბა:

429. შინა჻ დავსხედით჻ ნადიმად჻ მას჻ დღესა჻ მინდორს჻ რებულნი: მომღერალნი჻ და჻ მუტრიბნი჻ არ჻ იყუნეს჻ სულდაღებულნი: მეფემან჻ გასცა჻ მრავალი჻ თუალნი჻ ღარიბად჻ ქებულნი: აუვსებელნი჻ არ჻ დარჩეს჻ მას჻ დღესა჻ მათნი჻ ხლებულნი:

430. ვეცდებოდი჻ არა჻ მცალდა჻ სევდისაგან჻ თავის჻ კრძალვად: ვიგონებდი჻ ცეცხლი჻ უფრო჻ მედებოდა჻ გულსა჻ ალად: ჩემი჻ სწორნი჻ წავიტანენ჻ ჩემსა჻ დავჯე჻ მთქვიან჻ ალვად: შევჰქენ჻ სმა჻ და჻ ნადიმობა჻ პატიჟთა჻ და჻ ჭირთა჻ მალვად:

431. მოლარემან჻ შინაურმან჻ ყურსა჻ მითხრა჻ ნაუბარი: ქალი჻ ვინმე჻ იკითხავსო჻ ინახვისცა჻ ამირბარი: ზეწარითა჻ მოუხურავს჻ პირი჻ ბრძენთა჻ საქებარი: ვარქუი჻ საწოლს჻ წაიყვანე჻ ჩემგან჻ არის჻ ნაჴმობარი:

432. ავდეგ჻ მსხდომნი჻ ნადიმობით჻ აემზადნეს჻ ასაყრელად: გამოველ჻ და჻ საწოლს჻ შეველ჻ მონა჻ დადგა჻ კარსა჻ მცველად: შარდი჻ უთხარ჻ ნუ჻ ასდგებით჻ მოვალ჻ ხანთა჻ დაუზმელად: გული჻ მივეც჻ თმობაქნათა჻ აუგისა჻ საკრძალველად:

433. კარსა჻ შევდეგ჻ ქალი჻ წინა჻ მამეგება჻ თაყუანისმცა: მითხრა჻ მოსლვა჻ თქუენს჻ წინაშე჻ კურთხეულ჻ არს჻ რამან჻ ღირსმცა: გამიკვირდა჻ მიჯნურისა჻ თაყვანება჻ ექნა჻ ვისმცა: ვთქუი჻ არ჻ იცის჻ აშიკობა჻ თუმც჻ იცოდა჻ წყნარად჻ ზისმცა: