... (S-1727), 1837 წ.

410. დავჰყავ ხანი მას წინაშე: სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით჻ ვჭამეთ ამო ხილი რამე: ერთმანერთსა ვეუბენით჻ მერე ავდექ წამოსავლად: ტირილით და ცრემლთა დენით჻ მისთა შუქთა შვენებანი: ნათლად მადგა გულსა ფენით჻

411. მეძნელებოდა სიშორე: მისი ბროლ ბალახშ მინისა჻ მე გამიახლდა სინათლე: მქონდა სიმრავლე ლხინისა჻ ჩემთჳს ჩნდა იგი სინათლე: ეთერიდ მზედ საჩინისა჻ აწ მიკვირს მისი გაყრილი: გული მიც კლდისა ტინისა჻

412. დილასა შევჯე უბრძანე: ჰკარით ბუკსა და ნობასა჻ სრულად სპათასა ვერ გითხრობ: არ შესხდომილად მზობასა჻ ლომან მივმართე ხატავეთს: ვერვინ მიზრახავს მხრდლობასა჻ უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი: არ გაივლიდენ გზობასა჻

413. დავაგდე მზღვარი ინდოთა: მევლო პაშტაი ხანია჻ რამაზის კაცი მემთხვია: ვინ ხატაეთ ზედა ხანია჻ მან მითხრა მოციქულობა: გულისა მოსაფხანია჻ ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ: თქვენნი ინდოთა თხანია჻

414. მე შემამძღვნეს რამაზისგან: ძღვნად საჭურჭლე საშინელი჻ გვითხრეს გკადრებს ნუ ამოგვწყვეტ: არის შენგან არ საქნელი჻ ზენაარი გამოგვიღე: მით გვაბია ყელსა წნელი჻ მოურბევლად მოგახსენნეთ: თავნი შვილნი საქონელი჻

415. რაცა შეგცოდეთ შეგვინდე: თჳთ ჩვენცა შეგვინანია჻ თუ ღ~თითა შეგვიწყალებდეთ: აქა ნუ მოვლენ სპანია჻ ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს: რისხვით არ დაგვტყუეს ცანია჻ შენ მოგცეთ ციხე ქალაქი: მოგყვენ ცოტანი ყმანია჻

416. გვერცა დავისხენ ვაზირნი: ვიუბნეთ გავეზრახენით჻ მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი: ბერნი მით გკადრებთ გლახ ენით჻ არიან მეტად მუხთალნი: ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით჻ არამცა მოგკლან ღალატად: არამცა ვივაგლახენით჻

417. ჩვენ ამას ვარჩევთ წახვიდე: კარგითა მართ მამაცითა჻ ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ: სცნობდენ ამბავსა კაცითა჻ გულ მართლად იყვნენ მიენდევ: აფიცე ღ~თითა და ცითა჻ არ დაგმორჩილდენ შერისხდი: რისხვითა კვლა და კვლაცითა჻

418. მეკეთა ესე თათბირი: ვაზირთა ნავაზირები჻ შევსთვალე რამაზ მეფეო: ვცან შენი დანაპირები჻ სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე: დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები჻ ლაშქართა დავჰყრი წამოვალ: ცოტათა შენ კერძ ვირები჻

419. მათ ლაშქართაგან სამასნი: კარგი მოყმენი ქველანი჻ თანა წამომყვეს წაცაველ: დავყარენ სპანი ყველანი჻ დავედრე სადა მე მევლოს: ვლენით იგივე ველანი჻ ახლოს მამდევდით მიშველდით: გიხმობ თუ მინდა შველანი჻

420. სამ დღე ვიარე მემთხვია: სხვა კაცი მისვე ხანისა჻ კვლავ ეძღვნა უცხო მრავალი: შესამოსელი ტანისა჻ ებრძანა მწადსო სიახლე: შენ ლაღისა და ჯანისა჻ რა შეგეყარო მაშინ სცნა: შენ ძღნობა ამისთანისა჻

421. კვლაცა ეთქვა მართალია: აზომ ჩემი მონახსენი჻ მე თჳთ წინა მოგეგები: მესწრაფების ნახვა შენი჻ მოვახსენე დია ღ~თო: ბრძანება ვჰქმნა მეცა თქვენი჻ ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი: ვიყვნეთ ვითა მამა ძენი჻

422. მუნით წასული ჩამოვხე: ტევრისა რასმე კიდესა჻ კვლავ მოციქულნი მოვიდეს: სალამად არ დამრიდესა჻ წინა ტურფათა ტაიჭთა: ძღვნად ჩემთჳს მოზიდვიდესა჻ შენსა ნახვასა მეფენი: თქვეს მართლად ინატრიდესა჻

423. მითხრეს მეფე მოგახსენებს: მეცა შენ კერძ ვიარები჻ სახლით ჩემით წამოსრული: ხვალე ადრე შეგეყრები჻ მოციქულნი დავაყენენ: ხარგა დავდგი არ მზირები჻ მეტად ამოდ უალერსე: ერთგან დაწვეს ვით მაყრები჻

424. კარგი საქმე კაცსა ზედა: აზომ თურმე არ წაჴდების჻ ერთი კაცი უკმორესყდა: მოდგა მალვით მეუბნების჻ დიდი მაცო თქვენი ვალი: ჩემგან ძნელად გარდიხდების჻ გაწირვა და დავიწყება: ჩემგან თქვენი არ იქმნების჻

425. მე მამისა თქვენისაგან: ვარ ცოტაი განაზარდი჻ თქვენი მესმა საღალატო: საცნობელად გამოვარდი჻ მკვდარი მიმძიმ სანახავად: ტანი მჭევრი პირი ვარდი჻ ყველასავე მოგახსენებ: გამიგონე დამიწყნარდი჻

426. რომე ცუდად არ მოღორდე: ისი კაცნი გღალატობენ჻ ერთგან შენთჳს დამალულნი: სპანი ასჯერ ათასობენ჻ კვლავ სხვაგან გითქს სამი ბევრი: ასრე ფიცხლად მით გიხმობენ჻ აწვე თავსა არ ეწევი: ფათერაკსა შეგასწრობენ჻

427. მეფე ცოტათ მოგეგებვის: ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან჻ მალვით ჩაიცმენ აბჯარსა: მიენდო მით გეთნევიან჻ კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი: ყოველგნით მოგეხვევიან჻ რა ერთსა გცემდეს ათასნი: ეგრეცა მოგერევიან჻

428. მას კაცსა ამოდ ვეუბენ: და მადლსა გარდვიხდიდია჻ რომე არ მოვჰკვდე შემოგზღო: შენ ამას ინატრიდია჻ აწ ამხანაგთა არ გიგრძნან: წადი მათთანა ვლიდია჻ თუ დაგივიწყო უთუოდ: მეცა ვარ განაკიდია჻

429. არვის გავენდევ სულდგმულსა: დავმალე ვითა ჭორია჻ რაცა იქნების იქნების: ყოვლი თათბირი სწორია჻ მაგრა სპათაკენ გავგზავნე: კაცი თუმცა გზა შორია჻ შევსთვალე ფიცხლად წამოდით: მოგრაგნეთ მთა და გორია჻