... (Q-296), XVIII ს.

454. ვერა შევიგენ რა იყო ანუ ნაქმარი რაულად ვისაც უჩვენი უკვირდის ღმრთისა თქვის მან სასწაულად არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი არ ორხაულად სიმტკიცე გვანდის ნაჭედსა თქვი ცეცხლსა შენართაულად

455. იგი საძღვნოდ მისად დავსხენ ვისი შუქი მანათობდა მეფისათვის დავარჩივე სამარღანოდ რაცა სჯობდა ჯორ აქლემი ათჯერ ასი ყველაკაი წვივ მაგრობდა– დატვირთული გაუგზავნე ამბავსაცა კარგსა სცნობდა

წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე ოდეს გაიმარჯვა ხატაველთა ზედა

456. წიგნი დავწერე მეფეო სვემცა არს თქვენი სვიანად მე ხატაელთა მიმუხთლეს თუცა მათ ეცა ზიანად – ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად მეფე შევიპყარ მოგივალ მე ალაფიან ტყვიანად

457. რა ყუელაი დავიურვე ხატაეთით გავემგზავრე წამოვიხვენ საჭურჭლენი საჴელმწითო დავიურრე ვერ მოვეყავ აქლემითა აზავრები ვააზავრე მოვირჭვენ და მოვივლინე რაცა მწადდა აგრე ვჰყავრრე

458. ხატაეთისა ჴელმწიფე მომყუანდა შეპყრობილია ინდოეთს მიველ მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია რა ქება მითხრა არ ითქმის ჩემგან სათქმელად წბილია ჴელი გამიხსნა შემამკრა მან სახვეველი ლბილია

459. დგნან ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა მიალერსებდა მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა

460. მას ღამით ვსხედით ნადიმად მუნ ამოდ გავიხარენით დილასა ქალაქსა შევედით მაედნით ავიყარენით მეფემან ბძანა «ლაშქარნი უჴმენით შემოსჯარენით დღეს ხატაველმან მიჩვენეთ ტყვენიცა შემომგვარენით

461. რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე ტკბილად ნახა ჴელმწიფემან ვითა შვილი სააკვანე ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავამზგავსე ესე არის მამაცისა მეტის მეტი სიგულვანე

462. მას მეფესა ხატაველსა უმასპინძლა უალერსა ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა ცისკრად მიჴმეს მიბრძანებდეს მე სიტყუასა ლმობიერსა «შეუნდოფო ხატაველსა მას აქამდის შენამტერსა

463. შევჰკადრე «ღმერთი ვინადგან შეუნდობს შეცოდებულსა უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე გაცუდებულსა რამაზს უბრძანებს «იცოდი გაგზავნი შეწყალებულსა მაგრა ნუ გნახავთ კულამცაღა ჩვენ წინა გაწბილებულსა

464. ხარაჯა დასდვეს შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია კვლავ ხატაურ ათასი სხვა სტავრა სხვა ათასია მერმე ყველაი დამოსა იგი და მისი ხასია შეწყალებული გაგზავნა უყო რისხვისა ფასია

465. ხატაველმან დაუმადლა დადრკა მდაბლად ეთაყუანა მოახსენა «ორგულობა თქვენი ღმერთმან შემანანა თუღა ოდეს მეღა გცოდო მაშინ მომკალ მეცა განა წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაიტანა

466. მოვიდა კაცი მეფისა ცისკრობს არ დანაღამია ებძანა «შენგან გაგყრილვარ მას აქეთ თვეო სამია მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია არ დამაშვრალხარ წამოდი თუმცა დაშვრომის ხამია

467. შევეკაზმე დარბაზს მიველ დამხვდა ჯარი ავაზისა შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა მეფე ქვე ჯდა შეკაზმული შვენებითა მზგავსი მზისა გაეხარნეს მისვლა ჩემი ტურფისა და ლამაზისა

468. იდუმალ ცოლსა ეუბნა მართ ჩემგან უცოდნელია «ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტლად სასურველია მან განანათლოს მჭვრეტელთა გული რაზომცა ბნელია რაცა დაგვედრო საქმნელად ქენ არა საზოზღნელია

469. «აწ მითქვამს საქმე უშენოდ სცან ესე მცნებულლი რადგან ქალია სამეფო ჩვენგანვე სახელ დებული ვინცაღა ნახავს აწ ნახოს აჰა დღე ედემს ხლებული გვერდსა დაისვი ასული სრას დამხვდით მოვალ შვებული

470. მოვინადირეთ მინდორი ძირი მთისა და გორისა იყო სიმრავლე ძაღლისა შავარდნისა და ქორისა ადრე დავბრუნდით ვიარეთ არეჯი გზისა შორისა აღარ იბურთეს დაშლა ქნეს თამაშობისა ორისა

471. ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი შუკა და ბანი ომ გარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი ფერ მიხდილ გვარად მშვენოდი ვარდი ცრემლითა ნაბანი ვინცა მიჭვრეტდის ბნდებოდის მათრლად არს არ კატაბანი

472. რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა იგი მეხვივნეს მშვენოდეს ვახელებ გულსა ხელთასა მეფე გარდაჴდა დარბაზთა შევედით ჩემთა მზრდელთასა შევხედე დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა