..., 1860 წ.

470. ქალი ადგა წამოვიდა. მე ლახვარითა გულსა მრიდეს ლხინმან ბნელი გამითენა. დაშრტეს ცეცხლი რომე მწვიდეს შეველ დავჯექ ნადიმადვე. ჩემნი სწორნი სადა მზიდეს და მხიარულმან საბოძვარი. გავეც ზემი გაადიდეს.

წიგნი ტარიელისა, ხატაელთა თანა.

471. კაცნი იხმო გასაგზავნად. ეუბნების უბრძანებისა უთხრა იცნობთ ვინცა უწინ. ჩემთვის ჴმალი მისცეს ნებასა რად შსცვლია ჭკუა მცნება. ვარდის ნაცვლად ძეძვსა ჰკრეფსა და ჩვენი ბაჟი დაიკიდონ. მოიღებდენ ჩვენ წინ ძღვენსა.

472. გავგზავნე კაცი ხატაეთსა. და წიგნი ჩემ მაგიერი მივსწერე მეფე ინდოთა. არისცა ღვთად ძლიერი მათი ერთგული გაძღების. ყოველი სული მშიერი და ვინცა ურჩ ექმნას იქნების. თავისა ვერ მადრიელი.

473. ჩემნო ძმანო და მოყვასნო. თქვენგან არ გავიმწარებით ესე რა ნახოთ ბრძანება. ფიცხლავ აქ მოიარებით თქვენ თუ არ მოხვალთ ჩვენ მოვალთ. ზედან არ მოგეპარებით და სჯობს რომ გვნახოთ თავისა. სისხლით ნუ ეზიარებით.

474. კაცნი გავგზავნე მე გულსა. უფრო მომეცა ლხინები დარბაზს ვიშვებდი. დამევსო. ცეცხლი წვად მოუთმინები მაშინ სოფელმან საწუთრო. მიუხვეს რაცა ვინები და აწ ხელ მქნა რომე საახლოდ. მხეცთაცა მოვეწყინები.

475. პირველ გაჭრისა პირები. მერმე დასწყნარდეს ცნობანი ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი მაგრამ დამშლიდეს ლხინთაგან. სურვილთა დიადობანი და ზოგჯერ შემცვიან სევდანი. ვთქვი საწუთროსა გმობანი.

476. დღესა ერთსა საწოლს მოველ. მეფისა სრითა წამოსული ვჯე და მასვე ვიგონებდი. არ მიეცა თვალთა ლული წიგნი მქონდა საიმედო. ამად ვიყავ მჴიარული და კარის მცველმან მონა უხმო. უთხრა საქმე დაფარული.

477. მონააო ასმათისა. საწოლს უთხრა შემოყვანა მოეწერა გიბრძანებსო. ვისი მესო გულსა დანა ლხინმან ბნელი გამითენა. ამილფოჴდა ჯაჭვთა მანა და წაველ მონა წავიტანე. რამცა უთხარ ამისთანა

478. ბაღჩას შეველ არ დამიხდა. კაცი ჩემი მოუბარი ქალი წინა მომეგება. მხიარული მოცინარი მითხრა ამოდ ამოგიღე. არ გასვია გულსა ნარი და მიდი ნახე ვარდი შენი. უფრჭვნელი დაუმკჭნარი.

479. ამიგდო ქალმან ფარდაგი. მძიმე თავისა ძალითა სადა დგა კუბო შემკული. ბალახშითა და ლალითა შიგან ჯდა იგი პირითა მზე. მზისაებრ ელვა მკრთალითა და მე შემომხედის ლამაზად. მისის მელნის ტბით თვალითა.

480. დიდხან ვდეგ და არ მითხრა. სიტყვა მისსა მონასურსა ოდენ ტკბილად შემომხედის. ვითამც რასმე შინაურსა ასმათ უხმო მოიუბნეს. ქალი მოდგა მითხრა ყურსა და აწ წადიო ვერას გითხრობს. მე კვლავ მიმცა ალმა მურსა.

481. ასმათ წამამყვა წამოველ. ფარდაგი გამოვიარე ვთქვი საწუთრო ვის წეღან. გული დრმთა მიარე მაშინ მოგეცა იმედი. ლხინი რად გამიზიარე და გული გაყრისა სიძნელე. კვლავ უფრო დამიტიარე.

482. ასმათ ლხინსა მიქადებდა. ჩავიარე შიგან ბაღი მითხრა ეგრე წასვლისათვის. ნუ გაჩნია გულსა დაღი სიმძიმილის ეზო დაჴშევ. სიხარულის კარი აღი და სირცხვილი აქვს საუბრისა. მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი.

483. მე უთხარ დაო შენგან ვეჭვ. ამა გულისა წამალსა ზენაარ სულთ ნუ გამყრი. ამბავით დაშრეტდი ალსა ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვეტ. შენ ზედა ზედა მავალსა და თუ რას სცნობ ჩემთვის არა ვეჭუ. რომე იქმოდე დავალსა.

484. შევჯე წამოველ მდიოდა. ნაკადი ცრემლთა მილისა საწოლს შემოველ ჴელ ქმნილსა. ღონე არ მქონდა ძილისა ბროლი და ლალი შევიქენ. მე ულურჯესი ლილისა და ღამე მერჩია მეწადა. არ გათენება დილისა.

485. ხატაელს მყოფნი მოვიდნენ. მათგან მოსვლისა დრონია სიტყვანი შემოეთვალა. ლაღნი და უკადრონია არც ჩვენ ვართ კაცნი ჯაბანნი. არც ციხე უმაგრონია და ვინ არის თქვენი ჴელმწიფე. ჩვენ ზედა რა პატრონია.

წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე:

486. მოეწერა რამაზ მეფე. წიგნსა გიწერ ტარიელსა გამიკვირდა რა ეწერა. წიგნსა შიგან მოწერილსა რაგვარა თუ მანდა გეხმევ. ვინ ვპატრონობ დიდსა ერსა და ამის მეტსა ნუმცა ვნახავ. კვლავე წიგნსა შენ მიერსა.

487. უბრძანე წყევა ლაშქართა. გავგზავნე მარზა პანია იგი ვარსკვლავთა ურიცხვი. მოკრფა ინდოთა სპანია ცხენისა ფეხთა ეჩქარათ. მართ ჩვენკენ მონას პანია და სრულად ლაშქართა აივსო. მინდორი კლდე კაპანია.