..., 1860 წ.

452. ავდეგ მსხდომნი ნადიმობით. აემზადნეს ასაყრელად შარდი უთხარ ნუ ასდგებით. მოვალ ხანსა დაუზმელად გამოველ და საწოლს შეველ. მონა დადგა კარის მცველად და გული მივეც თმობა ქნასა. აუგისა საკრძალველად.

453. კარსა შევდეგ ქალი წინა. მომეგება თაყვანი მსცა მითხრა მოსვლა თქვენს წინაშე. კხოლ არ ვინმცა ღირს მცა გამიკვირდა მიჯნურისა. თაყვანება ექნა ვისმცა და ვთქვი არ იცის აშიკობა. თუმც იცოდა წყნარად ზისმცა.

454. შეველ დავსჯექ ტახტსა ზედან. ქალი მოდგა ნოხთა პირსა ჩემსა ახლოდ დასაჯდომლად. თავი მისი არა ღირსა ვარქვი მანდა რასა ზი შენ. სიყვარული ჩემი გჭირსა და მან პასუხი არა მითხრა ჩემთვის გვანდა სიტყვა ძვირსა.

455. მითხრა დღე ეგე სირხვილად მედების გულსა ალობა გგონია ჩემგან წინაშე. მაგისთვის მომავალობა მაგრამ აწ მიდებს იმედსა. შენგან წცდისაღა მალობა და მას თუ ვღირსვარ ვერ ვიტყვი. მაკლია ღ~თისა წყალობა.

456. ადგა მითხრა თქვენსა მკრძალავსა. ჩემთვის ცნობა უბნებვია ნუ მეჭვ რაცა პატრონისა. ბრძანებასა უთქუმევია ეზომ დიდი შემართება. გულსა მისსა უთნევია და ამავ წიგნმა გამამართლოს. ჩემთვის ვისაც უთქმევია.

457. მიბრძანა მითხრა ამბავი. იცოდა ჩემის ნებისა ყურსა მიამბო გახარებ. ჩემისა გახსენებისა შეგყარნე ბოლოს ვისიცა. შეხედვა გენატრებისა და წიგნი მომართვა გავკაზმე. ჴმა ვუთხარ მიბრუნებისა.

458. გამიკვირდა შემეზარნეს. ესე რამან ათქმევინა ვინა პოვა სადაურმან. სადით მიცნობს იგი მე ვინა მის მგონესა ყოფა ჩემი. ერთობ სულა დამკარგვინა. და ნუ ჰყოს ღ~თნ მისად ნაცვლად. მზეცა მამხვდეს შინმინა.

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელისა თანა პირველი.

459. წიგნი ვნახე მისი იყო. ვისი მდაგავს ალი გულსა მოეწერა მზისა შუქსა. ნუ დაიჩნევ ლომო წყლულსა მე შენი ვარ ნუ მოჰკვდები. მაგრამ ბნედა ცუდი მძულსა და აწ ასმათი მოგახსენებს. ყველაყასა ჩემგან თქმულსა.

460. ასმათ ადგა ჩემთვისა. მის წიგნის წასაკითხავად თქვა ძოღან შენი ამბავი. მითხრიან ვისცა ვკითხავად მიბრძანებს მესმის მოვლენო. ლაშქარნი შენად მკითხავად და ლომსავით მართებს ვაგლახი. თუ მისი თავი მითხავად.

461. ბედით ბნედა სიკვდილი. რა მიჯნურობა მგონია სჯობს საყვარელსა უჩვენე. საქმენი საგმირონია ხატეთს მყოფნი ყველანი. ჩვენივე სახარჯოდია და აწ მათი ჯავრი ჩემზედა. ჩვენგან არ დასათმონია.

462. შენგან ჩემისა ქრმობისა. წინაცა ვიყავ მდომია მაგრამ აქამდის საუბრად. კვლავ ჟამი არ მამხდომია ძოღან ჴელ ქმნილსა გიჭვრეტდი. კუბოსა შიგან მჯდომია და მანდა ყველაი მასმია. რაცა შენ გარდაგხდომია.

463. მართლს გითხრობ მამისმინე. ესე რაცა მოგახსენე აწ შეები ხატაელთა. თავი კარგათ გამაჩვენე გიჯობს ცუდად ნუღარ სტირი. ვარდი კვლავცა რად დასტენე და მზემან მეტი რაღა გიყოს. აჰა ბნელი გაგითენე.

464. ასმათი მეუბნებოდა. უშიშრად არ მეკრძალოდა რად დამემალოდა ჩემი რა გითხრა რა ვიყავ. ლხინი რად დამეთვალოდა გული მოდაგო მარდა. კრთებოდა დამემალოდა და მუნ პირი ჩემი გაბროლდა. და ღაწვი გაილალოდა.

წიგნი ტარიელისა საყვარელთან:

465. თვალთა დავიდე უსტარი მე შენი მონაწერია პასუხად ვწერდი მთვარეო. შენცა მზევით მოგერია მე იგი ღ~თნ იგი ნუ მამცეს. რაც არა შენი ფერია და სიზმრად მგონია დარჩომა. ჩემი ვერ დამიჯერია.

466. ასმათს უთხარ მე პასუხი. ამის მეტსა ვერ მივხვდები ესე კადრე მზეო რადგან. ჩემთვის ნათლად აღმოჴდები აჰა მკვდარი გამაცოცხლე. ამას იქით აღარ ვბდები და რაცაღაა სამსახური. ვტყვი თუღა ვერიდები.

467. ასმათ მითხრა მე მიბრძანა. ესე ვქნათ თუცა სჯობდეს ვინცა გნახოს ჩემგან მისსა. საუბარსა ვერა სცნობდეს ჩემად ნახვად მოვიდოდეს. შენ ვითამცა გაშიკობდეს და დამცა მვედრა ამილბარსა. უთხარ ესე ნამუსობდეს.

468. მეკეთა ესე თათბირი. სიბრძნე მისისა გულისა მისი მზისაცა რიდება. ჰქონდის მისისა ნახვისა მისგან მამეცა მოსმენა. არ საუბრისა მქისისა და მისთა შუქთაგან უკუნსა. გვანდის სინათლე დღისისა.

469. ასმათს მოვართვი რჩეული. თვალი ოქროსა ჯამითა მან მითხრა არა არ მინდა. ვარ გამაძღარი ამითა ერთი აიღო ბეჭედი. მართ აწონილი დრამითა და ესე კმა ნიშნად სავსე ვარ. სხვა ჴელის შესაბამითა.