... (H-66), 1832 წ.

431. იგი ნახეს გასაქცევლად: გაემართნეს შევკივლენით ველნი ჩვენგან ნაომარნი: ომითავე გარდავლენით რამაზ მეფე ჩამოვაგდე ერთმან ერთსა გავეჴლმენით მისნი სპანი ყუელანივე: დავიპყრენით არ მოვკლენით

432. უკანანიცა ლაშქარნი: მოესწრნეს მათ გაქცეულთა დაუწყეს პყრობა ჩამოყრა: შეშინებულთა ძლეულთა ძილისა მიხვდა ნაცვლი: ძილ მკრთალთა ღამე თეულთა ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა: კვნესა მართ ვითა სნეულთა

433. მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად ჴელსა ჴრმლითა დავეკოდე: წყლულად მაჩნდა არ ნაღებად ჩემნი სპანი მოვიდიან: საჭვრეტლად და ჩემად ქებად ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარან: ქებასაცა მოხსენებად

434. ერთსა კაცსა ეყოფოდეს: დიდებანი რომე მჭირდეს რომელთაცა გავეზარდე: დიდებულნი ამიტირდეს ჩემგან ხრმლითა განაკვეთნი: ნახეს მეტად გაუკვირდეს ზოგთა შორით დამლოციან: ზოგნი კოცნად გამიპირდეს

435. გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი: ალაფი ავაღებინე ერთობ სავსენი მოვიდეს: თავი ვაალაღებინე სისხლით მძებნელთა ჩემთასა: მინდორი შევაღებინე არ ვბრძოლე კარი ქალაქთა: უომრად გავაღებინე

436. რამაზს ვარქვი შემიგნია: საქმე შენი სამუხთალე აწ ეგრეცა შეპყრობილმან: თავი გამოიმართალე სიმაგრეთა ნუ ამაგრებ: ყველა ხელთა მამათვალე თვარე შენი შეცოდება: მემცა ზედა რად წავსთვალე

437. რამაზ მითხრა აღარა არის: ამის მეტი ჩემი ღონე ერთი ჩემი დიდებული: მომეც ზედა მაპატრონე ციხოვანთა გაუგზავნო: საუბარი გამიგონე ჴელთა მოგცემ ყველაკასა: გაღანამცა შენ გაქონე

438. მივეც ერთი დიდებული: თანა სპანი წავატანენ ციხოვანნი ერთობილნი: ჩემს წინაშე მოვიყვანენ ჴელთა მამცეს სიმაგრენი: ომი ასრე შევანანენ საჭურჭლენი სიმრავლითა: რამცა ვით დავაგვანენ

439. მაშინღა შეველ ხატაეთს: მოვლად და მოსათვალავად კლიტენი საჭურჭლეთანი: მომართვეს დაუთვალავად ქვეყანა ჩავსხი უბრძანე: იყვენით თქვენ უკრძალავად მზემან არ დაგწვენ იცოდით: დაგყარე გაუგვალავად

440. საჭურჭლენი გარდავნახენ: თავის თავის კიდის კიდე უცხო ფერთა საჭურჭლეთა: დავშურები თუ მოვსთვალვიდე ერთგან ვნახე საკვირველი: ყაბაჩა და ერთი რიდე თუმცა ნახენ სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე

441. ვერა შევიგენ რა იყო: ანუ ნაქმარი რაულად ვისცა უჩვენი უკვირდის: ღ~თისაგან თქვის მან სასწაულად არცა ლარულად ჰგებოდა: მას ქსელი არ ორხოულად სიმტკიცე გვანდის ნაჭედსა: ვჰთქვი ცეცხლთა შენართაულად

442. იგი საზღვნოდ მისად დავსდევ: ვისი შუქი მანათობდა მეფისათვის დავარჩივე: საარმაღნოდ რაცა სჯობდა ჯორ აქლემი ათჯერ ასი: ყველაკაი წვივ მაგრობდა დატვირთული გაუგზავნე: ამბავსაცა კარგსა სცნობდა

წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე ოდეს გაიმარჯვა ხატელთა ზედა჻

443. წიგნი დავსწერე მეფეო: სვემცაა თქვენი სვიანად მე ხატაველთა მიმუხთლეს: თუმცა მათ ეცა ზიანად ჩემი ამბავი მართალი: ამად გაცნობე გვიანად მეფე შევიპყარ მოგივალ: მე ალაფიან ტყვიანად

444. რა ყველაი დავიურვე: ხატაეთით გავემგზავრე წამოვიხვენ საჭურჭლენი: საჴელმწიფო დავიურე ვერ მოვეყავ აქლემითა: აზავრები ვააზავრე მოვირჭვენ და მოვივლინე: რაცა მწადდა აგრე ვყავრე

445. ხატაეთისა ჴელმწიფე: მომყვანდა შეპყრობილია ინდოეთს მიველ მეგება: ჩემი გამზრდელი ტკბილია რა ქება მითხრა არ ითქმის: ჩემგან სათქმელად წბილია ჴელი გამიხსნა შემამკრა: მან სახვეველი ლბილია

446. დგანან ტურფანი კარავნი: მოედანს ჩამოდგომილსა საუბრისა და ჭვრეტისა: ჩემისა მას მონდომილსა მას დღესა ედვა ნადიმი: მას შიგან გარდახდომილსა მიალერსებდეს მიჭვრეტდა: წინაშე ახლოს ჯდომილსა

447. მას ღამე ვსხედით ნადიმად: მუნ ამოდ გავიხარენით დილასა ქალაქს შევედით: მოედნით ავიყარენით მეფემან ბრძანა ლაშქარნი: უხმენით შემომყარენით დღეს ხატაელნი მიჩვენეთ: ტყვენიცა შემამგვარენით

448. რამაზ მეფე მას წინაშე: მე შეკრული მოვიყვანე ტკბილად ნახა ჴელმწიფემან: ვითა შვილი სააკვანე ორგული და მოღალატე: ნამსახურსა დავაგვანე ესე არის მამაცისა: მეტის მეტი სიმგულვანე

449. მას მეფესა ხატაელსა: უმასპინძლა უალერსა ჟამიერად უბრძანებდის: საუბარსა მათსა ფერსა ცისკრად მიხმეს მიბრძანებდეს: მე სიტყვასა ლმობიერსა შეუნდობო ხატაელსა: მას აქამდის შენა მტერსა