... (Q-609), XIX ს.

411. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა:ლაღმან სიტყვითა ჴაფითა: დავეკაზმენით საომრად: ჯაჭუ ჯავშანითა ქაფითა: რაზმი დავაწყევ მივმართე: წაველ დიდითა სწრაფითა: მას დღესა ჩემი მებრძოლი: ჩემანვე ჴრმალმან დაფითა:

412. მივეახლენით შეგვატყვეს: მათ ტანსა აბჯარცმულობა: კაცი მოვიდა მომართვა: მეფისა მოციქულობა: ეთქუა თუ ჟამად გვაჩნია: ჩვენ თქუენი არ ორგულობა: აბჯრითა გხედავთ შეგქვნია: აწ ამად გულ ნაკლულობა:

413. შევსთვალე თუ მეცა ვიცი: რაცა ჩემთვის გაგიგია: თქვენ რასაცა სთათბირობდით: არ იქმნების არ იგია: ბრძანეთბ მოდით შემებენით: ვითა წესი და რიგია: მეც რა თქვენთვის დასაჴოცლად: ჴელი ჴრმალსა დამიგია:

414. რა მივიდა მოციქული: კვლავმცა რადღა გამოგზავნეს: კვამლი შექნეს ლაშქართათვის: დამალული გაამჟღავნეს: სამალავით გამოვიდნეს: თავნი ორგნით აქარავნეს: შეჰქმნეს რაზმი მრავალკეცი: თუცა ღ~თო ვერა მავნეს:

415. შუბნი ვთხოვენ ჴელი ჩავჰყავ: მუზარადის დასარქმელად: საომარად ატეხილი: ვიყავ მათად გამტეხელად: ერთსა წავსწვდი უტევანსა: წავგრძელდი და წაველ გრძელად: მათ ურიცხვთა რაზმი ეწყო: წყნარად დგეს და აუშლელად:

416. ახლოს მიველ შემომხედნეს: შმაგიაო ესე თქვესა: მუნ მივმართე მკლავ მაგარმან: სად უფროსი ჯარი დგესა: კაცს შუბი ვკარ ცხენი დავეც: მართ ორნივე მიჰჴდეს მზესა: შუბი გატყდა ჴელი ჩავჰყავ: ვაქებ ჴრმალო ვინცა გლესა:

417. შიგან ასრე გავერივე: გნოლის ჯოგსა ვითა ქორი: კაცი კაცსა შემოვჰტყორცე: ცხენ კაცისა დავდგი გორი: კაცი ჩემგან განატყორცი: ბრუნავს ვითა ტანაჯორი: ერთობ სრულად ამოვსწყვიტე: წინა კერძი რაზმი ორი:

418. ერთობილნი მამეხვივნეს: მგრგვლივ შეიქნა ომი დიდი: ვჰკრი რასაცა ვერ დამიდგის: სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი: ცხენსა კაცი გაკუეთილი: მანდიკურად გარდავკიდი: სითაც ვიყვი გამექციან: მათ შექნიან ჩემი რიდი:

419. საღამო ჟამ დაიზახა: ქედით მათმან დარაჯამან: ნუღარა სდგათ წაედითო: კულავ მოგვხედნა რისხვით ცამან: მოვა მტვერი საშინელი: შეგვაშინა ამად ამან: ნუთუ სრულად ამოგვწყვიტნეს: უთვალავმან ბევრმან სპამან:

420. ჩემნი ლაშქარნი რომელნი: წამომეტანნეს მე არა: რა ეცნა წამოსულიყუნეს: ღამე წამორთვით ეარა: ვერ დაიტევდა მინდორი: და არე მთათა იარა: გამოჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა: ბუკმან ჴმა გაიზიარა:

421. იგი ნახეს გასაქცევლად: გაემართნეს შევჰკივლენით: ველნი ჩვენგან ნაომარნი: ომითავე გარდავლენით: რამაზ მეფე ჩამოვაგდე: ერთმან ერთსა გავეჴლმენით: მისნი სპანი ყველანივე: დავიპყრენით არ გავჰკლენით:

422. უკანანიცა ლაშქარნი: მოესწრნეს მათ გაქცეულთა: დაუწყეს პყრობა ჩამოყრა: შეშინებულთა ძლეულთა: ძილისა მიხვდა ნაცვლი: ძილ მკრთალთა ღამე თეულთა: ტყუჱთა მრთელთაცა არ აკლდა: კვნესა მართ ვითა სნეულთა:

423. მას ადგილსა ნაომარსა: გარდავხედით მოსვენებად: ჴელსა ხრმლითა დავეკოდე: წყლულად მაჩნდა არ ნაღებად: ჩემნი სპანი მოვიდიან: საჭვრეტლად და ჩემად ქებად: ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარან: ქებასაცა მოხსენებად:

424. ერთსა კაცსა ეყოფოდეს: დიდებანი რომე მჭირდეს: ზოგთა შორით დამლოციან: ზოგნი კოცნად გამიპირდეს: რომელთაცა გავეზარდე: დიდებულნი ამიტირდეს: ჩემგან ხრმლითა განაკვეთნი: ნახეს მეტად გაუკვირდეს:

425. გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი: ალაფი ავაღებინე: ერთობ სავსენი მოვიდეს: თავი ვაალაღებინე: სისხლითა მძებნელთა ჩემთასა: მინდორი შევაღებინე: არ ვბრძოლე კარი ქალაქთა: უომრად გავაღებინე:

426. რამაზს ვარქვი შემიგნია: საქმე შენი სამუხთალე: აწ ეგრეცა შეპყრობილმან: თავი გამოიმართალე: სიმაგრეთა ნუ ამაგრებ: ყველა ჴელთა მამათვალე: თვარე შენი შეცოდება: მემცა ზ~ა რად წავსთვალე:

427. რამაზ მითხრა აღარა არის: ამის მეტი ჩემი ღონე: ერთი ჩემი დიდებული: მამეც ზედა მაპატრონე: ციხოვანთა გაუგზავნო: საუბარი გამაგონე: ჴელთა მოგცემ ყველაკასა: გაღანამცა შენ გაქონე:

428. მივეც ერთი დიდებული: თანა ყმანი წავატანენ: ციხოვანნი ერთობილნი: ჩემს წინაშე მოვიყვანენ: ჴელთა მამცეს სიმაგრენი: ომი ასრე შევანანენ: საჭურჭლენი სიმრავლითა: რასამცა ვით დავაგვანენ:

429. მაშინღა შეველ ხატაეთს: მოვლად და მოსათვალავად: კლიტენი საჭურჭლეთანი: მამართვნეს დაუმალავად: ქვეყანა ჩავსხი უბრძანე: იყვენით თქვენ უკრძალავად: მზემან არ დაგწვენ იცოდით: დაგყარე გაუგვალავად:

430. საჭურჭლენი გარდავნახენ: თავის თავის კიდის კიდე: უცხო ფერთა საჭურჭლეთა: დავშვრები თუ მოვსთვალვიდე: ერდგან ვნახე საკვირველი: ყაბაჩა და ერთი რიდე: თუმცა ნახენ სახელისა: ცოდნასაცა ინატრიდე: