... (A-859), 1841 წ.

414. შევხედენ ვნახე სასთუნალ, მუსაფი გაშლით მდებარე. ავიღე ავდეგ ღ~თისა და მერმე მე მათი მქებარე. ვჰკადრე თუ მზეო დაგიწვავს, ჩემიცა დაწვა მზე ბარე. რადგან არ მამკალ პასუხი, ერთია გკადრო მე ბარე:-

415. რომე გკადრებ ესე სიტყვა, აწ თუ ცუდად ნალიქნია. თუ მაღირსებ გაკითხვასა, ავი არა არ მიქნია. ცამცა მრისხავს მზისა შუქნი, ყველა ჩემთჳს ნუ შუქნია. მან მიბრძანა რაცა იცი, თქვიო თავი დამიქნია:-

416. კულავცა ვჰკადრე მე თუ მზეო, თქვენთჳს ფიცი გამეტეხოს. ღ~თნ აწვე რისხვა მისი, ზეცით ჩემთჳს გაამეხოს. ვისი გინდა უშენოსა, პირი მემზოს ტანი მეხოს. მაშა მაშინ როგორ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს:-

417. მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექნეს დიდი ვაზირობა. მათ წინათვე დაეპირა, იმა ყმისა შენი ქმრობა. დამეშალა ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა. თავსა უთხარ მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ მაგრობა:-

418. მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რადგან იგი ვერ მიმხვდარა. არ იტყჳს თუ ჰინდოეთი, უპატრონოდ არ მომხდარა. ტარიელ არს მემამულე, სხვასა მართებს არვის არა. ვის მოიყვანს არა ვიცი, ანუ იგი ვინ მამცდარა:-

419. ვთქვი ამითა ვეღარას ვიქ, ღონე სხვა რა მოვიგვარო. თავსა უთხარ ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ გვარო. მედვა გული მჴეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო. ვისცა მივსცე თავი შენი, შენვე რად მე არ წამგვარო:-

420. სულთა ვყიდდი გულისათჳს, კოშკი ამად გამებაზრა. იგი წვიმა დარენელდა, რომე პირველ ვარდს აზრა. ვნახე ძოწსა მარგალიტი, გარე ტურფად მოემაზრა. მიბრძანა თუ ეგე საქმე, მეცა მართლად თჳთ მეაზრა:-

421. არ დავიჯერებ მე შენსა, ღალატსა ორგულობასა. უარის ქნასა ღ~თისასა, ამისთჳს არ მადლობასა. იაჯდი თავსა ჩემსა და, მორჭმით ჰინდოეთს ფლობასა. მე და შენ დავსხდეთ ინდოეთს, სჯობს ყოვლსა სიძე სძლობასა:-

422. მე ლმობიერად მომიტკბა, გამწყრალი გამქისებული. ანუ მზე იყო ქუჱყანად, ან მთვარე პირ გავსებული. ახლოს დამისვა დამიტკბა, აქამდის არ ღირსებული. მეუბნებოდა დამივსო, ცეცხლი ამითა გზებული:-

423. მიბრძანა თუ გონიერი, ხამს აროდეს არ აჩქარდეს. რაცა სჯობდეს მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს. თუ სასიძო არ მოუშვა, ვაი თუ მეფე გაგიმწარდეს. შენ და ისი წაიკიდნეთ, ჰინდოეთი გარდაჰქარდეს:-

424. კულავ თუ სიძე შემოუშვათ, მე შემირთავს იყოს ასდენ. ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეული გაგვიფლასდენ. მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ. ეგე ამბვად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ:-

425. მე ვჰკადრე ღ~თნ აშოროს, მის ყმისა შენი ქმარობა. რა შემოვიდენ ჰინდოეთს, შევიგნა მათი გმირობა. უჩვენო ჩემი ძალ გული, და ჩემი მეომარობა . ასრე დავჴოცნე შეეძლოს, აღარას არ საჴმარობა:-

426. მიბრძანა თუ ხამს დიაცი, დიაცურად საქმე დედლად. დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად. რა მოვიდეს სიძე მოჰკალ, მათთა სპათა აუწყვედლად. ქმნა მართლისა სამართლისა, ხესა შეიქს ხმელსა ნედლად:-

427. ასრე ჰქენ ჩემო ლომო და, მჯობო ყოველთა გმირთაო. მიპარვით მოჰკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო. მისთა სპათაცა ნუ დახოც, ზროხათა ვითა ვირთაო. დიადი სისხლი უბრალო, კაცმანცა ვით იტვირთაო:-

428. იგი რა მოჰკლა ეუბენ, პატრონსა ჩემსა მამასა. ჰკადრე თუ სპარსთა ვერა ვიქმ, ჰინდოეთისა ჭამასა. ჩემია მკჳდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა. არ დამეხსნები გაგიხდი, ქალაქსა ვითა ტრამასა:-

429. ჩემი ყოლა ნურა გინდა, სიყვარული ნუმცა ნდომა. ამით უფრო მოგეცემის, სამართლისა შენ მოხდომა. ჰქნას მეფემან ყელ მოტეხით, შემოხვეწა შემოკდომა. ჴელთა მოგცემ თავსა ჩემსა, შეგვფეროდეს ერთგან სხდომა:-

430. ესე მეტად მომეწონა, თათბირი და გამორჩევა. ჩემთა მტერთა დავაცადე, დასაჴოცლად ჴრმლისა ქნევა. მერმე ავდეგ წასასავლად, მან დამიწყო ქვე ქვე წვევა. მწადდა მაგრა ვერ შევმართე, შეჭიდება შემოხვევა:-

431. ხანი დავჰყავ გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი. ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი. ჭირი ბევრჯელ ვაათასე, ლხინი ჩემი ვაერთხელი. მერმე წასვლა არა მწადდა, ამად მივალ არ ფიცხელი:-

432. მოვიდა კაცი სასიძო, მოვაო მოსლვა გვახარა. მაგრა თუ ღ~თი რას უზამს, არა იცოდა გლახ არა. მეფესა მიხუდა სიამე, არ სიტყუა ივაგლახა რა. მიბრძანა ახლოს მიმისვა, მოდიო თავი დახარა:-

433. მიბრძანა ჩემთჳს ესე დღე, ლხინი და სიხარულია. გარდავიხადოთ ქორწილი, ხამს ვითა დასასრულია. კაცი გავგზავნოთ მოვიღოთ, ყოვლგნით საჭურჭლე სრულია. უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია:-