... (H-741), XIX ს.

410. დავჰყავ ხანი მას წინაშე: სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით: ვსჭამეთ ამო ხილი რამე: ერთმანერთსა ვეუბენით: მერე ავდექ წამოსავლად: ტირილით და ცრემლთა დენით: მისთა შუქთა შვენებანი: ნათლად მადგა გულსა ფენით:

411. მეძნელებოდა სიშორე: მისი ბროლ ბალახშ მინისა: მე გამიახლდა სინათლე: მქონდა სიმრავლე ლხინისა: ჩემად სჩნდა იგი სინათლე: ეთერით მზედ ნაჩინისა: აწ მიკვირს მისი გაყრელი: გული მიც კლდისა ტინისა:

412. დილასა შევჯე უბრძანე: ჰკარით ბუკსა და ნობასა: სრულად სპათასა ვერ გითხრობ: არ შესხდომილად მზობასა: ლომან მივმართე ხატაეთს: ვერვინ მიზრახავს მჴრდლობასა: უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი: არ გაივლიდენ გზობასა:

413. დავაგდე მზღვარი ინდოთა: მევლო პაშტაი ხანია: რამაზის კაცი მემთხვია: ვინ ხატაეთის ხანია: მან მითხრა მოციქულობა: გულისა მოსაფხანია: ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ: თქვენნი ინდოთა თხანია:

414. მე შემამძღუნეს რამაზისგან: ძღვნად საჭურჭლე საშინელი: გვითხრეს გკადრებს ნუ ამოგვწყვეტ: არის შენგან არ საქნელი: ზენაარი გამოგვიღე: მით გვაბია ყელსა წნელი: მოურბევლად მოგახსენნეთ: თავნი შვილნი საქონელი:

415. რაცა შეგცოდეთ შეგვინდე: თვით ჩვენცა შეგვინანია: თუ ღვთითა შეგვიწყალებდეთ: აქა ნუ მოვლენ სპანია: ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს: რისხვით არ დაგუტყუეს ცანია: შენ მოგცეთ ციხე ქალაქი: მოგყვენ ცოტანი ყმანია:

416. გვერცა დავისხენ ვეზირნი: ვიუბნეთ გავეზრახენით: მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი: ბერნი მით გკადრებთ გლახ ენით: არიან მეტად მუხთალნი: ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით: არამცა მოგკლან ღალატად: არამცა ვივაგლახენით:

417. ჩვენ ამას ვარჩევთ წახვიდე: კარგითა მართ მამაცითა: ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ: ჰსცნობდენ ამბავსა კაცითა: გულ მართლად იყვნენ მიენდე: აფიცე ღვთითა და ცითა: არ დაგმორჩილდენ შერისხდი: რისხვითა კვლა და კვლაცითა:

418. მეკეთა ესე თათბირი: ვაზირთა ნავაზირები: შევსთვალე რამაზ მეფეო: ვცან შენი დანაპირები: სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე: დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები: ლაშქართა დავჰყრი ცოტათა: წამოვალ შენ კერძ ვირები:

419. მათ ლაშქართაგან სამასნი: კარგი მოყმენი ქველანი: თანა წამომყვეს წაცაველ: დავჰყარენ სპანი ყველანი: დავედრე სადა მე მევლოს: ვლენით იგივე ველანი: ახლოს მამდევდით მიშველდით: გიხმობ თუ მინდა შველანი:

420. სამ დღე ვიარე მემთხვია: სხვა კაცი მისვე ხანისა: კვლავ ეძღვნა უცხო მრავალი: შესამოსელი ტანისა: ებრძანა მწადსო სიახლე: შენ ლაღისა და ჯანისა: რა შეგეყარო მაშინ სცნა: შენ ძღნობა ამისთანისა:

421. კვლაცა ეთქვა მართალია: აზომ ჩემი მონახსენი: მე თვით წინა მოგეგები: მესწრაფების ნახვა შენი: მოვახსენე დია ღ~თო: ბრძანება ვქნა მეცა თქვენი: ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი: ვიყვნეთ ვითა მამა ძენი:

422. მუნით წასული ჩამოვხე: ტევრისა რასმე კიდესა: კვლავ მოციქულნი მოვიდეს: სალამად არ დამრიდესა: წინა ტურფათა ტაიჭთა: ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა: შენსა ნახვასა მეფენი: თქვეს მართლად ინატრიდესა:

423. მითხრეს მეფე მოგახსენებს: მეცა შენ კერძ ვიარები: სახლით ჩემით წამოსრული: ხვალე ადრე შეგეყრები: მოციქულნი დავაყენენ: ხარგა დავდგი არ მზირები: მეტად ამოდ უალერსე: ერთგან დაწვეს ვით მაყრები:

424. კარგი საქმე კაცსა ზედა: აზომ თურმე არ წაჴდების: ერთი კაცი უკმორესწთა: მოდგა მალვით მეუბნების: დიდი მაძსო თქვენი ვალი: ჩემგან ძნელად გარდიჴდების: გაწირვა და დავიწყება: ჩემგან თქვენი არ იქნების:

425. მე მამისა თქვენისაგან: ვარ ცოტაი განაზარდი: თქვენი მესმა საღალატო: საცნობელად გამოვარდი: მკვდარი მიმძიმ სანახავად: ტანი მჭევრი პირი ვარდი: ყველასავე მოგახსენებ: გამიგონე დამიწყნარდი:

426. რომე ცუდად არ მოღორდე: ისი კაცნი გღალატობენ: ერთგან შენთვის დამალულნი: სპანი ასჯერ ათასობენ: კვლავ სხვაგან გითქს სამი ბევრი: ასრე ფიცხლად მით გიხმობენ: აწვე თავსა არ ესწრობი: ფათერაკსა შეგასწრობენ:

427. მეფე ცოტათ მოგეგებვის: ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან: მალვით ჩაიცმენ აბჯარსა: მიენდო მით გეთნევიან: კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი: ყოველგნით მოგეხვევიან: რა ერთსა გცემენ ათასნი: ეგრეცა მოგერევიან:

428. მას კაცსა ამოდ ვეუბენ: და მადლსა გარდვიხდიდია: რომე არ მოვჰკვდე შემოგზღო: შენ ამას ინატრიდია: აწ ამხანაგთა არ გიგრძნან: წადი მათთანა ვლიდია: თუ დაგივიწყო უთუოდ: მეცა ვარ განაკიდია:

429. არვის გავენდევ სულდგმულსა: დავმალე ვითა ჭორია: რაცა იქმნების იქმნების: ყოვლი თათბირი სწორია: მაგრა სპათაკენ გავგზავნე: კაცი თუცა გზა შორია: შევთვალე ფიცხლად წამოდით: მოგრაგნეთ მთა და გორია: