... (Q-714), XIX ს.

397. როშაქ გვიბრძანა ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ სათქმელია჻ ამისა საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია჻ ბედი მეფისა ჩვენისა, არსთაგან სანატრელია჻ მით რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია჻

398. ესე ღ~თსა მისაგვრელად, მისად ჩვენთვის მოუცდია჻ მიუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია჻ თუ დავმალავთ გავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია჻ პირველ მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია჻

399. მივემოწმენით თათბირნი, არ კიდე გავაკიდენით჻ დავბრუნდით ქაჯეთს მივმართეთ, მას წინა მოვეკიდენით჻ არცა რა ვჰკადრეთ ჴელდაჴელ, არცა თუ წავეკიდენით჻ იგი ტირს ღაწვსა გულმდუღრად, ჩარცხის ცრემლისა კი დენით჻

400. მე როშაქს ვჰკადრე გამიშვი, ვარ ადრე თქუენი მხლებელი჻ აწ გულანშაროს ქალაქსა, ვარ საქმის რასმე მდებელი჻ მან გამომიშვა აქ სადმე, ლარი მიც წასაღებელი჻ თანა წავიტან წაცავალ, მე მათი ზედა მსწრებელი჻

401. მათ კაცთა დიდად იამა, ესე ამბავი მონისა჻ მე გავიგონე შერემშრა, ნაკადი ცრემლთა ფონისა჻ მენიშნა ყოვლი ნიშანი, ვიცან ჩემისა ღონისა჻ ცოტაი ლხენა მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა჻

402. მოვიყუანე იგი მონა, ახლოს დავსუი ჩემსა წინა჻ ვკითხე მითხარ რას იტყოდი, გაგონება მეცა მინა჻ მან იგივე კულავ მიამბო, რაცა მუნით მომესმინა჻ მან ამბავმან გამაცოცხლა, სულმობრძავი დამარჩინა჻

403. მე ორნი შავნი მონანი ,მყუანან სავსენი გრძნებითა჻ უჩინოდ წავლენ წამოვლენ, მათითა ჴელოვნებითა჻ მოვასხენ ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქუი თუ ნუ დასდგებითა჻ მაცნობეთ მისი ამბავი, თქუენითა მოქმედებითა჻

404. სამ დღე მოვიდეს მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა჻ მიუგვრიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა჻ ვერვის შეუდგმან საჭვრეტად, თვალნი მართ ვითა მზისადა჻ ქუე დაუწინდავს საცოლედ, როსან ცოტასა ყმისადა჻

405. როსანს შევრთოთო დულარდუხტს, მეფესა უბრძანებია჻ ჯერ ქორწილობად არა მცალს, აწ გული ცეცხლნადებია჻ შემოვიქცევი შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია ჻ ციხეს დაუსვამს ხადუმი, ერთაი უახლებია჻

406. ყოვლი მცოდნელი გრძნებისა, მას თანა წაუტანია჻ მით რომე გზა საჭიროა, მტერნი საომრად მზანია჻ ქუე დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია჻ დაეყოვნების წასრულა, ჯერთო ცოტაი ხანია჻

407. ქაჯთა ქალაქი აქამდის, მტერთაგან უბრძოლველია჻ ქალაქსა შიგან მაგარი, კლდე მაღალი და გრძელია჻ მას კლდესა შუა გჳრაბი, ასაძრომელი ხურელია჻ მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია჻

408. გჳრაბის კარსა ნიადაგ, მოყმე სცავს არ პირნასები჻ ათი ათასი ჭაბუკი, დგას ყუელაკაი ხასები჻ ქალაქის კართა სამთავე, სამათას სამათასები჻ გულო გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და გლახ რას ები჻

409. ესე ამბავი ავთანდილ, პირმზემან მაგარ ვადამან჻ რა მოისმინა იამა, სხვა არა გააცხადა მან჻ შესწირა ღ~თსა მადლობა, ტურფამან დანაბადამან჻ ამბავი ჩემი სალხინო ,მითხარო ვისმანღა დამან჻

410. ფატმანს უთხრა საყუარელო, კმა ხარ ჩემთვის სასურველად჻ მე ამბავი სანატრელი, მომასმინე არ პირბნელად჻ მაგრა საქმე ქაჯეთისა, გამაგონე უფრო მრთელად჻ ქაჯნი ყველა უჴორცოა, რამან შექმნა ჴორციელად჻

411. მის ქალისა სიბრალული, ამანთებს და მიდებს ალსა჻ მაგრა ქაჯნი უჴორცონი, რას აქნეუენ მიკუირს ქალსა჻ ფატმან უთხრა მამისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა჻ არ ქაჯნია კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა჻

412. ქაჯნი სახელად მით ჰქუიან, არიან ერთად კრებულნი჻ კაცნი გრძნებისა მცოდნენი, ზედან გაჴელოვნებულნი჻ ყოველთა კაცთა მავნებნი, იგი ვერვისგან ვნებულნი჻ მათნი შემბმელნი წამოვლენ, დამბრმალნი დაწბილებულნი჻

413. იქმან რასმე საკუირველსა, მტერსა თვალთა დაუბრმობენ჻ ქართა აღსძვრენ საშინელთა, ნავსა ზღვა ზღვა დაამჴობენ჻ ვითა ჴმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ჻ სწადდეს დღესა ბნელად იქმენ, სწადდეს ბნელსა ანათობენ჻

414. ამისთჳს ქაჯად უჴმობენ, გარეშემონი ყუელანი჻ თვარა იგიცა კაცნია, ჩვენებრვე ხორციელანი჻ ავთანდილ მადლი უბრძანა, ცეცხლნი დამივსენ ცხელანი჻ დიდად მიამნეს ამბავნი, სიტყუანი აწინდელანი჻

415. გულითა ღ~თსა ადიდებს, ავთანდილ ცრემლთა მდენელი჻ თქუა ღ~თო გმადლობ რომელი, ხარ ჭირთა მომალხენელი჻ ყოფილი მყოფი უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი჻ წყალობა თქუენი იჩქითად, არს ჩვენი გარ მომფენელი჻

416. მის ამბისა ცნობისათვის, ცრემლით ღმერთსა ადიდებდა჻ ფატმან ეჭვდა თავისათჳს, ამად ცეცხლსა კულა იდებდა჻ ყმა ნამუსსა ინახეუდა, სიყუარულსა იფერებდა჻ ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა჻