... (H-302), 1803 წ.

410. შენ არ იცი ხვარაზმშასი, საქმროდ ჩემად მოყვანება, შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება, შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება, ღ~თნ ჰქმნას და დაგირჩინო, ცუდად შენი ჴელოვნება-

411. გახსოვს ოდეს ჰაი ჰაი ზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ბანდეს, მკურნალნი და დასტაქარნი, წამალსაყე მოგიტანდეს, მამაცისა სიცრუჱსა, ნეტარ სხვანი რამცა გვანდეს, რადგან დამთმე მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს-

412. ამას ვბრძანებ ვინცა გინდა, ეპატრონოს ჲინდოეთსა, ეგრეც მე მაქუს პატრონობა, უგზოდ ვლიდენ თუნდა გზეთსა, ეგე აგრე არ იქნების, წა მამცთარხარ მოსაცეთსა, ჰაზრნი შენნი შენუჱ, გგვანან მტყუანსა და შენ აგეთსა-

413. ცოცხალ ვიყო შენ ჲინდოეთს, ღ~თო ხანი ვერა დაჰყო, თუ ეცადო დაყოფასა, ჴორცთაგანცა სული გაჰყო, სხუა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ჴელი აჰყო, ესე სიტყუა დაასრულა, ყმა ატირდა სულთქვნა აჰყო-

414. ჰსთქუა რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის მეტად, კულავ მიეცა თვალთა ძალი, მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად, აწ დავჰკარგე რად არ გიკვირ, რად ვჰცოცხალვარ რად ვარ რეტად, ვაჲ სოფელო უხანოო, რად ზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად-

415. შევხედენ ვნახე სასთუნალ, მუსაფი გაშლით მდებარე, ავიღე ავდეგ ღუთისა და, მერმე მე მათი მქებარე, ვჰკადრე თუ მზეო დაგიწვავს, ჩემიცა დაწვა მზე ბარე, რადგან არ მამკალ პასუხი, ერთია გკადრო მე ბარე-

416. რომე გკადრებ ესე სიტყუა, აწ თუ ცუდად ნალიქნია, ცამცა მრისხავს მზისა შუქნი, ყველა ჩემთვის ნუ შუქნია, თუ მაღირსებ განკითხვასა, ავი არა არ მიქნია, მან მიბრძანა რაცა იცი, ჰსთქვიო თავი დამიქნია-

417. კულაცა ვჰკადრე მე თუ მზეო, თქვენთვის ფიცი გამეტეხოს, ღ~თნ აწვე რისხვა მისი, ზეცით ჩემთვის გაამეხოს, ვისი გინდა უშენოსა, პირი მემზოს ტანი მეხოს, მაშა მაშინ როგორ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს-

418. მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა, მათ წინათვე დაეპირა, იმა ყმისა შენი ქმრობა, დამეშალა ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა, თავსა უთხარ მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ მაგრობა-

419. მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რადგან იგი ვერ მიმხვდარა, არ ჰგონებს რომ ჲინდოეთი, უპატრონოდ არ მომჴდარა, ტარიელ არს მემამულე, სხვასა მართებს არვის არა, ვის მოიყუანს არა ვიცი, ანუ იგი ვინ მამცდარა-

420. ვჰსთქვი ამითა ვეღარას ვიქ, ღონე სხვა რა მოვიგვარო, თავსა ვუთხარ ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ გვარო, მედვა გული მჴეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო, ვისმცა მივსცე თავი შენი, შენვე რად მე არ წამგვარო-

421. სულთა ვყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა, იგი წვიმა დარენელდა, რომე პირუჱლ ვარდს ახრა, ვნახე ძოწსა მარგალიტი, გარე ტურფად მოემაზრა, მიბრძანა თუ ეგე საქმე, მეცა მართლად თჳთ მეაზრა-

422. არ დავიჯერებ მე შენსა, ღალატსა ორგულობასა, უარის ქმნასა ღუთისასა, ამისთვის არ მადლობასა, იაჯდი თავსა ჩემსა და, მორჭმით ინდოეთს ფლობასა, მე და შენ დავსხდეთ ჴელმწიფედ, ჰსჯობს ყოვლსა სიძე სძლობასა-

423. მე ლმობიერად მომიტკბა, გამწყრალი გამქისებული, ანუ მზე იყო ქუეყანად, ან მთვარე პირ გავსებული, ახლოს დამისუა დამიტკბა, აქამდის არ ღირსებული, მეუბნებოდა დამივსო, ცეცხლი ამითა გზებული-

424. მიბრძანა თუ გონიერი, ხამს აროდეს არ აჩქარდეს, რაცა ჰსჯობდეს მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს, თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს, შენ და ისი წაიკიდნეთ, ჲინდოეთი გარდაჰქარდეს-

425. კულავ თუ სიძე შემოუშვათ, მე შემირთავს იყოს ასდენ, ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეული გაგვიფლასდენ, მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ, ეგე ჰამბვად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ-

426. მე ვჰკადრე ღ~თნ აშოროს, მის ყმისა შენი ქმარობა, რა შემოვიდენ ჲინდოეთს, ვჰსცნა მათი მკლავთა მყარობა, ვუჩუენო ჩემი ძალ გული, და ჩემი ჭანგ მახვილობა, ასრე დავჰჴოცნე შეეძლოს, აღარას არ საჴმარობა-

427. მიბრძანა თუ ხამს დიაცი, დიაცურად საქმე დედლად, დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად, რა მოვიდეს სიძე მოჰკალ, მათთა სპათა აუწყვედლად, ქმნა მართლისა სამართლისა, ხესა შეიქს ჴმელსა ნედლად-

428. ასე ჰქმენ ჩემო ლომო, და მჯობო ყოველთა გმირთაო, მიპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო, მისთა სპათაცა ნუ დაჰჴოც, ზროხათა ვითა ვირთაო, დიადი სისხლი უბრალო, კაცმანცა ვით იტვირთაო-

429. იგი რა მოჰკლა ეუბენ, პატრონსა ჩემსა მამასა, ჰკადრე თუ სპარსთა ვერა ვიქ, ჲინდოეთისა ჭამასა, მე ვარ მემკვიდრე მამულთა, არ მივჰსცემ არცა დრამასა, არ დამეჴსნები გაგიხდი, ქალაქსა ვითა ტრამასა-