.... (H-1759), XIX ს.

411. შევედით ვნახეთ ბალიშსა, ზედა წარბ შერჭმით მჯდომარე მზე ვეღარას იქს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე წავდეგ მიბრძანა რასა სდაგ, დღე მიგიჩს შენ საომარე ანუ გამწირე მიტყუე, და კვლაცა მაიმცთომარე

412. მე მეწყინა აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი უკუვჰყივლე აწ გამოსჩნდეს, არ მინდოდეს ვისცა უნდი ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი შინა მოველ მოკულა მისი, დავაპირე არ დავყმუნდი

413. ასსა უბრძანე მონასა, საომრად დაემზადენით შევსხედით გავლეთ ქალაქი, არა ვის გავეცხადენით კარავსა შეველ იგი ყმა, ვითა წვა ზარამც თქმად ენით უსისხლოდ მოვკალ იგი ყმა, თუცა ხმდა სისხლისა დენით

414. კარვის კალთა ჩახლათული, ჩავსჭერ ჩავაქარაბაკე ყმასა ფეხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შეუტაკე წინა მწოლთა დაიძახეს, გლოვა მიხვდა საარაკე ცხენსა შევჯე და წაცამოველ, ჯაჭვი მეცვა საკურტაკე

415. ჴმა დამივარდა შეიქმნა, ზახილი მოსაწევარი წამოველ წევნა დამიწყეს, დავხოცე ჩემი მდევარი ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი მუნ შიგან შეველ მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი

416. კაცი გავგზავნენ ვაცნობე, ყოვლგან ლაშქარსა ყველასა აქა მამმართეთ ვინცაღა, ჩემსა იქმოდეთ შველასა არ გაწყდა მოსულა მდევართა, ღამესა დია ბნელასა ჩემნი რა სცნიან სცვედიან, თავებსა მათსა მრთელასა

417. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად ვნახენ სამნი დიდებულნი, მეფისაგან მოგზავნილად ებრძანა თუ ღ~თნ იცის, გამეზარდე ვითა შვილად ჩემი ასრე რად შესცვალე, სიხარული სიმძიმილად

418. ხვარაზმშას სისხლი უბრალო, სახლად რად დამადებინე თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე მე ბერსა შენსა გამზრდელსა, სიცოცხლე მაარმებინე დღედ სიკუდილამდის შენიცა, თავი არ მაახლებინე

419. მე შეუთვალე მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა თვარა რად მიშლის სიკუდილსა, ცეცხლი სიკუდილთა ალისა მაგრა თვით იცით ჴელმწიფე, ჴამს მქნელი სამართალისა მე თქვენმან მზემან მაშოროს, ნდომა თქვენისა ქალისა

420. იცით ინდოთა სამეფო, რაზომი სრა საჯდომია ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, ყველაი თქუენ მოგხდომია ამოსწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია დღესამდის ტახტი უჩემო, არავის არ მონდომია

421. ვერ გათნევ თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ მართალია ღ~თნ არ მოგცა ყმა შვილი, გივის ერთაი ქალია ხვარაზმშა დასვა ჴელმწიფედ, მოგხვდების რა ნაცვალია სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მერტყას მე ჩემი ხრმალია

422. შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე გამარიდე ჰინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე ჩემგან კიდე ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა აღმოვფხვრიდე სხვად მეშველსა გარეგანსა, მამკალ ვისცა ვინატრიდე

ამბისა ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვისა

423. ესე კაცნი გამეგზავნეს, გონებასა გავეშმაგე რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე რომე ვაგე მესმა საქმე საშინელი, რომე თავი ვერ წავაგე

424. გამოსჩნდეს ორნი ქვევითნი, მე მივეგებე წინარე ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვსცანმცა თუ მოღმა ვინ არე თავ გაგლეჯილი ასმათი, პირს სისხლი ჩამომდინარე აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა რე

425. იგი ვნახე დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა შორით უხმე რაშიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა მითხრა ღ~თნ სიმგრგვლე ცისა, ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა

426. [.....] მიველ კვლაცა ვჰკითხე, რაშიგან ვართ თქვი მართალი [....] საბრალოდ ამიტირდა, კვლავ მოედვა ამით ალი [.......] სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი [..........] წითლად უღებევდა, სისხლი ღაწუთა ნაწვეთალი

427. [...............] მოგახსენებ, ესე რათმცა დაგიმალე [............] გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე [...........] ნუ დამარჩენ, შემიწყალე შემიბრალე [..................]თრისა ღ~თსა შენსა მიავალე

428. მიამბო ოდეს სასიძო, მოჰკალ და ხმა დაგივარდა მეფესა ესმა აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა შენ დაგიძახა მიხმეთო, ხმა მაღლად გახმამყივარდა მოგნახეს შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამომჩივარდა

429. დღეს გამოველ ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე მუნა გასვლა მამდომოდა, მით მრეკალი არ ვახშირე სპათა უთხარ მამიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე ხუთთა ოდენ ბაზიერთა, მეტი არა დავიჭირე