... (Q-1335), XVIII ს.

414. რა მინდორს შვჯდი ზარითა ჴმა იყო ბუკთა ცემისა თანა მყვის სპისა სიმრავლე მსგავსი ფუტკრისა რემისა ჭურეტად ქალ ყმები დაჯრილა დგას თემისა და თემისა ვინც მნახის ეყვის ერთს წლამდინ კვეხა ნახვისა ჩემისა

415. მოსრნის მჴეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან მერმე ვ{ი}ბურთი მოედანს მინდორით შემოქცეულმან შევიდი შევქმნი ნადიმი ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ ბალახშეულმან

416. მამა მომიკვდა მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა ქნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა მათ გაეხარნეს ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა ერთგულთა შექნეს ვაება მტერთა ხსენება იშისა

417. მე წელიწადსა ბნელსა ვჯე საწუთრო გაცუდებული დღისით და ღამით ვვაებდი ვერ ვისგან სულ დაღებული გაყვანად ხასნი მოვიდეს მითხრეს მეფისა მცნებული ებრძანა შვილო ტარიელ ნუ ხარ შავითა ღებული

418. ჩვენ უფრო გუტკივის იგი ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა ასი ებოძა საჭურჭლე ებრძანა აჰჴდა შავისა ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა შენ გქონდეს ამირ ბარობა ქნა მისვე საურავისა

419. ავენთი დამწუეს მამისა საჴუმილთა დაუშრტელთა უკანით გამომიყვანეს ხასთა მას წინა მდგომელთა გამოსულისათუის ზეიმი შექნეს ჰინდოეთს მფლობელთა შორს მომეგებნეს მაკოცეს პატივით ვითა შობელთა

420. თუალთა ჩემთა ცხელი ცრემლი აწინდლისა უფრო დიან წყლისა ჭამა გარდვიჴადე სიმძიმილსა მოთხრობდიან ასრე გავჰჴე ჩემი ჯარი არ დარჩების იტყოდიან ზოგნი ტირან მამისათუის ზოგნი ჩემთვის ტიროდიან

421. მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს პატიუ მცემდეს ძისა დარად მის ჴელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად არ მომეშვნეს დაუმორჩილდი თაყვანის მცეს ამირბარად

422. პატრონობა ჰინდოთა და მრავალთაცა მქონდა სხუათა ვნაპიროდი თუ ვინ იყვის მაუნებელი ჩემთა სპათა ხალვად ვჯდი და ვიხარებდი ზამი შევქნი მღერას სუმათა ვამოსდი {და} ვნადირობდი ქება თქვიან ჩემთა ქნათა

423. ტარიელს თუალნი სისიხლისა ცრემლითა დაღამებიან თქვა ნახუისაცა უღირსსა ვისგან საჴუმილნი მდებიან უმისოდ ძმანი რად მძმობენ ანუ რად დანი მდებიან აწყა ვაჴსენებ დღესა მას ოდიდგან ცეცხლი მდებიან

424. აჰა ძმაო რადგან მკითხე ცხელი ცეცხლი მიახლია ჩემთა ჭირთა მაქრავებლად მისი მზრდელი მიახლია მუდმით მწუევდის ცეცხლი ცხელი მეტად ვეღარ ვეახლია შენად შეყრად არ მომკუდარვარ ჭირნი ასრე ვიახლია

425. ღ~თისა კაცთა სიყვარული ჩუენზედ ოდის გამოჩნდების ჩვენ სიკვდილი ლხინად მოგუცეს შმოქმედსა რა აკლდების ზოგთა შეკრავს წამის ყოფად ზოგნი ცადმდე ამაღლდების მით ერთითა შეგვიბრალოს წყალობითა ჩვენ მოგჴუდების

426. აღარა ვიცი დამვიწყდეს თუცა დიადი წელია გიამბო ჩემი ამბავი განა რაზომცა ძნელია ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქნელია მისთა ნაკვესთა წინწილი დამეცეს ხანგრძლად მწველია

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომე გამიჯნურდა

427. კვლა დაიწყო თქმა ამბავსა მან რა ხანი მოიტირა დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით გუენადირა მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ ჴელი ჴელთა დამიჭირა მის ჟამისა მჴსენებელი მე სულდგმული არ გიკუირა

428. ველს გავედით სანადიროთ უცხო რამე ქარი ქროდა მეფე ბრძანებს ვინადიროთ ჯარი გარე ეხვეოდა ჩვენ ვიარეთ ქვეითებსა ჭალა გარე მოესწროდა რა ესე თქვა ყმა ატირდა ცრემლი ცხელი ჩამოსწთოდა

429. მეფემან ახუმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა გამოუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა მაშინ დავიწყე გარდაჴდა მე საწუთროსა ვალისა ალმასისა ჴამს ლახვარი ლახურად გულისა სალისა

430. ბახჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა მფრინველთაგან ჴმა ისმოდა უამესი სირინოსი მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა

431. ზღუდედ მოვლიდა ზურმუხტი ხე ალვა დარიგებითა მეფე გარდაჴდა მუნ სადა კოშკად ბაზარი გებითა შიგნით შევედით სრა დაგუხდა მოცვული ფარდაგებითა მაშინ ნასობთა ლახუართა სულნო ვით დაუდგებითა

432. ვიცოდი სწადდა არ ვისგან ნახვა მის მზისა დარისა მე გარეთ ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა ვერას ვხედევდი ოდენ {ხმა} მესმოდა საუბარისა ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა