... (Q-376), XIX ს.

411. მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები. შევჰსთუალე რამაზ მეფეო, ვჰსცან შენი დანაპირები. სიკუდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგჳდგნობს ვერ ქჳთკირები. ლაშქართა დავჰყრი ცოტაით, წამოვალ შენ კერძ ვირები:-

412. მათ ლაშქართაგან სამასნი, კარგნი მოყმენი ქველანი. თანა წამომყუჱს წაცაველ, დავჰყარენ სპანი ყუელანი. დავედრე სადა მე მევლოს, ვჰლენით იგიუჱ ველანი. ახლოს მომდევდით მიშუჱლეთ, გიხმობთ თუ მინდა შუჱლანი:-

413. სამ დღე ვიარე მემთხჳა, სხუა კაცი მისუჱ ხანისა. კულავ ეძღუნა უცხო მრავალი, შესამოსელი ტანისა. ებრძანა მწადსო სიახლე, შენ ლაღისა და ჯანისა. რა შეგეყარო მაშინ ჰსცნა, შენ ძღვნობა ყე ამისთანისა:-

414. კულავცა ეთქუა მართალია, ეზომ ჩემი მონახსენი. მე თჳთ წინა მოგეგებჳ, მესწრაფების ნახუა შენი. შევსთულე თუ დია ღ~თო, ბრძანება ვჰქმნა მეცა თქუჱნი. ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი, ვიყუნეთ ვითა მამა ძენი:-

415. მუნით წასული ჩამოვჰხე, ტევრისა რისმე კიდესა. კულავ მოციქულნი მოჳდეს, სალამად არ დამრიდესა. წინა ტურფათა ტაიჭთა, ძღუნად ჩემთჳს მოზიდჳდესა. შენსა ხილუასა მეფენი, ჰსთქუამს მართლად ინატრიდესა:-

416. მითხრეს მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები. სახლით ჩემით წამოსრული, ხუალე ადრე შეგეყრები. მოციქულნი დავაყენენ, ხარგა ვუდგი საქებრები. მეტად ამოდ ვუმასპინძლე, განვუწესენ მესტუმრები:-

417. კარგი საქმე კაცსა ზედა, აზომ თურე არ წახდების. ერთი კაცი უკმორესწყდა, მოდგა მალჳთ მეუბნების. დიდი მაძსო თქუჱნი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიჴდების. გაწირვა და დავიწყება, ჩემგან შენი არ იქმნების:-

418. მე მამისა თქუჱნისაგან, ვარ ცოტაი განაზარდი. ხატაველნი გღალატობენ, თქუჱნდა თხრობად გამოვარდი. მკუდარი მიმძიმს იგ უებრო, ტანი გმირი პირი ვარდი. ყუჱლასაუჱ მოგახსენებ, გამიგონე დამიწყნარდი:-

419. რომე ცუდად არ მოღორდე, ისი კაცნი გღალატობენ. ერთგან შენთჳს დამალულნი, სპანი ასჯერ ათასობენ. კულავ სხუაგან გიდგს სამი, ბევრი ასე ფიცხლად მით გიხმობენ. აწუჱ თავსა არ ეწეჳ, ფათერაკსა შეგასწრობენ:-

420. მეფე ცოტად მოგეგებჳს, ვის მჭურეტნი ვერ გელევიან. მალჳთ ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო მით გეთნებიან. კუამლსა შეიქმენ ლაშქარნი, ყოველგნით მოგეხუჱვიან. რა ერთსა გცემენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან:-

421. მას კაცსა ამოდ ვეუბენ, და მადლსა გარდჳხდიდია. რომე არ მოვჰკუდე შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია. აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი მათთანა მიდია. თუ დაგიჳწყო უთუოდ, მემცა ვარ განაკიდია:-

422. არვის გავენდევ სულდგმულსა, დავმალე ვითა ჭორია. რაცა იქმნების იქმნების, ყოვლი თათბირი ჰსწორია. მაგრამ სპათაკენ გავგზავნე, კაცი თუ გზაცა შორია. შევჰსთუალე ფიცხლავ წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია:-

423. მე დილასა მოციქულთა, სიტყუა ტკბილი შევუთვალე. რამაზს ჰკადრეთ მოგეგებვი, მოდი მოვალ მეცა ხვალე. ნახევარ დღე სხუა ვიარე, ჭირსა თაჳ არ ვაკრძალე. განგებაა დღესცა მამკლავს, ქუჱმცა სადა დავემალე:-

424. ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტუჱრი დავინახე. ვჰსთქჳ თუ მოვა რამაზ მეფე, ჩემთჳს უდგას თუცა მახე. ჩემი გაჰკუჱთს ჴორცსა მათსა, ჴრმალი ბასრი შუბი ახე. მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე:-

425. ვჰსთქჳ თუ ძმანო იგი კაცნი, ჩუჱნ ღალატსა გჳდგებიან. მკლავთა თქუჱნთა სიმყარენი, ამისთჳსცა რად დალბიან. ვინცა მოკუდეს მეფეთათჳს, სულნი მათნი ზეცას ჰრბიან. აწ შევებნეთ ხატაველთა, ჴრმალნი ცუდად რად გვაბიან:-

426. ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა, ლაღმან სიტყჳთა ჴაფითა. დავემზადენით საომრად, ჯაჭუ ჯავშანითა ქაფითა. რაზმი დავაწყევ მიჰვმართე, წაველ დიდითა სწრაფითა. მას დღესა ჩემი მებრძოლი, ჩემმანუჱ ჴრმალმან დაფითა:-

427. მივეახლენით შეგუატყუჱს, მათ ტანსა აბჯარცმულობა. კაცი მოჳდა მამართუა, მეფისა მოციქულობა. ეთქუა თუ ჟამად გუაჩნია, ჩუჱნ თქუჱნი არ ორგულობა. აბჯრითა გხედავ შეგვექმნა, აწ ამად გულნაკლულობა:-

428. შევჰსთუალე თუ მეცა ვიცი, რაცა ჩემთჳს გაგიგია. თქუჱნ რასაცა ჰსთათბირობდით, არ იქმნების არ იგია. ჰბრძანეთ მოდით შეგვებენით, ვითა წესი და რიგია. მეცა თქუჱნთჳს დასაჴოცლად, ჴელი ჴრმალსა დამიგია:-

429. რა მიჳდა მოციქული, კულამცა რადღა გამოგზავნეს. კუამლი შექმნეს ლაშქართათჳს, დამალული გაამჟღავნეს. სამალაჳთ გამოჳდეს, თავნი ორგნით აქარავნეს. შეჰქმნეს რაზმი მრავალკეცი, თუცა ღ~თო ვერა მავნეს:-

430. შუბი ვჰსთხოვე ჴელი ჩავჰყავ, მუზარადის დასარქმელად. საომარად ატეხილი, ვიყავ მათდა გამტეხელად. ერთსა წავჰსწუდი უტევანსა, წავგრძელდი და წაველ გრძელად. მათ ურიცხჳ რაზმი ეწყოთ, წყნარად ჰსდგეს და აუშლელად:-