... (S-2781), XIX ს.

390. აზიდნა ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა სადა სდგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა შიგან სჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვამკრთალითა მე შემომჴედის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა

391. დიდხან ვსდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა ოდენ ტკბილად შემომჴედის ვითამცა რა შინაურსა ასმათ უხმო მოიუბნეს ქალი მოდგა მითხრა ყურსა აწ წადიო ვერას გითხრობს მე კულავ მიმცა ალმან მურსა

392. ასმათ გამომყუა წამოვე ფარდაგი გამოვიარე ვსთქუი საწუთროო ვის წეღან გული დარმანთა მიარე მაშინ მოგეცა იმედი ლხინი რად გამიზიარე გულმან გაყრისა სიძნელე კულავ უფრო დამიტიარე

393. ასმათ ლხინსა მიქადებდა ჩავიარე შიგან ბაღი მითხრა ეგრე წასულისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი სიმძიმილთა ერდო დახაშ სიხარულის კარი აღი სირცხვილი აქუს საუბრისა მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი

394. მე უთხარ დაო შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა ზენაარ სულთა ნუ გამყრი ამბითა შრეტდი ამ ალსა ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვეტ შენ ზედაზედა მავალსა თუ რას სცნობ ჩემთვის არა ვეჭვ მე შენგან არდანამალსა

395. შევჯე წამოვე მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა საწოლს შევედი ჴელქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა ღამე მერჩია მეწადა არ გათენება დილისა

396. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს მათგან მოსლვისა დრონია სიტყუანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია არცა რა ჩვენ ვართ ჯაბანნი არც ციხეუმაგრონია ვინ არის თქვენი ჴელმწიფე ჩვენზედა რა პატრონი

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე პასუხად მოწერილი

397. მოეწერა რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა გამიკვირდა რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა რაგვარა თუ მანდა გეხმე ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა ამის მეტსა ნუმცა ვჰნახავ კულავღა წიგნსა შენ მიერსა

398. უბრძანე წვევა ლაშქართა გავგზავნე მარზაპანია იგი ვარსკულავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია შორით და ახლოთ ყველანი მართ ჩემკენ მონასხპანია ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი კლდე კაპანია

399. ფიცხლად მოვიდეს არ ექმნა მათ შინა ხანდაზმულობა აღლუმი ვნახე მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა სიჩაუქე და სიკეთე კეკლუცად დარაზმულობა ტაიჭთა მათთა სიტურფე აბჯართა ხვარაზმულობა

400. ავმართე დროშა მეფისა ალმითა წითელშავითა დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა თავსა ვსტიროდი ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა მზე თუ არ ვნახო არ ვიცი ვიარო ვითა და ვითა

401. შინა მიველ დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა თუალთათ ვითა საგუბარი ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა ბედი ჩემი უბედური ვსთქვი თუ ჯერთცა ვერ გამეფდა ჴელმან ვარდი რად იხელთა რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა

402. მონა შემოდგა მივეცი საქმესა გაკვირვებულსა ასმათის წიგნი მომართუა მე მეტად შეჭირვებულსა ეწერა გიხმობს შენი მზე შენ მისთვის მოსურვებულსა მოდი სჯობს მანდა ტირილსა საქმესა ბედით ვებულსა

403. ვითა მმართებდა ეგზომი რამცა ვით გავიხარეო შეღამდა წავე ბაღისა მე კარი შევიარეო სად ასმათ პირველ მენახა მუნვე ჩნდა მდგომიარეო სიცილით მითხრა წამოვლე მოგელის ლომსა მთვარეო

404. შემავლო სახლი ნაგები კეკლუცად ბანისბანითა გამოჩნდა მთუარე ნათლითა გარე შუქმონავანითა ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწუანითა საკრძალავი და ღარიბი უცხო პირად და ტანითა

405. შეველ წავდეგ ნოხთა პირსა მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად გულსა ბნელი განმინათლდა ზედა ლხინი ადგა სვეტად მას ბალიში შემოეგდო მზისა შუქსა სჯობდა მეტად ჩემგან პირსა იფარვიდა აიხევიდის წამის ჭვრეტად

406. უბრძანა თუ მოახსენე ასმათ დაჯდეს ამირბარსა მან ბალიში ქვე სდუა ვსჭურეტდი მზისა დისკოდ საქებარსა დავსჯე მივეც გულსა ლხინი საწუთროსა დამგმობარსა მიკვირს სულნი რადღა მიდგან ვიტყვი მისგან ნაუბარსა

407. მიბრძანა ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა მზემან გაყრითა დაგაჭნე ვითა ყვავილი ბარისა დაგრჯიდა დენა ცრემლისა ნარგისთათ ნაგუბარისა მაგრამ ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა

408. თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა მაგრამ მეტი უარეა არათქმა და ჭირთა მალვა მე თუ ზეპირ მიცინია ქვექვე მითქვამს იდუმალ ვა ძოღან ქალი გამოვგზავნე ვქმენ მართლისა შემოთვალვა