... (S-4988), XVII-XVIII სს.

395. აჰა჻ ძმაო჻ რადგან჻ მკითხე჻ ცხელი჻ ცეცხლი჻ მიახლია: ჩემთა჻ ჭირთა჻ მაქრავებლად჻ მისი჻ მზრდელი჻ მიახლია: მუდმით჻ მწვეუდის჻ ცეცხლი჻ ცხელი჻ მეტად჻ ვეღარ჻ ვეახლია: შენად჻ შეყრად჻ არ჻ მოვმკვდარვარ჻ ჭირნი჻ ასრე჻ ვიახლია:

396. ღმერთსა჻ კაცთა჻ სიყუარული჻ ჩემზედ჻ ოდის჻ გამოჩნდების: ჩუენ჻ სიკვდილი჻ ლხინად჻ მოგუცეს჻ შემოქმედსა჻ რა჻ აკლდების: ზოგთა჻ შეჰკრავს჻ წამის჻ ყოფად჻ ზოგნი჻ ცადმდე჻ ამაღლდების: მით჻ ერთითა჻ შეგვიბრალოს჻ წყალობითა჻ ჩუენ჻ მოგვხუდების:

397. აღარა჻ ვიცი჻ დამვიწყდეს჻ თუცა჻ ხანი჻ დიდ჻ წელია: გიანბო჻ ჩემი჻ ამბავი჻ განა჻ რაზომცა჻ ძნელია: ცრუ჻ და჻ მუხთალი჻ სოფელი჻ მიწყივ჻ ავისა჻ მქნელია: მისთა჻ ნაკუეთთა჻ წინწალი჻ დამეცეს჻ ხანგრძლად჻ მწველია:

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ:

398. კულავ჻ დაიწყო჻ თქმა჻ ამბისა჻ მან჻ რა჻ ხანი჻ მოიტირა: დღესა჻ ერთსა჻ მე჻ და჻ მეფე჻ მოვიდოდით჻ გვენადირა: მიბრძანა჻ თუ჻ ქალი჻ ვნახოთ჻ ჴელი჻ ჴელთა჻ დამიჭირა: მის჻ ჟამისა჻ მხსენებელი჻ მე჻ სულდგმული჻ არ჻ მიკვირა:

399. ველს჻ გავიდეთ჻ სანადიროთ჻ უცხო჻ რამე჻ ქარი჻ ქროდა: მეფე჻ ბრძანებსვინადიროთ჻ ჯარი჻ გარე჻ ეხვეოდა: ჩუენ჻ ვიარეთ჻ ქუეითებსა჻ ჭალა჻ გარე჻ მოესწროდა: რა჻ ესე჻ თქუა჻ ყმა჻ ატირდა჻ ცრემლი჻ ცხელი჻ ჩამოსწთოდა:

400. ბაღჩა჻ ვნახე჻ უტურფესი჻ ყოვლისავე჻ სალხინოსა: ფრინველთაგან჻ ჴმა჻ ისმოდა჻ უამესი჻ სირინოსა: მრავლად჻ იყო჻ სარაჯები჻ ვარდის჻ წყლისა჻ აბანოსა: კარსა჻ ზედა჻ მოჰფარვიდა჻ ფარდაგები჻ ოქსინოსა:

401. მეფემან჻ ახუმა჻ დურაჯთა჻ მითხრა჻ მიტანად჻ ქალისა: გამოუხვენ჻ და჻ წავედით჻ ჩემად჻ სადებლად჻ ალისა: მაშინ჻ დავიწყე჻ გარდაჴდა჻ მე჻ საწუთროსა჻ ვალისა: ალმასისა჻ ჴამს჻ ლახვარი჻ ლახურად჻ გულისა჻ სალისა:

402. ზღუდედ჻ მოვლიდა჻ ზურმუხტი჻ ხე჻ ალვა჻ წარიგებითა: მეფე჻ გარდაჴდა჻ მუნ჻ სადა჻ კოშკად჻ ბაზარი჻ გებითა: შიგნით჻ შევედით჻ სრა჻ დაგუხუდა჻ მოცვული჻ ფარდაგებითა: მაშინ჻ ნასობთა჻ ლახვართა჻ სულნო჻ ვით჻ დაუდგებითა:

403. ვიცოდი჻ სწადდა჻ არვისგან჻ ნახვა჻ მის჻ მზისა჻ დარისა: მე჻ გარე჻ ვდეგ჻ და჻ მეფემან჻ შევლო჻ ფარდაგი჻ კარისა: ვერას჻ ვხედევდი჻ ოდენ჻ ჴმა჻ მესმოდა჻ საუბარისა: ასმათს჻ უბრძანა჻ გამოხმა჻ დურაჯთა჻ ამირბარისა:

404. ასმათ჻ ფარდაგსა჻ აზიდნა჻ გარეთ჻ ვდეგ჻ მოფარდაგულსა: ქალსა჻ შევხედენ჻ ლახვარი჻ მეცა჻ ცნობასა჻ და჻ გულსა: მოვიდა჻ მივსცნე჻ დურაჯნი჻ მთხოვნა჻ ცეცხლითა჻ დაგულსა: ვაი჻ მას჻ აქათ჻ საჴმილსა჻ დავუწვავ჻ ნიადაგულსა:

405. ქალი჻ მოდგა჻ დურეჯთათუის჻ ტანად჻ სარო჻ ლამაზენი: მადლი჻ ჰკადრა჻ ჴელმწიფემან჻ სახლი჻ შენი჻ ააშენი: ჴელთა჻ მისცენ჻ წასახუმელად჻ ააყბედნა჻ ტკბილად჻ ენი: მადლი჻ მისცა჻ შემოქმედსა჻ ვინ჻ შენებრი჻ დააშენი:

406. აწ჻ წაჴდეს჻ იგი჻ ნათელნი჻ მზისაცა჻ მოწუნარენი: მისი჻ ვერ჻ გასძლო჻ ხსენება჻ დაბნდა჻ და჻ სულთქუნა჻ მწარენი: ყმა჻ და჻ ასმათი჻ ტიროდეს჻ ჴმას჻ სცემდეს჻ იგი჻ არენი: ჭმუნვით჻ თქუეს჻ მკლავნი჻ ცუდ჻ ქმნილნი჻ ვაი჻ გმირთა჻ მემუქარენი:

407. ასმათმან჻ წყალი჻ დაასხა჻ ცნობად჻ მოვიდა჻ ტარია: დიდხან჻ ვერა჻ თქუა჻ სევდამან჻ გული჻ შეუპყრა჻ დარია: დაჯდა჻ და჻ მწარეთ჻ სულთ჻ ითქუნა჻ ცრემლი჻ მიწასა჻ გარია: თქუა჻ ჩემგან჻ მისი჻ ხსენება჻ ვაიმე჻ რა჻ დიდი჻ ზარია:

408. იმდონი჻ საწუთროსანი჻ მისთა჻ ნივთთაგან჻ რჩებიან: იშვებენ჻ მაგრა჻ უმუხთლოდ჻ ბოლოდ჻ ვერ჻ მოურჩებიან: ვაქებ჻ ჭკუასა჻ ბრძენთასა჻ რომელნი჻ ეურჩებიან: ისმენდი჻ ჩემთა჻ ამბავთა჻ თუ჻ სულნი჻ შეღამრჩებიან:

409. დურაჯნი჻ მივსცენ჻ გავიღე჻ სხვა჻ ვერა჻ გზაღა჻ თავისა: დავეცი჻ დავბნდი჻ წამიჴდა჻ ძალი჻ მკლავთა჻ და჻ მხარისა: რა჻ სულად჻ მოველ჻ შემესმა჻ ჴმა჻ ტირილისა჻ და჻ ვისა: გარ჻ შემომრტყმოდა჻ ჯალაბნი჻ ვითა჻ ჩამსხდომნი჻ ნავისა:

410. შიგა჻ ვსწევ჻ დიდთა჻ დარბაზთა჻ ტურფითა჻ საგებელითა: ზედა჻ მტიროდეს჻ მეფენი჻ ცრემლითა჻ უშრობელითა: პირსა჻ იხოკდეს჻ ჴელითა჻ ღაწვისა჻ გამპობელითა: მუყრნი჻ მოასხნეს჻ სენითა჻ მიტყოდნენ჻ მეტად჻ ძნელითა:

411. მე჻ რა჻ მნახა჻ თუალახმული჻ მეფე჻ ყელსა჻ მომეხვია: ცრემლით჻ მითხრა჻ შვილო჻ შვილო჻ ცოცხალ჻ ხარ჻ ღა჻ სიტყვა჻ თქუია: მე჻ პასუხი჻ ვერა჻ უთხარ჻ ვითა჻ შმაგი჻ შევეჰკრთია: კულა჻ დავეცი჻ დაბნედილი჻ გულსა჻ სისხლი჻ გარდმეთხია:

412. სრულნი჻ მუყრნი჻ და჻ მულიმნი჻ მე჻ გარე჻ შემომცვიდიან: მათ჻ ჴელთა჻ ჰქონდა჻ მუსაფი჻ ყუელანი჻ იკითხვიდიან: მტერ჻ დაცემული჻ ვეგონე჻ არ჻ ვიცი჻ რას჻ ჩმახვიდიან: სამ჻ დღემდის჻ ვიყავ჻ უსულოდ჻ ცეცხლნი჻ უშრეტნი჻ მწვიდიან:

413. აქიმნიცა჻ იკუირვებდეს჻ ესე჻ სენი჻ რაგუარია: სამკურნალო჻ არა჻ სჭირს჻ რა჻ სევდა჻ რამე჻ შემოჰყრია: ზოგჯერ჻ შმაგად჻ წამოვიჭრი჻ სიტყუა჻ მცდარი჻ წამერია: დედოფალი჻ ზღვასა჻ შეიქს჻ მას჻ რომ჻ ცრემლი჻ დაუღვრია: