... (H-925), XVIII ს.

392. კვლაცა ეთქვა მართალია ეზომ ჩემი მონახსენი მე თვით წინა მოგეგებვი მესწრაფების ნახვა შენი მოვახსენე დია ღმერთო ბრძანება ვქენ მეცა თქუენი ტკბილად ვნახეთ ერთმანერთი ვიყვნეთ ვითა მამაძენი

393. მუნით წასული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა კვლავ მოციქულნი მოვიდეს სალამად არ დამრიდესა წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა შენსა ნახვასა მეფენი თქვეს მართლად ინატრიდესა

394. მითხრეს მეფე მოგახსენებს მეცა შენ კერძ ვიარები სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები მოციქულნი დავაყენენ ხარგა დავდგი არ მზირები მეტად ტკბილად უალერსე ერთგან დაწვნეს ვით მაყრები

395. კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების ერთი კაცი უკმორესწყდა მოდგა მალვით მეუბნების დიდი მაცო თქვენი ვალი ჩემგან ძნელად გარდიხდების გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქნების

396. მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი თქვენი მესმა საღალატო საცნობელად გამოვარდი მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი პირი ვარდი ყველასავე მოგახსენებ გამიგონე დამიწყნარდი

397. რომე ცუდად არ მოღორდე ისი კაცნი გღალატობენ ერთგან შენთვის დამალულნი სპანი შენთვის ასჯერ ათასობენ კვლავ სხვაგან გიდგს სამი ბევრი ასრე ფიცხლად მით გიჴმობენ აწვე თავსა არ ეწევი ფათერაკსა შეგასწრობენ

398. მეფე ცოტათ მოგეგებვის ვის მჭურეტნი ვერ გელევიან მალვით ჩაიცმენ აბჯარსა მიენდო მით გეთნევიან კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან რა ერთსა გცემდენ ათასნი ეგრეცა მოგერევიან

399. მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია რომე არ მოვკვდე შემოგზღო შენ ამას ინატრიდია აწ ამხანაგთა არ გიგრძნონ წადი მათთანა მიდია თუ დაგივიწყო უთუოდ მემცა ვარ განაკიდია

400. არვის გავენდევ სულდგმულსა დავმალე ვითა ჭორია რაცა იქნების იქნების ყოვლი თათბირი სწორია მაგრამ სპათაკენ გავგზავნე კაცი თუ გზაცა შორია შევსთვალე ფიცხლად წამოდით მოგრაგნეთ მთა და გორია

401. მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე რამაზს ჰკადრეთ მოგეგებვი მოდი მოვალ მეცა მალე ნახევარ დღე სხვა ვიარე ჭირსა თავი არ ვაკრძალე განგებაა დღესცა მამკლავს ქვემცა სადა დავიმალე

402. ქედსა რასმე გარდავადეგ მინდორს მტვერი დავინახე ვთქუი თუ მოვა რამაზ მეფე ჩემთვის უდგას თუცა მახე ჩემიც გაკვეთს ხორცსა მათსა ჴმალი ბასრი შუბი ვახე მაშინ უთხარ სპათა ჩემთა სახე დიდი დაუსახე

403. ვთქუი თუ ძმანო ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან მკლავთა თქუენთა სიმაგრენი ამისთვისცა რად დალბიან ვინცა მოკვდეს მეფეთათვის სულნი მათნი ზეცას რბიან აწ შევებნათ ხატაელთა ჴმალნი ცუდად რას გვაბიან

404. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ჴაფითა დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ ჯავშანითა ქაფითა რაზმი დავაწყევ მივმართე წაველ დიდითა სწრაფითა მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ჴმალმან დაფითა

405. მივეახლენით შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარცმულობა კაცი მოვიდა მამართვა მეფისა მოციქულობა ეთქვა თუ ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ ორგულობა აბჯრითა გნახეთ შეგქვნია აწ ამად გულნაკლულობა

406. შევთვალე თუ მეცა ვიცი რაცა ჩემთვის გაგიგია თქვენ რასაცა სთათბირობდით არ იქმნების არ იგია ბრძანეთ მოდით შემებენით ვითა წესი და რიგია მეცა თქვენთვის დასახოცლად ჴელი ჴმალსა დამიგია

407. რა მივიდა მოციქული კულავცა რადღა გამოგზავნეს კვამლი შექნეს ლაშქართათვის დამალული გაამჟღავნეს სამალავით გამოვიდეს თავნი ორგნით აქარავნეს შექნეს რაზმი მრავალკეცი თუცა ღმერთო ვერა მავნეს

408. შუბნი ვთხოვე ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად ერთსა წავსწვდი უტევანსა წავგრძელდი და წაველ გრძელად მათ ურიცხვთა რაზმი ეწყო წყნარად დგეს და აუშლელად

409. ახლოს მიველ შემომხედნეს შმაგიაო ესე სთქვესა მუნ მივმართე მკლავმაგარმან სად უფროსნი ჯარი დგესა კაცს შუბი ვკარ ცხენი დავეც მართ ორნივე მიჰჴდეს მზესა შუბი გატყდა ჴელი ჩავჰყავ ვაქებ ჴმალო ვინცა გლესა

410. შიგან ასრე გავერივე გნოლის ჯოგსა ვითა ქორი კაცი კაცსა შემოვსტყორცე ცხენკაცისა დავდგი გორი კაცი ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი ერთობ სრულად ამოვწყუიტე წინა კერძი რაზმი ორი

411. ერთობილნი მამეხვივნეს მგრგვლივ შეიქნა ომი დიდი ვკრი რასაცა ვერ დამიდგნის სისხლსა მჩქეფრად დარდმოვღვრიდი ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი სითაც ვიყვი გამექციან მათ შექნიან ჩემი რიდი