... (H-925), XVIII ს.

412. საღამო ჟამ დაიზახა ქედით მათმან დარაჯამან ნუღარა სდგათ წავედითო კვლა მოგუხედნა რისხვით ცამან მოვა მტვერი საშინელი შეგვაშინნა ამად ამან ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან ბევრმან სპამან

413. ჩვენი ლაშქარნი რომელნი წამომეტანნეს მე არა რა ეცნა წამოსულიყუნეს ღამე წამორთვით ეარა ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა იარა გამოჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა ბუკმან ხმა გააზეარა

414. იგი ნახეს გასაქცევლად გაემართნეს შევჰკივლენით ველნი ჩუენგან ნაომარნი ომითავე გარდავლენით რამაზ მეფე ჩამოვაგდე ერთმანერთსა გარდავლენით მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით არ მოვკვლენით

415. უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა დაუწყეს პყრობა ჩამოყრა შეშინებულთა ძლეულთა ძილისა მიხვდა ნაცვალი ძილმკრთალთა ღამეთეულთა ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა მართ ვითა სნეულთა

416. მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად ხელსა ხლმითა დავეკოდე წყლულად მაჩნდა არნაღებად ჩემნი სპანი მოვიდიან საჭურეტლად და ჩემად ქებად ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარნი ქებასაცა მოხსენებად

417. ერთსა კაცსა ეყოფოდეს დიდებანი რომე მჭირდეს ზოგთა შორით დამლოციან ზოგნი კოცნად გამიპირდეს რომელთაცა გავეზარდე დიდებულნი ამიტირდეს ჩემგან ხმლითა განაკვეთნი ნახეს მეტად გაუკვირდეს

418. გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი ალაფი ავაღებინე ერთობ სავსენი მოვიდეს თავიცა ვაალაღებინე სისხლთა მებრძოლთა ჩემთაასა მინდორი შევაღებინე არ ვბრძოლე კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე

419. რამაზს ვარქვი შემიგნია საქმე შენი სამუხთალე აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე სიმაგრეთა ნუ ამაგრებ ყველა ჴელთა მომათვალე თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე

420. რამაზ მითხრა აღარაა ამის მეტი ჩემი ღონე ერთი ჩემი დიდებული მომეც ზედა მაბატონე ციხოვანთა გაუგზავნო საუბარი გამიგონე ჴელთა მოგცემ ყუელაკასა გაღანამცა შენ გაქონე

421. მივეც ერთი დიდებული თანა სპანი წავატანენ ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყუანენ ჴელთა მამცეს სიმაგრენი ომი ასრე შევანანენ საჭურჭლენი სიმრავლითა რასმცა ვითა დავაგუანენ

422. მაშინღა შეველ ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვეს დაუმალავად ქვეყანა ჩავსხი უბრძანე იყვენით თქვენ უკრძალავად მზემან არ დაგუწუნეს იცოდით დაგყარენ გაუგვალავად

423. საჭურჭლენი გარდავნახენ თავის თავის კიდისკიდე უცხო ფერთა საჭურჭლეთა დავშურები თუ მოვსთვალვიდე ერთგან ვნახე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე თუმცა ნახენ სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე

424. ვერა შევიგენ რა იყო ანუ ნაქმარი რაულად ვისცა უჩუენი უკუირდის ღ~თისაგან თქვის საწაულად არცა ლარულად გებოდა მას ქსელი არ ორხაულად სიმტკიცე გვანდა ნაჭედსა ვთქუი ცეცხლთა შენართაულად

425. იგი საძღუნოდ მისად დავდევ ვისი შუქი მანათობდა მეფისათვის დავარჩივე საარმაღნოდ რაცა სჯობდა ჯორ აქლემი ათჯერ ასი ყველაკაი წვივმაგრობდა დატვირთული გავუგზავნე ამბავსაცა კარგსა სცნობდა

წიგნი ტარიელისი ოდეს გაიმარჯვა ხატაელთა ზედა

426. წიგნი დავსწერე მეფეო სვემცაა თქვენი სვიანად მე ხატაელთა მიმუხტლეს თუცა მათ ეცა ზიანად ჩემი ანბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად მეფე შევიპყარ მოგივალ მე ალაფიან ტყუიანად

427. რა ყველაი დავიურვე ხატაეთით გავემგზავრე წამოვიხვენ საჭურჭლენი სახელმწიფო დავიავრე ვერ მოვეყავ აქლემითა აზავრები ვააზავრე მოვირჭვენ და მოვივლინე რაცა მწადდა აგრე ვყავრე

428. ხატაეთისა ხელმწიფე მომყუანდა შეპყრობილია ჰინდოეთს მიველ მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია რა ქება მითხრა არ ითქმის ჩემგან სათქმელად წბილია ჴელი გამიხსნა შემამკრა მან სახვეველი ლბილია

429. დგანან ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა საუბრისა და ჭურეტისა ჩემისა მას მონდომილსა მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდაჴდომილსა მიალერსებდა მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა

430. მას ღამით ვსხედით ნადიმად მუნ ამოდ გავიხარენით დილასა ქალაქს შევედით მოედნით ავიყარენით მეფემან ბრძანა ლაშქარნი უხმენით შემოჯარენით დღეს ხატაველნი მიჩვენეთ ტყვენიცა შემომგვარენით