... (S-1727), 1837 წ.

391. ასმათ ლხინსა მიქადებდა: ჩავიარე შიგან ბაღი჻ მითხრა ეგრე წასვლისათჳს: ნუ გაჩნია გულსა დაღი჻ სიმძიმილთა ერდო დახში: სიხარულით კარი აღი჻ სირცხვილი აქვს საუბრისა: მერმე თავსა კრძალავს ლაღი჻

392. მე უთხარ დაო შენგან ვეჭვ: ამა გულისა წამალსა჻ ზენაარ სულთა ნუ გამყრი: ამბვითა მშრეტდი ამ ალსა჻ ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვეტ შენ ზედა ზედა მავალსა჻ თუ რას სცნობ ჩემთჳს არ ეჭვ: მე შენგან არ დანამალსა჻

393. შევჯე წამოველ მდიოდა: ნაკადი ცრემლთა მილისა჻ საწოლს შემოვე ჴელ ქმნილსა: ღონე არ მქონდა ძილისა჻ ბროლი და ლალი შევიქმენ: მე ულურჯესი ლილისა჻ ღამე მერჩია მეწადა: არ გათენება დილისა჻

394. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს: მათგან მოსულისა დრონია჻ სიტყვანი შემოეთვალნეს: ლაღნი და უკადრონია჻ არცა: რამ ჩვენ ვართ ჯაბანნი არ ციხე უმაგრონია჻ ვინ არის თქვენი ჴელმწიფე: ჩვენზედა რა პატრონია჻

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი პასუხად჻

395. მოეწერა რამაზ მეფე: წიგნს გიწერსა ტარიელსა჻ გამიკვირდა რა ეწერა: წიგნსა შენგან მონაწერსა჻ როგორა თუ მანდა გეხმე: ვინ პატრონობ ბევრსა ერსა჻ ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლავღა წიგნსა შენ მიერსა჻

396. უბრძანე წვევა ლაშქართა: გავგზავნე მარზაპანია჻ იგი ვარსკვლავთა ურიცხვი: მოკრბეს ინდოთა სპანია჻ შორით და ახლოთ ყველანი: მართ ჩემკენ მონასხრპანია჻ ერთობ ლაშქრითა აივსო: მინდორი კლდე კაპანია჻

397. ფიცხლა მოვიდეს არ ექნა: მათ შინა ხანდაზმულობა჻ აღლუმი ვნახე მეკეთა: ლაშქართა მოკაზმულობა჻ სიჩაუქე და სიკეთე: კეკლუცად დარაზმულობა჻ ტაიჭთა მათთა სიმალე: აბჯართა ხვარაზმულობა჻

398. ავმართე დროშა მეფისა: ალმითა წითელ შავითა჻ დილასა ვბრძანე გამართვა: ლაშქრითა უთვალავითა჻ თავსა ვტიროდი ვიტყოდი: ბედითა მეტად ავითა჻ მზე თუ არ ვნახო არ ვიცი: ვიარო ვითა და ვითა჻

399. შინა მიველ დაღრეჯილსა: გულსა სევდა მიიეფდა჻ თვალთა ვითამარგალიტი: ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა჻ ბედი ჩემი უბედური: ვთქვი ჯერთაცა ვერ გამეფდა჻ ჴელმან ვარდი რად იჴელთა: რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა჻

400. მონა შემოდგა მივეცი: საქმესა გაკვირვებულსა჻ ასმათის წიგნი მამართვა: მე მეტად შეჭირვებულსა჻ ეწერა გიჴმობს შენი მზე: შენ მისთჳს მოსურვებუსა჻ მოდი სჯობს მანდა ტირილსა: საქმესა ბედით ვებულსა჻

401. ვითა მმართებდა ეგზომი: რამცა ვით გავიხარეო჻ შეღამდა წაველ ბაღისა: მე კარი შევიარეო჻ სად ასმათ პირველ მენახა მუნვე ჩნდა მდგომიარეო჻ სიცილით მითხრა წამოვლე: მოგელის ლომსა მთვარეო჻ შემავლო სახლი ნაგები: კეკლუცად ბანის ბანითა჻ გამოჩნდა მთვარე ნათლითა: გარე შუქ მონავანითა჻ ფარდაგსა შიგან მჯდომარე: შესამოსლითა მწვანითა჻ საკვირველი და ღარიბი: უცხო პირად და ტანითა჻

402. შეველ წავდეგ ნოხთა პირსა: მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად჻ გულსა ბნელი განმინათლდა: ზედა ლხინი ადგა სვეტად჻ მას ბალიში შემოეგდო: მზისა შუქსა სჯობდა მეტად჻ ჩემგან პირსა იფარვიდა: აიხედის წამსა ჭვრეტად჻

403. უბრძანა თუ მოახსენე: ასმათ დაჯდეს ამილბარსა჻ მან ბალიში დამართებით: დადვა მას მზედ საქებარი჻ დავჯე მივეც ლხინი გულსა: საწუთროსა დამგმობარსა჻ მიკვირს სულნი რადღა მიდგან: ვიტყვი მისგან ნაუბარსა჻

404. მიბრძანა ძოღან გეწყინა: გაშვება უუბარისა჻ მზემან გაყრითა დაგაჭკნე: ვითა ყვავილი ბარისა჻ გაგსჯიდა დენა ცრემლისა: ნარგისთათ ნაგუბარისა჻ მაგრამ ხამს ჩემგან სირცხვილი: და რიდი ამილბარისა჻

405. თუმცა მართებს დედაკაცსა: მამაცისა დიდი კრძალვა჻ მაგრამ მეტი უარეა: არა თქმა და ჭირთა მალვა჻ მე თუ ზე პირ მიცინია: ქვე ქვე მითქვამს იდუმალ ვა჻ ძოღან ქალი გამოვგზავნე: ვქენ მართლისა შემოთვალვა჻

406. ერთმანერთისა მას აქათ: რაცა ორთავე ვიცითა჻ აწაც მიცოდი საშენოდ: მითვე პირითა მტკიცითა჻ ამას შევსჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა჻ გეცრუო ღ~თნ მიწა მქნას ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა჻

407. წა შეები ხატაელთა ილაშქრე და ინაპირე჻ ღ~თნ ქნას და გაგემარჯვდეს მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე჻ მაგრა რა ვჰქნა კვლაცა ნახვა: მამხვდებოდეს შენი ვირე჻ გული მამეც გაუყრელად: ჩემი შენთჳს დაიჭირე჻

408. აწ რასაცა მე მაღირსებ: ჴორციელი არვინ ღირსა჻ მოწყალება იჩქითია: ღ~თისა ამად არა მკვირსა჻ შენთა შუქთა შემომადგამ: ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა჻ შენი ვიყო სადამდისცა: დამიყოფდეს მიწა პირსა჻

409. ზედან წიგნსა საფიცარსა: შევფიცე და შემომფიცა჻ მისგან ჩემი სიყვარული: ამით უფრო დაამტკიცა჻ უშენოსა მოწონება: ვისიცაო გულსა მიცა჻ ღ~თი მამკლავს ამას იქით: თავსა ვეტყვი ამას ვსწვრთიცა჻