... (Q-296), XVIII ს.

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი

395. მოეწერა რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა გამიკვირდა რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა რაგვარა თუ მანდა გეხმე ვინ ჰპატრონობს ბევრსა ერსა ამის მეტსა ნუღა ვნახავ კვლავღა წიგნსა შენ მიერსა

396. უბრძანე წვევა ლაშქართა გავგზავნე მარზაპანია იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრფეს იჰნდოთა სპანია შორით და ახლოს ყუელანი მართ ჩემკენ მონასხპონია ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი კლდე კაპნია

397. ფიცხლავ მოვიდეს არ ექმნა მათ შინა ხან დაზმულობა აღმული ვნახე მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა სიჩაუქე და სიკეთე კეკლუცად დარაზმულობა ტაიჭთა მათთა სიკეთე აბჯრისა ხვარაზმულობა

398. ავმართე დროშა მეფისა ალმითა წითელ შავითა დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა თავსა ვტიროდი ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა მზე თუ არ ვნახო არ ვიცი ვიარო ვითა და ვითა

399. შინა მიველ დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა თვალთა ვითა საგუბარი ცხელი ცრემლი გარდმომჩქეფდა ბედი ჩემი უბედური ვთქუი ჯერთაც ვერ გამეფდა ხელმან ვარდი რად იხელთა რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა

400. მონა შემოდგა მივეცი საქმესა გაკვირვებულსა ასმათის წიგნი მომართვა მე მეტად შეჭირვებულსა ეწერა გიხმობს შენი მზე შენ მისთვის მოსურვებულსა მოდი სჯობს მანდა ტირილსა საქმესა ბედით ვებულსა

401. ვითა მართებდა ეგ ზომი რამცა ვით გავიხარეო შეღამდა წაველ ბაღისა მე კარი შევიარეო სად ასმათ პირველ მენახა მუნვე ჩნდა მდგომიარეო სიცილით მითხრა წამოველ მოგელის ლომსა მთვარეო

402. შემოვლო სახლი ნაგები კეკლუცად ბანის ბანითა გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ მონავანითა ფარდაგსა შინა მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა საკრძალავი და ღარიბი უცხო პირით და ტანითა

403. შევე წავდეგ ნოხთა პირსა მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად გულსა ბნელი განმინათლდა ზედა ლხინი ადგა სვეტად მას ბალიში შემოეგდო მზისა შუქსა სჯობდა მეტად ჩემგან პირსა იფარვიდა აიხედნის წამის ჭვრეტად

404. უბრძანა თუ მოახსენე ასმათ დაჯდეს ამირბარსა მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა დავჯე მივეც გულსა ლხინი საწუთროსა დამგმობარსა მიკვირს სულნი რადღა მიდგან ვიტყვი მისგან ნაუბარსა

405. მიბრძანა ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა მზემან გაყრითა დაგაჭნე ვითა ყვავილი ბარისა დაგსჯიდა დენა ცრემლისა ნარგისთათ ნაგუბარისა მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა

406. თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა მაგრა მეტად უარეა არათქმა და ჭირთა მალვა მე თუ ზეპირ მიცინია ქვექვე მითქვამს იდუმალ ვა ძოღან ქალი გამოვგზავნე ვქმენ მართლისა შემოთვალვა

407. ერთმანერთისა მას აქათ რაცა ორთავე ვიცითა აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა ამას შესჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა გეცრუო ღმერთმან მიწა მქმნას ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა

408. წა შეები ხატაელთა ილაშქრე და ინაპირე ღმერთმან ქმნას და გაგიმარჯვდეს მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე მაგრა რა ვქმნა კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე გული მომეც გაუყრელად ჩემი შენთვის დაიჭირე

409. აწ რასაცა მე მაღირსებ ჴორციელი არა ღირსა მოწყალება იჩქითია ღმრთისა ამად არა მკვირსა შენთა შუქთა შემომადგა ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა შენი ვიყო სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა

410. ზედა წიგნსა საფიცარსა შევჰფიცე და შემომფიცა მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა ღმერთი მამკლავს ამას იქით თავსა ვეტყვი ამას ვწვრთიცა

411. დავყავ ხანი მას წინაშე სიტყვანიცა ტკბილნი ვჰთქვენით ვჭამეთ ამო ხილი რამე ერთმანეთსა ვეუბნებით მერე ავდეგ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით

412. მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ ბალახშ მინისა მე გამიახლდა სოფელი მქონდა სიმრავლე ლხინისა ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერი მზედ ნაჩინისა აწ მიყვარს მისი გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა

413. დილასა შევჯე უბრძანე ჰკარით ბუკსა და ნობასა სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხმელად მზობასა ლომან მივმართე ხატაეთს ვერვინ მიძრახავს მჴრდლობასა უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი არ გაივლიდეს გზობასა