..., 1860 წ.

393. წიგნი წიგნსა ეცემოდა. დედოფალი ოდეს შობდა მოციქული მოციქულსა. ინდოეთი სრულად სცნობდა მზე და მთვარე გასცხრებოდა. სიხარულით ცა ნათობდა და ყოველი არსთ შემოყრილი. მხიარული თამაშობდა.

394. ასმათ შენცა ხარ მოწამე. ჩემისა ფერ მიხდილისა მზესა მე ვჯობდი შვენებით. ვით ბინდსა ჟამი დილისა იტყოდენ ჩემნი მნახავნი. მსგავსია ედემს ზრდილისა და აწ მაშინდლისა ჩემისა. სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.

395. მე ხუთისა წლისა ვიყავ. დაორსულდა დედოფალი ესე რა თქვა ყმამან სულთქვნა. ცრემლით ბრძანა შობა ქალი დაბნედასა მიეწურვა. ასმათ ასხა გულსა წყალი და თქვა მაშინვე გვანდა მზესა. აწ მედების ვისგან ალი.

396. ქება არ ითქმის ენითა. აწ ჩემგან ნაუბარითა ფარსადან დაჯდა ხარებად. ზეიმითა და ზარითა ყოვლგნით მოვიდნენ მეფენი. ნიჭითა მრავალ გვარითა და საჭურჭლე გახსნეს აავსეს. ლაშქარი საბოძვარითა.

397. საშობელი გაიყარა. ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა მართ მაშინვე გვანდა იგი. მზისა შუქთა ნაათალსა უყვარდით და სწორად უჩნდით. მეფესა და დედოფალსა და აწ ვახსენებ ვისგან ჩემი. დაუდაგავს გული ალსა.

398. ყმა დაბნდა რა სახელისა. ხსენებას მიიწურა ავთანდილსაც აეტირა. ცეცხლმან მისმან გულსა მურა ქალმან სულად მოიყვანა. გულსა წყლული დააპკურა და თქვა ისმენდი მაგრამ ჩემი. სიკვდილია დღეს დასტურა.

399. მას ქალსა ნესტან დარეჯან. იყო სახელად ჴმობილი შვიდის წლისა შეიქნა. ქალი წყნარი და ცნობილი მთვარის მსგავსი შვევებით. მზისაგან ვერ შეფლობილი მისსა ვით გასძლებს გაყრასა. გული ალმასი წთობილი.

400. იგი ასრე მოიწიფა. მე შემეძლო შესვლა ომსა მეფე ქალსა თვით ხედევდა. მეფობის ქნისა მწთომსა მასავე ჴელთა მიმცეს. რა შევიქენ ამა ზომსა და ვბურთობდი და ვნადირობდი. ვით კატასა ვხოცდი ლომსა.

401. მეფემან სახლი ააგო. შიგან სამყოფი ქალისა ქვად ფაზარი სხდა კუბოსა. დგას იაგუნდის ლალისა კარზედ ბახჩა და საბანლად. სარაჯი ვარდის წყალისა და მუნ იყვის მედების. ვისგან სახმილი ალისა.

402. დღე და ღამე მუჯამრითა. ეკმეოდის ალვა თლილთა ზოგჯერ კოშკს ჯდის ზოგჯერ ბახჩას. ჩამოვიდის რა დგის ჩრდილი დავარ იყო და მეფისა. ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი და მას სიბრძნისა სასწაულად. თვით მეფემან მისცა შვილი.

403. სრა ედგა მოფარდაგული. ოქსინოთა და შარდითა ვერვინ ნახევდის შეიქნა. პირითა მინა ვარდითა ასმათ და ორნი ხადუმნი ყვანდა. იმღერდის ნარდითა და მუნ იზრდებოდის ტანითა გაბაონს განაზარდითა.

404. თხუთმეტისა წლისა ვიყავ. მეფე მზრდიდა ვითა შვილსა დღისით ვიყავ მას წინაშე. გამიშვებდის არცა ძილსა ძალად ლომსა თვალად მზესა. ტანად გვანდა ედემს ზრდილსა და ბურთაობ და ასპარეზსა. აქებდიან ჩემგან ქნილსა.

405. რა მინდორს შევჯდი დგრიალი. ჴმა იყვის ბუკთა ცემისა თანამყვის სპისა სიმრავლე. მსგავსი ფუტკართა რემისა ჭვრეტად ქალ ყმანი დაჯრილნი. დგის თემისა და თემისა და ვინც მნახიხის ეყვის ერთ წლამდინ. კვეხნა ნახვისა ჩემისა.

406. მოსრნის მხეცნი და ნადირნი. ისარმან ჩემგან სრულმან მერმე ვიბურთი მეიდანს. მინდორით შემოქცეულმან შევიდი შევქნი ზეიმი. ნიადაგ ლხინთა ჩვეულმან და აწ საწუთოსა გამყარა. პირმან ბროლ ბალახ შეულმან.

407. მამა მომიკვდა მოვიდა. დღე სიკვდილისისა მისისა ქნა გაუცუდდა ფარსადანს. ნიშტისა გარე ნიშისა მათ გაეხარნეს ვის ზარნი. დალევდის მისგან შიშისა და ერთგულთა შექნეს ვაება. მტერთა ჴსენება იშისა.

408. მე წელიწადი ბნელსა ვჯე. საწუთრო გამწარებული დღისით და ღამით ვაებდი. ვერვისგან სულ დაღებული გყვანდა ხასნი და მოვიდნენ. მითხრეს მეფისა მცნებული ებრძანა შვილო ტარიელ. ნუ ხარ შავითა ღებული.

409. ჩვენ უფრო გვტკივის იგი ვინ. დაგვაკლდა სწორად თავისა ასი ებოძა საჭურჭლე. ახდა ებრძანა შავისა ბოძება მისეულისა. სრულისა სიკარგავისა და შენ გქონდეს ამირბარობა. ქნა მისვე საურავისა.

410. ავენთი დამწვეს მამისა. სახმილთა დაუშრეტელთა უკუნით გამომიყვანეს. ხასთა მათ წინა მდგომელთა გამოსვლისათვის ზეიმი. შექნენ ინდოელთ მფლობელთა და შორს მომეგებნეს მაკოცეს. პატივით ვითა მშობელთა.

411. თვალთა ჩემთა ცხელი ცრემლი. აწინდლისა უფრო დიან წლისა ჭამა გარდვიხადე. სიმძიმარსა მითხრობდიან ასრე გავხდი ჩემი ჯარი. არ დარჩების იტყოდიან და ზოგნი ტირან მამისათვის. ზოგნი ჩემთვის ტიროდიან.

412. მათ საჯდომთა ახლო დამსვეს. პატივი მცემდეს ძისა დარად მის ჴელისა საურავი. მათ ორთავე მითხრეს წყნარად ურჩ ვექმენ და მისეულად. წესთა ქცევა მიჩნდა ზარად და არ მომეშვნეს დავმორჩილდი. თაყვანი ვეც ამირბარად.