... (H-740), XVIII ს.

503. სისხლმან: და: ცრემლმან: გარევით: ღაწვი: ქნის: ღარად: და: ღარად: იტყუის: მზე: ჩემგან: თავისა: კმა: დასადებლად: აღარად: მიკუირს: თუ: გული: ალმასი: შავმან: წამწამან: დაღარად: ვირემ: ვნახვიდე: სოფელო: მინდი: სალხინოდ: აღარად:

504. ვინ: გუშინ: ედემს: ნაზარდი: ალვა: მრგო: მორწყო: მახია: [......]საწუთრომან: ლახუარსა: მიმცა: დამხია: მახია: დღეს: გული: ცეცხლსა: უვსებსა: დაბმითა: დამაბა: მახია: ახლად: ვსცან: საქმე: სოფლისა: ზღაპარია: და: ჩმახია:

505. ამას: მოსთქუამს: ცრემლთა: აფრქუევს: ათრთოლებსდა: აწანწკარებს: გულ: ამოსკუნით: ოხრავს: სულთქმით: მიხრის: ტანსა: მიაწარებს: საყუარლისა: სიყუარულსა: მოშორვება: გაამწარებს: ვაი: საწუთრო: ბოლოდ: თავსა: ასუდარებს: აზეწარებს:

506. ყმა: მივიდა: საწოლს: დაჯდა: ზოგჯერ: ტირს: და: ზოგჯერ: ბნდების: მაგრა: ახლავს: გონებითა: საყუარელსა: არ: მოსწყდების: ვით: მწვანვილსა: თრთვილისაგან: პირსა: ფერი: მოაკლდების: ხედავ: ვარდსა: უმზეობა: რაგვარ: ადრე: დააჩნდების:

507. საწოლს: მჯდომმან: პირსა: ცემით: ბროლი: ბღუჯოს: ვარდი: კონოს: გულსა: იდებს: იტყუის: კაცმან: ლხინი: ჭირსა: შეაწონოს: ლხინმან: სძლიოს: გაძლება: ჴამს: ჭირნი: სთმოს: და: ჟამთა: მონოს: ვინ: ქონება: არ: იმადლოს: მას: ღ~თნ: სხვა: რა: აქონოს:

508. გული: კრულია: კაცისა: ხარბი: და: გაუძღომელი: გული: ჟამ: ჟამად: ყოველთა: ჭირთა: მთმო: ლხინთა: მდომელი: გული: ბრმა: ურჩი: ხედვისა: თვით: ვერათ: ვერ: გამძღომელი: ვერცა: ჰპატრონობს: სიკუდილი: ვერცა: პატრონი: რომელი:

509. რა: გულსა: უთხრა: გულისა: სიტყუანი: საგულისონი: მან: მარგალიტნი: მოიხუნა: მის: მზისა: სამეყუისონი: მის: მზისა: მკლავთა: ნაბამნი: მათ: კბილთა: სამეყუისონი: პირსა: დაიდვა: აკოცა: ცრემლი: სდის: ვითა: ბისონი:

510. რა: გათენდა: კაცი: მოვა: მომკითხავი: დარბაზს: მჴმობი: ყმა: წავიდა: ლაღი: ნაზი: ნაღვიძები: ძილ: ნაკრთობი: ერთმან: ერთსა: ეჯარვიან: დგას: მჭურეტელთა: ჯარი: მსწრობი: მეფე: მინდორს: მოვიდოდა: მოეკაზმა: დაბდაბ: ნობი:

511. მეფე: შეჯდა: მაშინდელი: ზარი: აწმცა: ვით: ითქმოდა: ქოს: დაბდაბთა: ცემისაგან: ყურთა: სიტყუა: არ: ისმოდა: მზესა: ქორნი: აბნელებდეს: ძაღლთა: რბოლა: მიდა: მოდა: მას: დღე: მათგან: დანაღვარი: სისხლი: ველთა: მოესხმოდა:

512. ინადირეს: შემოიქცეს: მხიარულნი: მინდორს: რულნი: შეიტანნეს: დიდებულნი: თავადნი: და: სპანი: სრულნი: დაჯდა: დახუდეს: მოკაზმულნი: საჯდომნი: და: სრანი: სრულნი: ჴმასა: სცემდეს: ჩანგ: ჩაღანა: მომღერალნი: იყუნეს: სრულნი:

513. ყმა: ახლოს: უჯდა: მეფესა: ჰკითხევდა: ეუბნებოდა: ბაგეთათ: გასჭვირს: ბროლ: ლალი: მათ: კბილთა: ელვა: ჰკრთებოდა: ახლოს: სხდეს: ღირსნი: ისმენდეს: შორს: ჯარი: დაიჯრებოდა: უტარიელო: ხსენება: არვისგან: იკადრებოდა:

514. ყმამან: რაცა: არვის: უთხრის: კითხვად: ვინმცა: გამოჰპირდა: მართალა: თუ: საუბარსა: აძვირებდა: ძვირად: ღირდა: სმა: გარდაჴდა: გაიყარნეს: ყმა: წავიდა: მიცა: სჭირდა: ვეღარ: გასძლო: გული: მისი: აუჩუქდა: აუტირდა:

515. თქუა: ამა: ჟამსა: წუხელის: მე: დილა: გამთენებოდა: მუნ: ვიყავ: სადა: სამყაროს: ღაწუთაგან: ელვა: ჰკრთებოდა: აწ: სიშორისა: მომლოდნე: გულიმცა: მისთვის: კუდებოდა: მზემან: რა: მისცა: სინათლე: თუ: მთვარე: გაეყრებოდა:

516. ყმა: მივიდა: გულ: მოკლული: ცრემლი: ველთა: მოედინა: მართ: მისივე: სიყუარული: უარებდის: თვალთა: წინა: ზოჯერ: ადგის: ზოგჯერ: დაწვის: ხელსა: რადმცა: დაეძინა: კულაცა: აჯა: დათმობისა: გულმან: ვისმცა: მოუსმინა:

517. წევს: იტყუის: გულსა: სალხინო: რამცაღა: დაუსახეო: მოგშორდი: ედემს: ნაზარდო: ტანო: ლერწამო: და: ხეო: შენთა: მჭურეტელთა: ნიშატო: ვერ: მჭურეტთა: სავაგლახეო: ცხადად: ნახვასა: არ: ღირსვარ: ბარემცა: სიზმრივ: გნახეო:

518. ამას: მოსთქუემდის: ტირილით: ცრემლისა: დასაღვაროთა: კულა: გულსა: ეტყუის: დათმობა: გვანდეს: სიბრძნისა: წყაროთა: არ: დავსთმო: რავქნათ: სევდასა: მითხარ: რა: მოუგვაროთა: თუ: ლხინი: გვინდა: ღ~თისაგან: ჭირიცა: შევიწყნაროთა:

519. კულა: იტყუის: გულო: რასდენსა: გაქუს: სიკუდილისა: წადება: [...............................................................................................................] [.............................................................................................................] [...............................................................................................................]

520. ვითამც: რამე: სიხარული: საქმე: მითხარ: ვითა: ღადრად: მაგისმეტი: რავინ: მიყოს: თუ: არ: მომკლავს: მუხთლად: ადრად: შმაგო: ენა: ვით: იჴმარე: შენ: მაგისად: ჩემად: კადრად: აგრე: შმაგი: არ: ვაზირად: არად: ვარგხარ: არცა: სხვადრად:

521. რამანც: კაცმან: პატრონისა: საწყინარსა: არდარიდნეს: ოდენ: სიტყუა: უმეცარი: უმეცრულად: დაიყბედნეს: მე: მაგისად: მოსმენამდის: რად: არ: ყურნი: შემეჭედნეს: შენ: თუ: მოგკლა: სისხლნი: შენნი: ჩემან: ქედმან: მიიქედნეს:

522. კულა: უბრძანა: თუმცა: მისგან: აწ: არ: იყავ: მოგზავნილი: თავმან: ჩემმან: თავსა: მოკუეთ: არად: უნდა: ამას: ცილი: წა: უკუდეგ: ავი: შმაგი: უმეცარი: შლეგი: წბილი: შაბაშ: სიტყუა: შაბაშ: კაცი: შაბაშ: საქმე: მისგან: ქნილი: