... (H-740), XVIII ს.

387. მერმე: მითხრა: მოგახსენებ: ესე: რადმცა: დაგიმალე: მაგრა: ვითა: გაგახარნე: შენცა: აგრე: შემიწყალე: ნუ: მაცოცხლებ: ნუ: დამარჩენ: შემიხვეწე: შემიბრალე: დამხსენ: ჩემსა: საწუთროსა: ღ~თსა: შენსა: მიავალე:

388. მიამბო: ოდეს: სასიძო: მოჰკალ: და: ჴმა: დაგივარდა: მეფესა: ესმა: აიჭრა: მართ: მისგან: გასატკივარდა: შენ: დაგიზახნა: მიჴმეთო: ჴმა: მაღლად: გაჴმა: ყივარდა: მოგნახეს: შინა: ვერ: გპოვეს: მით: მეფე: გამომჩივარდა:

389. ჰკადრეს: აქა: აღარ: არის: კარნი: სადმე: გაუვლიან: მეფე: ბრძანებს: ვიცი: ვიცი: მეტად: კარგად: შემიგიან: მას: უყუარდა: ქალი: ჩემი: სისხლნი: ველთა: მოუღურიან: რა: ნახიან: ერთმან: ერთი: არ: შეხედვა: ვერ: დათმიან:

390. აწ: თავმან: ჩემმან: მას: მოვჰკლავ: ჩემად: დად: ვინცა: მადესა: მე: ღ~თისა: უთხარ: დაუბამს: მას: ეშმაკისა: ბადესა: მათ: ბოზ: კუროთა: ასეთი: რა: მისცეს: რა: უქადესა: თუ: დავარჩინო: ღ~თი: ვგმო: მისად: პატიჟად: მზადესა:

391. მის: მეფისა: წესი: იყუის: თავი: მისი: ძვირად: ფიცის: თუ: ფიცის: და: არ: გატეხის: მასვე: წამსა: დაამტკიცის: ესე: წყრომა: მეფისაგან: ვისცა: ესმა: ვინცა: იცის: მან: უამბო: დავარ: ქაჯსა: ვინ: გრძნობითა: ცაცა: იცის:

392. დავარ: დასა: მეფისასა: უთხრა: ვინმე: ღ~თისა: მტერმან: თავი: ფიცა: ძმამან: შენმა: არ: დაგარჩენს: იცის: ერმან: მან: აგრე: თქუა: უბრალო: ვარ: იცის: ღ~თნ: სახიერმან: ვისგან: მოვკუდე: ვისთვის: მოვკუდე: მიიხვედროს: იგი: ვერმან:

393. პატრონი: ჩემი: აგრევე: იყო: წამოხვე: შენ: ოდეს: შენეულნივე: რიდენი: ებურნეს: ტურფად: შვენოდეს: დავარ: მოსთქმიდა: სიტყუათა: რომელნი: არა: მსენოდეს: ბოზო: შენ: ბოზო: რად: მომკალ: ვეჭუ: შენცა: არა: გლხენოდეს:

394. როსკიპო: ბოზო: დიაცო: საქმრო: რად: მოაკლევინე: ანუ: სისხლითა: მისითა: ჩემი: რად: მოაზღვევინე: არ: ცუდად: მამკლავს: ძმა: ჩემი: რა: გიყავ: რა: გაქნევინე: აწ: ღ~თსა: უნდეს: ვერ: მიხუდე: ვის: ესე: დააშლევინე:

395. ჴელი: მიჰყო: წამოზიდნა: თმანი: გრძელნი: დაუფუშნა: დაალება: დაალურჯა: მედგრად: პირნი: მოიქუშნა: მან: პასუხი: ვერა: გასცა: ოდენ: სულთქნა: ოდენ: უშნა: ქალმან: შავმან: ვერა: არგო: ვერცა: წყლული: დაუშუშნა:

396. რა: დავარ: გაძღა: ცემითა: მისითა: დალურჯებითა: წამოდგეს: ორნი: მონანი: პირითა: მით: ქაჯებითა: მათ: კიდობანი: მოჰქონდა: ეუბნეს: არ: აჯებითა: მაშიგა: ჩასვეს: იგი: მზე: ჰგავს: იქნა: დარაჯებითა:

397. მან: უთხრა: წადით: დაჰკარგეთ: მუნ: სადა: ზღვისა: ჭიპია: წმინდისა: წყლისა: ვერ: ნახოს: მყინვარე: ვერცა: ლიპია: მათ: გაეხარნეს: ჴმა: მაღლა: იყივლეს: იპი: იპია: ესე: ვნახე: და: არ: მოვჰკუე: არა: მგავს: არცა: სიპია:

398. ზღვითკე: გაარნეს: სარკუმელნი: მაშინვე: გაუჩინარდა: დავარ: თქუა: მქნელი: ამისი: ვინ: არ: დამქოლოს: ვინარდა: ვირე: მამკულიდეს: მოვკუდები: სიცოცხლე: გასაწყინარდა: დანა: დაიცა: მოცაკუდა: დაეცა: გასისხლ: მდინარდა:

399. რად: არ: მიკუირვებ: ცოცხალსა: მე: ლახვარ: დაუსობელსა: აწ: იგი: მიყავ: რა: მმართებს: ამისსა: მახარობელსა: ზენაარ: დამხსენ: სიცოცხლე: სულთა: დგმა: დაუთმობელსა: საბრალოდ: ცრემლსა: ადენდა: უკლებსა: დაუშრობელსა:

400. მე: უთხარ: დაო: რად: მოგკლა: ანუ: რა: შენი: ბრალია: რავმცა: ვქენ: ნაცულად: თვით: რომე: მისი: ჩემზედა: ვალია: აწ: თავსა: მისად: საძებრად: მივსცემ: კლდეთა: და: წყალია სრულად: გავქუავდი: შემექმნა: გული: მართ: ვითა: სალია:

401. მეტმან: ზარმან: გამაშმაგა: მომივიდა: ცხრო: და: თრთოლა: გულსა: უთხარ: ნუ: მოჰკუდები: არას: გარგებს: ცუდად: წოლა: გიჯობს: გაჭრად: ძებნად: მისად: გავარდნა: და: ველთა: რბოლა: აჰა: ჟამი: ვისცა: გინდა: ჩემი: თანა: წამოყოლა:

402. შევე: ფიცხლად: შევეკაზმე: ცხენსა: შევჯე: შეკაზმული: ას: სამოცი: კარგი: მოყმე: ჩემსა: თანა: ხანდაზმული: გამომყუა: და: წამოვედით: კართა: გარე: დარაზმული: ზღვის: პირს: მიველ: ნავი: დამხუდა: მენავემან: მნახა: ზმული:

403. ნავსა: ჩავჯე: ზღვასა: შევე: ზღვასა: შიგან: გავალაგდი: არსით: ნავი: მომავალი: უნახავად: არ: დავაგდი: მოველოდი: არა: მესმა: შმაგი: უფრო: გავეშმაგდი: რომე: სრულად: მომიძულვა: ღ~თსა: თურე: ასრე: ვძაგდი:

404. რომე: დავყავ: წელიწადი: თვე: თორმეტი: გამეოცა: მაგრა: მისი: მნახავიცა: სიზმრივ: კაცი: არ: მეოცა: თანა: მყოლნი: ყუელაკაი: ამომიწყდა: დამეჴოცა: ვთქუი: თუ: ღ~თსა: ვერას: ვკადრებ: რაცა: სწადდეს: აგრე: ვყოცა:

405. ზღვა: ზღვა: ცურვა: მამეწყინა: მით: გამოვე: ზღვისა: პირსა: გული: სრულად: გამიმჴეცდა: არ: უსმენდი: არც: ვაზირსა: ყუელაკაი: დამეფანტა: დარჩომოდეს: რაცა: ჭირსა: კაცსა: ღ~თი: არ: გასწირავს: სოფლისაგან: განაწირსა:

406. ერთიღა: ესე: ასმათი: და: დამრჩეს: ორნი: მონანი: ჩემნი: გულისა: მდებელნი: და: ჩემნი: შემაგონანი: მისნი: ვერა: ვცნენ: ამბავნი: ვერცა: დრამისა: წონანი: ტირილი: მიჩნდის: ლხინად: და: მდინდიან: ცრემლთა: ფონანი: