... (H-740), XVIII ს.

637. მივიდოდა: მიუბნობდა: ყმა: მტირალი: ფერ: შეცულილი: ქედსა: რასმე: გარდაადგა: ველი: აჩნდა: მზიან: ჩრდილი: ნახა: შავი: შამბთა: პირსა: დგა: სადავე: უკუყრილი: თქუა: უცილოდ: იგიაო: არა: უნდა: ამას: ცილი:

638. რა: შეხედნა: ყმასა: გულმან: გაუფეთქნა: გაუნათლდა: აქა: ლხინი: დაღრეჯილსა: უათასდა: არ: უათდა: ვარდმან: ფერი: გაანათლა: ბროლი: ბროლდა: სათი: სათდა: ვით: გრიგალმან: ჩაირბინა: არმოსცალდა: ჭურეტად: მათდა:

639. რა: ტარიელ: დაინახა: გაღანამცა: დაეღრიჯა: ახლოს: მყოფი: სიკუდილისა: ჯდა: და: პირი: დაებღნიჯა: საყელონი: გარდეხივნეს: თავი: სრულად: გაეგლიჯა: მას: აღარა: შეესმოდა: სოფლით: გაღმა: გაებიჯა:

640. ერთკე: უც: ლომი: მოკლული: და: ჴმალი: სისხლმოცხებული: კულა: სხვაგან: ვეფხი: უსულო: მკუდარი: ქუე: დანერცხებული: მას: წყაროსაებრ: თვალთაგან: ცრემლი: სდის: გაფიცხებული: მუნ: ეგრე: გულსა: უნთებდა: ცეცხლი: მცხინვარე: ცხებული:

641. თვალთა: ახუმაცა: ზარ: ედვა: სრულად: მიჰჴდოდა: ცნობასა: მიახლებოდა: სიკუდილსა: მოშორვებოდა: თმობასა: ყმა: სახელდებით: უყივის: ლამის: სიტყუითა: კრთობასა: ვეღარ: ასმინა: გარდიჭრა: ძმა: გამოაჩენს: ძმობასა:

642. ჴელითა: ცრემლსა: უწურავს: თვალთა: ავლებდა: საჴელსა: ახლოს: უზის: და: უზახის: მართ: სახელდობით: სახელსა: ეტყუის: ვერ: მიცნობ: ავთანდილს: შენთვის: გაჭრილსა: და: ხელსა: მას: არა: დია: შეესმის: რეტსა: თვალ: დაუფახელსა:

643. ესე: ყუელაი: ასრეა: რაცა: აწ: ჩემგან: თხრობილა: ცრემლნი: მოსწურნა: თვალთაგან: ცოტადრე: მოაცნობილა: მაშინღა: იცნა: აკოცა: მოეჭდო: მოეძმობილა: ვიმოწმებ: ღ~თსა: ცხოველსა: მათებრი: არა: შობილა:

644. უთხრა: ძმაო: არ: გიტყუე: გიყავ: რაცა: შემოგფიცე: გნახე: სულთა: გაუყრელმან: ფიცი: ასრე: დავამტკიცე: აწ: დამეხსენ: სიკუდილამდის: ვიტირო: და: თავსა: ვიცე: მაგრა: გვედრებ: დამარხვასა: მჴეცთა: საჭმლად: არა: მიმცე:

645. ყმამან: უთხრა: რაშიგან: ხარ: შენ: საქმესა: რად: იქ: ავსა: ვინ: მიჯნური: არ: ყოფილა: ვის: საჴმილი: არა: სწვავსა: ვის: უქნია: შენი: მგზავსი: სხვასა: კაცთა: ნათესავსა: რად: სატანასა: წაუღიხარ: რად: მოიკლავ: ნებით: თავსა:

646. თუ: ბრძენი: ხარ: ყოვლნი: ბრძენნი: აპირებენ: ამა: პირსა: ჴამს: მამაცი: მამაცური: სჯობს: რაზომცა: ნელად: ტირსა: ჭირსა: შიგან: გამაგრება: ასრე: უნდა: ვით: ქუითკირსა: თავისისა: ცნობისაგან: ჩავარდების: კაცი: ჭირსა:

647. ბრძენი: ხარ: და: გამორჩევა: არა: იცი: ბრძენთა: თქმულებ: მინდორს: სტირ: და: მჴეცთა: ახლავ: რას: წადილსა: აღისრულებ: ვისთვის: კუდები: ვერ: მიხუდები: თუ: სოფელსა: მოიძულებ: თავსა: მრთელსა: რად: შეიკრავ: წყლულსა: ახლად: რად: იწყლულებ:

648. ვინ: არ: ყოფილა: მიჯნური: ვის: არ: საჴმილნი: სდებიან: ვის: არ: უნახვან: პატიჟნი: ვისთვის: ვინ: არა: ბნდებიან: მითხარ: უსახო: რა: ქნილა: სულნი: რად: ამოგხდებიან: არ: იცი: ვარდნი: უეკლოდ: არავის: მოუკრებიან:

649. ვარდსა: ჰკითხეს: ეგზომ: ტურფა: რამან: შეგქმნა: თვალად: პირად: მიკუირს: რად: ხარ: ეკლიანი: პოვნა: შენი: რად: არს: ჭირად: მან: თქუა: ტკბილსა: მწარე: ჰპოებს: სჯობს: იქნების: რაცა: ძვირად: ოდეს: ტურფა: გაიეფდეს: აღარა: ღირს: არცა: ჩირად:

650. რადგან: ვარდი: ამას: იტყუის: უსულო: და: უასაკო: მაშა: ლხინსა: ვინ: მოიმკის: პირველ: ჭირთა: უმუშაკო: უბოროტო: ვის: ასმია: რაცა: კარგი: საეშმაკო: რად: ემდურვი: საწუთროსა: რა: უქნია: უარაკო:

651. ისმინე: ჩემი: თხრობილი: შეჯე: წავიდეთ: ნებასა: ნუ: მიჰყოლიხარ: თავისსა: თავის: რსა: გაგონებასა: რაცა: არ: გწადდეს: იგი: ქენ: ნუ: სდევ: წადილთა: ნებასა ასრე: არ: სჯობდეს: არ: გეტყუი: რად: მეჭუ: რასაცა: თნებასა:

652. მან: უთხრა: ძმაო: რა: გითხრა: ძრვაცა: არ: ძალმიც: ენისა: ძალი: არა: მაქუს: ხელქმნილსა: შენთა: სიტყუათა: სმენისა: რად: ადვილად: გიჩს: მოთმენა: ჩემთა: სასჯელთა: თმენისა აწ: მივსწურვივარ: სიკუდილსა: დრო: მომეახლა: ლხენისა:

653. ამას: მოკუდავი: ვილოცავ: აროდეს: ვითხოვ: არენით: აქა: გაყრილნი: მიჯნურნი: მუნამცა: შევიყარენით: მუნ: ერთმანერთი: კულა: ვნახეთ: კულა: რამე: გავიხარენით: მოი: მოყუარეთა: დამმარხეთ: მიწანი: მომაყარენით:

654. საყუარელმან: საყუარელი: ვით: არ: ნახოს: ვით: გაწიროს: მისკენ: მივალ: მხიარული: მერმე: იგი: ჩემკერძ: იროს: მივეგებვი: მომეგებოს: ამიტირდეს: ამატიროს: ჰკითხე: ასთა: ქენ: გულისა: რაგინდა: ვინ: გივაზიროს:

655. მართ: გარდაწყუეტით: იცოდი: გეტყუი: მართალსა: პირასა: სიკუდილი: მახლავს: დამეხსენ: ხანსაღა: დავჰყოფ: მცირასა: არ: ცოცხალვიყო: რას: მაქნევ: რა: დავრჩე: ჴელსა: მჴდირასა: დამშლიან: ჩემი: კეშარნი: შევრთვივარ: სულთა: სირასა:

656. რა: სთქუი: რას: იტყუი: არ: მესმეს: არცა: მცალს: სმენად: მაგისად: სიკუდილი: მახლავს: ხელ: ქმნილსა: სიცოცხლე: არის: წამისად: აწ: გამიარმდა: სოფელი: მეტად: ყოვლისა: ჟამისად: მუნ: მეცა: მივალ: ცრემლისა: მიწად: სად: გამდის: ლამისად: