... (H-740), XVIII ს.

618. კულა: ქალი: ეტყუის: მართალხარ: მაგისსა: დამძიმებასა: მაგრა: რა: გავბრჭო: მართალი: ნუ: მეჭუ: რასაცა: თნებასა: არ: გული: უნდა: ფიცისა: და: პირის: გასრულებასა: იგი: უგულო: მოელის: მართ: დღეთა: შემოკლებასა:

619. გული: ცნობა: და: გონება: ერთმანერთსზედა: ჰკიდიან: რა: გული: წავა: იგიცა: წავლენ: და: მისკე: მიდიან: უგულო: კაცი: ვერ: კაცობს: კაცთაგან: განაკიდიან: შენ: არ: გინახავს: არ: იცი: მას: რომე: ცეცხლი: სწვიდიან:

620. შენ: უმართლეხარ: ემდურვი: შენ: გაეყარე: ძმობილსა: მაგრა: ვით: ითქმის: ვით: გაჴდა: ვითა: გიამბო: ცნობილსა: ენა: დაშურების: გაცუდების: გულსა: შელამის: ლმობილსა: ამას: მით: ვაზრობ: მინახავს: მე: უბედურსა: შობილსა:

621. ჯერ: მისი: მგზავსი: სარჯელი: არცა: ვის: ამბვად: სმენია: თვარა: არ: კაცთა: სასჯელი: ქუათაცა: შენაძრწენია: დიჯლადცა: კმარის: მას: რომე: თვალთაგან: ცრემლი: სდენია: თვით: რაცა: ბრძანოთ: მართალხართ: სხვა: სხვისა: უმრუდენია:

622. მას: წამავალსა: ვჰკითხევდი: დამწვარსა: ცეცხლ: მოდებულსა: მოვიდეს: რა: ქნას: ავთანდილ: მისსა: დამვედრე: დებულსა: მიბრძანა: მოღა: მნახვიდეს: მე: მისთვის: გაცუდებულსა: ამათ: არ: დავყრი: არეთა: არ: გავჰტეხ: მას: ქადებულსა:

623. მას: ზენაარსა: არ: გავსტეხ: მას: ფიცსა: არ: ვერცუები: მას: პაემნამდის: მოვიცდი: რაზომცა: გამდის: რუები: თუ: მკუდარი: მნახოს: დამმარხოს: თქუას: ვაგლახი: და: უები: ცოცხალი: დავხუდე: უკუირდეს: სიცოცხლე: არს: სათუები:

624. ჩემთვის: გარდაჴდა: მას: აქათ: გაყრა: მზისა: და: ქედისა: ოდენ: მოდენა: ცრემლისა: მჭირს: ველთა: მოსალბედისა: მსჯის: გამრავლება: ხელქმნილსა: სულთქმისა: ზედა: ზედისა: დავვიწყებივარ: სიკუდილსა: ნახეთ: ნაქმარი: ბედისა:

625. ესე: არაკი: მართალი: ჩინს: ქვასა: ზედა: სწერია: ვინ: მოყუარესა: არ: ეძებს: იგი: თავისა: მტერია: აწ: ზაფრანაა: ვის: წინას: ვერ: ვარდი: ჰგვანდის: ვერ: ია: თუღა: მონახავ: მონახე: ქენ: რაცა: შენი: ფერია:

626. ყმამან: უთხრა: უმართლე: ხარ: არ: მამართლო: მდურვად: მისად: მაგრა: გაბჭევ: რა: მიქნია: სამსახური: ტყუესა: ტყუისად: გამოჭრილვარ: სახლით: ჩემით: ვით: ირემი: ძებნად: წყლისად: მას: ვეძებ: და: მას: ვიგონებ: ვიარები: ველთა: ვლისად:

627. ბროლ: სადაფნი: მარგალიტსა: ლალის: ფერსა: სცვენდა: ბურვენ: მას: მოვშორდი: ვერ: ვიახლენ: ვერ: ვისურვენ: ვერ: ვასურვენ: გამოპარვით: წამოსულითა: ღ~თისა: სწორნი: მოვიმდურვენ: ნაცულად: მათთა: წყალობათა: მათნი: გულნი: შევიურვენ:

628. პატრონი: ჩემი: გამზრდელი: ღ~თი: და: ღთულებ: ცხოველი: მშობლური: ტკბილი: მოწყალე: ცა: წყალობისა: მთოველი: მას: უორგულე: წამოვე: მართ: დავივიწყე: ყოველი: მისი: შემცოდე: ღ~თსაგან: კარგსა: რაღასა: მოველი:

629. ესე: ყუელაი: ასრე: მჭირს: დაო: ბედითა: მისითა: არ: უტყუე: მოსრულვარ: მგზავრი: ღამით: და: დღისითა: აწ: იგი: სადმე: წასრულა: ვიწვი: ცეცხლითა: ვისითა: ცუდ: მაშურალი: და: მტირალი: ქუე: ვზი: პირითა: მქისითა:

630. დაო: მეტსა: საუბარსა: აღარ: მომცემს: ჟამი: და: დრო: არ: ვინანი: გარდასულასა: ბრძენთა: სიტყუა: გავა: ადრო: წავალ: ვძებნი: ანუ: ვპოებ: ან: სიკუდილი: მოვიადრო: თუარ: ბედი: აზომ: თურე: მიკუეთს: ღ~თსა: რაღა: ვჰკადრო:

631. ამისმეტი: აღარა: თქუა: ატირდა: და: წამოვიდა: ქუაბი: ჩავლო: წყალსა: გაჴდა: შამბი: გავლო: ველსა: გავიდა: ქარი: ველთა: მონაქროლი: ლალის: ფერსა: ვარდსა: ზრვიდა: რად: მიმეცო: ამა: ჭირსა: ბედსა: ამას: უზრახვიდა:

632. იტყუის: ღ~თო: რა: შეგცოდე: შენ: უფალსა: არსთა: მხედსა: რად: გამყარე: მოყუარეთა: რად: შემასწარ: ამა: ბედსა: ერთი: ორთა: მგონებელი: ვარ: საქმესა: წასაწყმედსა: მოვკუდე: თავი: არ: მეწყალვის: ჩემი: სისხლი: ჩემსა: ქედსა:

633. მოყუარემან: ვარდის: კონა: გულსა: მკრა: და: დამიწყლულა: იგი: ფიცი: ჩემგან: სრული: მან: აღარა: გამისრულა: მას: თუ: გამყრი: საწუთროო: ჩემი: ლხინი: გარდასრულა: სხვა: მოყუარე: ჩემსა: თვალსა: გაკიცხულა: გაბასრულა:

634. კულა: იტყვის: მიკუირს: ნაღველი: კაცისი: მე: ჭკუიანისა: რა: მჭმუნვარებდეს: რას: არგებს: ნაკადი: ცრემლთა: ბანისა: სჯობს: გამორჩევა: აზრობა: საქმისა: დასაგუანისა: აწ: მეცა: მიჯობს: მონახვა: მის: მზისა: ლერწამ: ტანისა:

635. ყმა: გაემართა: საძებრად: მტირალი: ცრემლთა: მფქუეველი: ეძებს: უზახის: უყივის: დღეებრ: ღამეთა: მთეველი: სამდღემდი: მოვლო: მრავალი: ჴევი: შამბნარი: ტყე: ველი: ვერ: პოვა: მივა: მჭუნვარე: ვერას: ამბვისა: მცნეველი:

636. იტყუის: ღ~თო: რა: შეგცოდე: ეგზომ: დიდი: რა: გაწყინე: რად: შემასწარ: ამა: ბედსა: რა: სასჯელი: მომივლინე: გამკითხველო: გამიკითხე: აჯა: ჩემი: შეისმინე: დაამოკლენ: დღენი: ჩემნი: ჭირნი: ჩემი: გამილხინე:

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა: