... (H-740), XVIII ს.

561. რაზომცა: სწყრები: შემინდევ: შეცულა: თქუენისა: მცნების: ძალი: არ: მქონდა: ტყუე: ქმნილსა: მე: მაგისისა: თნებისა: აწ: წასულა: იყო: წამალი: ჩემთა: საჴმილთა: გზნებისა: სად: გინდა: ვიყო: რამგამა: ყოფამცა: მქონდეს: ნებისა:

562. არას: გარგებს: სიმძიმილი: უსარგებლო: ცრემლთა: დენა: არ: გარდავა: გარდუვალად: მომავალი: საქმე: ზენა: წესი: არის: მამაცთაგან: მოჭირვება: ჭირთა: თმენა: არვის: ძალუც: ჴორციელსა: განგებისა: გარდავლენა:

563. რაცა: ღ~თსა: გაუგია: თავსა: ჩემსა: გარდასავლად: გარდამჴდეს: და: შემოვიქცე: აღარ: დამრჩეს: გული: ავლად: თქუენვე: გნახნე: მხიარულნი: დიდებით: და: დავლა: მრავლად: მას: რა: ვარგო: დიდებად: და: კმა: არს: ესე: ჩემად: დავლად:

564. მეფეო: ესე: თათბირი: მომკალ: ვინ: დამიწუნოსა: მეფეო: ნუთუ: წასულამან: თქუენ: ჩემმან: დაგაჭმუნოსა: ვერ: ვეცრუები: ვერ: უზამ: საქმესა: საძაბუნოსა: პირის: პირ: მრცხვენის: ორნივე: მივალთ: მას: საუკუნოსა:

565. არ: დავიწყება: მოყურისა: აროდეს: გვიზამს: ზიანსა: ვგმობ: კაცსა: უაუგოსა: ცრუსა: და: ღალატიანსა: ვერ: ვეცრუები: ვერ: უზამ: მას: ჴელმწიფესა: მზიანსა: რა: უარეა: მამაცსა: სულდიდსა: წასულა: გვიანსა:

566. რა: უარეა: მამაცსა: ომშიგა: პირის: მხმეჭელსა: შედრეკილ: შეშინებულსა: და: სიკუდილისა: მეჭველსა: კაცი: ჯაბანი: რათა: სჯობს: დიაცსა: ქსლისა: მბეჭელსა: სჯობს: სახელისა: მოხვეჭა: ყოველსა: მოსახვეჭელსა:

567. ვერ: დაიჭირავს: სიკუდილსა: გზა: ვიწრო: ვერცა: კლდოვანი: მისგან: გასწორდეს: ყოველნი: სუსტი: და: ძალ: გულოვანი: ბოლოდ: შეყარნეს: მიწამან: ერთგან: მოყმე: და: მჴცოვანი: სჯობს: სიცოცხლესა: ნაზრახსა: სიკუდილი: სახელოვანი:

568. აჰა: ვიშიშვი: მეფეო: თქუენად: კადრებად: ამისად: სცთების: და: სცთების: სიკუდილსა: ვინ: არ: მოელის: წამისად: მოვა: შემყრელი: ყოვლთათვინ: ერთგან: დღისა: და: ღამისად: თუ: ვერა: გნახე: ცოცხალმან: სიცოცხლე: მქონდეს: ჟამისად:

569. თუ: საწუთრომან: დამამჴოს: ყოველთა: დამამჴობელმან: ღარიბი: მოვკუდე: ღარიბად: ვერ: დამიტიროს: მშობელმან: ვეღარ: შემსუდრონ: დაზრდილთა: და: ვერცა: მისანდობელმან: მუნ: შემიწყალოს: თქუენმანვე: გულმან: მოწყალედ: მლმობელმან:

570. მაქუს: საქონელი: ურიცხვი: ვერვისგან: ანაწონები: მიეც: გლახათა: საჭურჭლე: ათავისუფლე: მონები: შენ: დაამდიდრე: ყოველი: ობოლი: არას: მქონები: მიღუწიან: მამიგონებენ: დამლოცვენ: მოვეგონები:

571. ღ~თსა: მვედრებდეს: მრავალი: გლახაკი: გულ: მხურვალები: დამხსნას: ჴორცთა: და: სოფელსა: ნუმცარად: შევიცვალები: კულა: ცეცხლი: ჯოჯოხეთისა: ნუმცა: მწვავს: იგი: ალები მომცეს: მკუიდრივე: მამული: მუნ: ჩემი: სასურვალები:

572. დამხსნის: ბნელსა: და: ნათელი: შემმოსოს: ზესთა: ზენისა: მუნ: დამაუნჯოს: წამალი: სადა: ძეს: სულთა: ლხენისა: ჩემი: არ: ჰქონდეს: შეძლება: სოფლისა: მღილთა: კბენისა: ფრთენი: მომესხნენ: და: ძალი: მომეცეს: აღმა: ფრენისა:

573. რაცა: თქუენთვის: არ: ვარგიყოს: საჭურჭლისა: დასადებლად: მიეც: ზოგი: ამხანაგათა: ზოგი: ჴიდთა: ასაგებლად: ნურა: ნუ: გშურს: საქონელი: ჩემი: ჩემთვის: წასაგებლად: შენგან: კიდე: არვინ: მივის: ცეცხლთა: ცხელთა: დამავსებლად:

574. ამას: იქით: ჩემგან: ჩემი: ამბავიცა: არ: გეცნევის: ამად: გვედრებ: სულსა: ჩემსა: წიგნი: კადრებს: არ: გეთნევის: არას: არგებს: ეშმაკისა: საქმეთაგან: დაეძლევის: შემინდევ: და: შემივედრე: მკუდარსა: რაღა: გარდმეჴდევის:

575. გვედრებ: მეფეო: შერმადინს: მონასა: ჩემსა: რჩეულსა ნაკად: აქუს: ჭირი: სამისოდ: ამ: წელიწადსა: წლეულსა ნუგეშინის: ეც: წყალობით: ჩემგან: წყალობა: ჩვეულსა: ნუ: დაადინებ: თვალთაგან: ცრემლთა: სისხლითა: ფრქუეულსა:

576. გასრულდა: ჩემი: ანდერძი: ჩემგან: ნაწერი: ჴელითა: აჰა: გამზრდელო: მოგშორდი: წავე: გულითა: ხელითა: ნუ: სჭმუნავთ: ჩემთვის: მეფენი: ნუხართ: მოსილნი: ბნელითა: სუფევით: ხართმცა: თავითა: მტერთაგან: საკრძალველითა:

577. მისცა: ანდერძი: შერმადინს: რა: გაათავა: წერითა: უთხრა: ჰკადრეო: მეფესა: საქმითა: მეცნიერითა: შენ: დაგამეტებს: ვერავინ: მსახურებითა: ვერითა: მოეხვია: და: ატირდა: ცრემლითა: სისხლთა: ფერითა:

578. ყმა: შეეკაზმა: წასავლად: ცრემლითა: მოერწყო: ველი: მზე: მოეშორა: დაეცა: არაბეთს: ბინდი: ყოველი: ჴამს: შეპოვნება: მაღლისა: ვინცა: არს: ჭირსა: მოველი: მიზგითას: მივა: ღ~თისაგან: გამარჯუებისა: მთხოველი:

ლოცვა ავთანდილისაგან მიზგითად და გაპარვა:

579. ილოცავს: იტყუის: მაღალო: ღ~თო: ჴელთა: და: ცათაო: ზოგჯერ: მომცემო: პატიჟთა: ზოგჯერ: კეთილთა: მზათაო: უცნაურო: და: უთქმელო: უფალო: უფლებათაო: მომეც: დათმობა: სურვილთა: მფლობელო: გულის: თქმათაო: