... (H-740), XVIII ს.

599. მოახსენა: საწოლს: ვპოე: ესე: მისგან: დანაწერი: დგეს: მონანი: ნატირებნი: დაეგლიჯა: თმა: და: წვერი: იგი: მარტო: გაპარულა: ყმა: არ: ახლავს: არცა: ბერი: მეთუ: მამკლავთ: მემართლებით: სიცოცხლე: მჭირს: შეუფერი:

600. რა: ანდერძი: წაიკითხეს: კულა: იტირეს: დიდი: ხანი: მერმე: ბრძანა: მხიარულსა: ნუ: ჩაიცმენ: ჩემნი: სპანი: ვამლოცველნეთ: დავრდომილნი: ობოლნი: და: ქურივნი: სხვანი: შევეწივნეთ: მშვიდობისა: ნუთუ: მისცნის: ღ~თნ: გზანი:

წასულა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრა:

601. მთვარე: მზესა: მოეშოროს: მოშორვება: გაანათლებს: რა: იახლოს: შუქი: დასწვავს: გაეყრების: ვერ: იახლებს: მაგრა: ვარდსა: უმზეობა: გააჴმობს: და: ფერსა: აკლებს: ჩვენ: ვერ: ჭურეტა: საყუარლისა: ჭირსა: ძველსა: გაგვიახლებს:

602. აწყა: დავიწყებ: ამბავსა: მის: ყმისა: წამავლობასა: მივა: და: მიტირს: გულმდუღრად: ვერ: იტყუის: ცრემლთა: მცრობასა: წამწამ: დაბრუნდის: იაჯდის: მისთვის: მზისავე: მზობასა: უჭურეტდის: თვალნი: ვერ: მოხსნის: თუ: მოხსნის: მიჴდის: ცნობასა:

603. რა: მიეახლის: დაბნედად: ვერ: ჴელყუის: გაძურად: ენისად: მაგრა: სდის: ცრემლი: თვალთაგან: მგზავსად: დიჯლისა: დენისად: ზოგჯერ: დაბრუნდის: უჭურეტდის: ღონედ: პატიჟთა: თმენისად: რა: გაემართის: არ: იცის: მას: თუ: არბევდის: ცხენისად:

604. თქუა: ჩემო: შენი: შორს: მყოფი: კრულია: ვინცა: დადუმდეს: რადგან: შენ: დაგრჩა: გონება: გული: შენკენვე: დაბრუნდეს: თვალთა: მტირალთა: შეხედვა: შენივე: სწადდეს: და: უნდეს: სჯობს: საყუარელთა: მოყუარე: რაზდომცა: დაუძაბუნდეს:

605. მე: რა: ვქნა: შენად: შეყრამდინ: ანუ: რას: ვეჭუდე: ლხენასა: თავსა: მოვიკლავ: მე: თუმცა: შენგან: არ: ვეჭუდე: ლხენასა: მაგრა: შენ: გაწყენ: ჩემისა: არ: სიცოცხლისა: სმენასა: მოდი: და: მივსცნეთ: ორთავე: თვალნი: ცრემლისა: დენასა:

606. ტირს: იტყუის: დადვა: კეშანი: ლახვარმან: ჩემთვის: ათმანო: ინდოთა: რაზმმან: ჩემად: კლვად: თქუა: ესე: ტევრი: ვთხზა: ძმანო: თვალთა: გიშერი: აშვენებს: სათმან: რად: მომკლა: სათმანო: ბაგე: კბილო: და: თვალ: წარბნო: მამცემდით: პატიჯთა: თმანო:

607. იტყუის: ჰე: მზეო: ვინ: ხატად: თქუის: მზიანისა: ღამისად: ერთ: არსებისა: ერთისა: მის: უჟამოსა: ჟამისად: ვის: გმორჩილობენ: ციერნი: ერთ: იოტისა: წამისად: ბედსა: ნუ: მიქცევ: მიაჯე: შეყრამდის: ჩემად: და: მისად:

608. ვის: ხატად: ღ~თისად: გიტყუიან: ფილასოფოსნი: წინანი: შენ: მიშველერა: ტყუე: ქმნილსა: ჯაჭუნი: მაბიან: რკინანი: ბროლ: ბალახშისა: მძებნელმან: სათნი: დავჰკარგენ: მინანი: მაშინ: ვერ: გავძლე: სიახლე: აწ: სიშორესა: ვინანი:

609. ამას: მოთსქუემდის: იწვოდის: ვითა: სანთელი: დნებოდის: დაყოვნებისა: მოშიში: ისწრაფდის: იარებოდის: რა: შეუღამის: ვარსკულავთა: ამოსულა: იამებოდის: მას: ამგზავსებდის: ილხენდის: უჭურეტდის: ეუბნებოდის:

610. მთვარესა: ეტყუის: იფიცე: სახელი: ღ~თისა: შენისა: შენხარ: მომცემი: მიჯნურთა: მიჯნურობისა: სენისა: შენ: გაქუს: წამალი: მისისა: მოთმინებისა: თმენისა: მიაჯე: შეყრა: პირისა: შენ: გამო: შენებრ: მშვენისა:

611. ღამე: ალხენდის: დღე: სჯიდის: ელის: ჩასულასა: მზისასა: რა: წყალი: ნახის: გარდიჴდის: უჭურეტდის: ჭავლსა: წყლისასა: მასთანა: რთვიდის: ნაკადსა: სისხლისა: ცრემლთა: ტბისასა: კულა: გაემართის: ისწრაფდის: წასულასა: მისვე: გზისასა:

612. ამას: მოსთქმიდის: ტიროდის: ტანად: ალვისა: ხიანი: მინდორს: თხა: მოკლის: სადაცა: ადგილი: დახუდის: კლდიანი: შეწვის: ჭამის: და: წავიდის: პირმზე: გულ: მარიხიანი: იტყუის: დავყარენ: ვარდნი: და: აჰა: მე: ვაგლახიანი:

613. აწ: ვერ: ვიტყუი: მაშინდელსა: მე: მის: ყმისა: ნაუბარსა: მიუბნობდის: რას: მოსთქუემდის: რას: ტურფასა: რაზომ: გვარსა: ზოგან: თოვლი: გაეწითლის: ვარდსა: ბრკლითა: ნახოკარსა: ქუაბნი: ნახნა: გაეხარნეს: ზე: გავიდა: ქუაბთა: კარსა:

614. რა: ასმათმან: დაინახა: მოეგება: ცრემლი: სწუთების: ვით: იამა: სიხარულსა: მართ: ვეღარას: ვერ: მიხუდების: ყმა: გარდაჴდა: მოეხვია: აკოცებს: და: ეუბნების: კაცი: კაცსა: მიელოდეს: მისულა: უცხოდ: იამების:

615. ყმა: ქალსა: ეტყუის: პატრონი: ნეტარ: სად: არის: დავითა: ქალი: ატირდა: ცრემლითა: ზღვათაცა: შესართავითა: ეტყუის: რა: წახვე: გაიჭრა: ქვაბს: ყოფა: მისჭირდა: ვითა: აწ: მისი: არა: არვიცი: არ: ნახვით: არც: ამბავითა:

616. ყმა: დაჭმუნდა: ვითამც: რამე: ჰკრეს: ლახუარი: გულსა: შუა: ქალსა: ეტყუის: აჰა: დაო: ეგეთიმცა: კაცი: ნუა: იგი: ფიცი: ვით: გატეხა: არ: ვეცრუე: ვით: მიცრუა: ვერ: იქმოდა: რად: მიქადა: თუ: მიქადა: რად: მიტყუა:

617. თუ: უმისოდ: სოფელს: რადგან: ჭირად: არა: არ: მიღირდა: რად: დავვიწყდი: რად: მივსცილდი: რად: ვერ: გაძლო: რა: მისჭირდა: მან: გატეხა: ზენარისა: რად: შემართა: ვით: გაჰპირდა: მაგრა: ავის: ბედისაგან: ჩემი: რამცა: გამიკუირდა: