... (H-740), XVIII ს.

523. დადრკა: სკამნი: შემოსტყორცა: ჰკრა: კედელსა: შეალეწნა: დააცდუნვა: მაგრა: მისთვის: აალმასნა: არ: აძეწნა: ვითამ: მიამბე: წასულა: მისი: ვინ: ალვისა: მორჩი: ხეწნა: ვაზირისა: ცრემლმან: ცხელმან: ღაწუნი: თეთრნი: აახეწნა:

524. ვაზირმან: გლახ: გამორიდნა: მართ: ვეღარას: ვერ: იწრწინვებს: გამოძურწა: გამომელდა: გულსა: წყლულსა: მოიმტკივნებს: შეის: ხასობს: გაის: ქუშობს: ენა: ასრე: მოაყივნებს: მტერი: მტერსა: ვერას: ავნებს: რომე: კაცი: თავსა: ივნებს:

525. თქუა: ცოდვათა: ჩემთა: მგზავსი: ღ~თნ: მეტი: რა: მიჩვენოს: რად: მოვღორდი: რად: დავბნელდი: ნეტარ: ვინღა: გამითენოს: ვინცა: სხვა: რა: კადნიერად: პატრონსა: რა: მოახსენოს: ჩემნი: დღენი: მასმცა: ადგან: რა: ძინ: ვითა: გაისვენოს:

526. ვაზირი: გაწბილებული: მივა: ბედითა: შავითა: ავთანდილს: უთხრა: დაღრეჯით: პირითა: გამქუშავითა: მადლი: რა: გკადრო: აწ: თქუენგან: გავხასდი: მე: მაშა: ვითა: ვაი: კარგი: თავი: უებრო: დავკარგე: დავაშავითა:

527. ქრთამსა: სთხოვს: და: ამხანაგობს: თუცა: ცრემლთა: არ: იწყურვებს: მიკუირს: რად: სცალს: წყლიანობად: რად: არ: გულსა: შეიურვებს ვინ: არ: მისცემს: ქადებული: მოურავსა: მოიმდურვებს თქმულა: ქრთამი: საუკუნოს: ჯოჯოხეთსაც: დაიურვებს:

528. ვით: გამჴადა: რა: მიბრძანა: არ: ეგების: ჩემგან: თხრობა: რა: სიავე: რა: სირეგუნე: რა: შლეგობა: რა: შმაგობა: მე: თვით: კაცად: აღარ: ვარგვარ: აღარა: მიც: თავსა: ცნობა: ესე: მიკუირს: რად: არ: მომკლა: მისცა: თურე: ღ~თნ: ცნობა:

529. მეცა: ვიცოდი: რაცა: ვქენ: ცთომით: არ: წამკიდებია: ვიაზრე: გამიწყრებოდა: ჭმუნვა: მით: გამდიდებია: განგებით: ქნილსა: რისხვასა: ვერავინ: დარიდებია: შენთვის: სიკუდილი: ლხინად: მიჩს: ჭირი: არ: გამცუდებია:

530. ყმამან: უთხრა: შენი: წყრომა: მემცა: განა: დამიმძიმდეს: მაგრა: ქრთამი: რადღა: გმართებს: გაიცინნა: გაცაღიმდეს: შენ: ადამი: გაგიმეშდა: ართუ: მეში: გაადიმდეს: რა: აქიმი: დასნეულდეს: ვისთვის: ვინღა: გააქიმდეს:

531. მოახსენა: კულა: ვაზირმან: მე: რა: გინდა: წამეკიდოს: მოიწყრომებს: შეცა: მინდობს: ნუ: თუ: გული: გაიწმიდოს: შენ: რასა: იქ: ესე: მითხრა: ჩემი: ჭმუნვა: გადიდოს: ჴამსცა: კაცმან: სასიკუდინოდ: თავსა: არა: არ: დარიდოს:

532. ყმამან: უთხრა: აღარ: წასულა: არ: ეგების: ჩემგან: აროს: იადონი: მაშინ: მოკუდეს: ოდეს: ვარდმან: იდამჭკნაროს: ჴამს: უძებნოს: ცუარი: წყლისა: მისთვის: თავი: ყოვლგან: აროს: ვერ: უპოოოს: რაქნას: ანუ: გული: რათა: დააწყნაროს:

533. უმისოდ: მყოფი: ვერ: გავძლებ: ჯდომასა: ვერცა: წოლასა: მართ: ნადირთაებრ: გაჭრასა: ვირჩევ: მათ: თანა: რბოლასა: ასრე: გასრულსა: რად: მნუკევს: მისთა: მებრძოლთა: ბრძოლასა: სჯობს: უყოლობა: კაცისა: მომდურავისა: ყოლასა:

534. მოვახსენებ: ერთხელ: კულაცა: აწ: რაზომცა: მეფე: წყრების: ნუთუ: გაბრჭოს: გული: ჩემი: ვით: იწვის: და: ვით: ენთების: არ: გამიშვებს: გავიპარვი: რა: იმედი: გარდმიწყდების: მე: თუ: მოვკუდე: ჩემი: კერძი: სოფელიმცა: გარდიფხურების:

535. მოიუბნეს: ვაზირმან: ქნა: ჭამა: სმანი: მათნი: ფერნი: უმასპინძლა: ძღვენი: უძღუნა: შვენიერსა: შვენიერნი: მისნი: მყოლნი: ავეავსნა: მოყმენი: და: თუნდა: ბერნი: გაიყარნეს: ყმა: წავიდა: სახლად: ჩადგეს: მზისა: წვერნი:

536. შეკრა: წითელი: ასათას: პირ: მზემან: ტანად: სარომან: სამასი: სტავრა: ატლასი: უხუმან: არ: მიუმხდარომან: სამოცი: ლალი: იაგუნდი: ფერად: არ: მათმან: სარომან: კაცი: გაგზავნა: ვაზირთან: ესე: ყუელა: მისთვის: არომან:

537. შესთვალა: თუ: რაცა: მართებს: ვით: მოგცე: და: ვით: გაქონო: ვალთა: შენთა: გარდასაჴდლად: რა: ნაცვალი: მოვიგონო: თუღა: დავრჩე: შენთვის: მოვკუდე: თავი: ჩემი: დაგამონო: სიყუარული: სიყუარულსა: შეგიცვალო: შეგიწონო:

538. მე: ვითა: ვთქუა: უებრობა: სიკეთე: და: ქება: მისი: კაცი: იყო: საქმისამცა: შესაფერი: შესატყუისი: ასრე: უნდა: მოჴმარება: ჰგავიდოდეს: ვისცა: ვისი: ოდეს: კაცსა: დაეჭიროს: მაშინ: უნდა: ძმა: და: თვისი:

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან ოდეს გაიპარა:

539. შერმადინს: ეტყუის: უბრძანებს: პირმზე: ნათელთა: მფენელი: ესე: დღე: არის: იმედი: ჩემის: გულისა: მლხენელი: შენგან: თავისა: შენისა: საჩემოდ: გამომჩენელი: მქებრად: ამბვისა: მათისა: ჴამს: მკითხავი: და: მსმენელი:

540. იტყუის: როსტან: არ: გამიშვა: არცა: სიტყუა: მომისმინა: მან: არ: იცის: ესე: ვითა: სულდგმული: ვისგან: ვინა: უმისოდმცა: ნუ: ვცოცხალვარ: ნუცა: გარე: ნუცა: შინა: რაცა: საქმე: უსამართლო: ღ~თნ: ვისმცა: შეარჩინა:

541. თუცა: მისი: არ: გაწირვა: ჩემგან: მტკიცობს: არსათუობს: ყოვლი: ცრუ: და: მოღალატე: ღ~თსა: გმობს: და: აგრე: ცრუობს: გული: მისი: უნახავი: ტირს: და: სულთქამს: ვაებს: უობს: კაცსა: არას: არ: იახლებს: ჰკრთების: კუშტობს: ვახშობს: ქუშობს: