... (H-740), XVIII ს.

426. ესეცა: უთხარ: ამბავი: ჩემი: არ: გაგეგონების: უფრორე: წყნარად: გიამბობ: თუ: ჟამი: ჩვენ: გვექონების: მან: მითხრა: ლხინი: საჩემო: მაგას: არ: შეეწონების: დღედ: სიკუდილადმდის: სიცოცხლე: შენ: ჩემი: დაგემონების:

427. მივედით: მისსა: ქალაქსა: ტურფასა: მაგრა: ცოტასა: გამოეგებნეს: ლაშქარნი: ისხემდეს: მისთვის: ოტასა: პირსა: იხოკდეს: გაჰყრიდეს: ნახოკსა: ვით: ნაფოტასა: ეხვეოდიან: ჰკოცნიდეს: ჴმალსა: და: სალტე: კოტასა:

428. კულა: მოვეწონე: ვეტურფე: მე: მისი: გარდნაკიდარი: შემასხმდიან: ქებასა: მზეო: შენ: ჩემთვის: იდარი: მივედით: ვნახეთ: ქალაქი: მისი: ტურფა: და: მდიდარი: ყუელასა: ტანსა: ემოსა: ზარქაში: განაზიდარი:

შველა ტარიელისაგან ფრიდონისი:

429. მოსჯობდა: ომი: შეეძლო: ჴმარება: ცხენ: აბჯარისა: დავჰკაზმეთ: ნავი: კატარღა: და: რიცხვი: სპათა: ჯარისა: კაცი: ჴმდა: მისთა: მაქებრად: ღონემცა: იაჯარისა: აწ: გითხრა: ომი: მოყმისა: მებრძოლთა: დამსაჯარისა:

430. მათი: მესმა: დააპირეს: მუზარადთა: ჩამოხურვა: ნავი: წინა: მომეგება: არავიც: იყო: შვიდი: თუ: რვა: ფიცხლად: ზედა: შევაჯაჴე: მათ: დაიწყეს: ამოდ: ცურვა: ქუსლი: შევეც: დაუქცივე: დაიზახეს: დია: ცურვა:

431. კულა: მივე: სხვასა: მოვჰკიდე: ჴელი: ნავისა: ბაგესა: ზღვასა: დავანთქენ: დავჴოცე: ომიმცა: რაღა: აგესა: ზოგნი: გაიქცნეს: მიმართეს: მათ: მათსა: საქულბაგესა: ვინცა: მიჭურეტდა: უკუირდა: მაქებდეს: არ: მაძაგესა:

432. ზღვა: გავიარეთ: გავედით: შემოგვიტიეს: ცხენია: კულა: შევიბენით: შეგვექნა: ომისა: სიმარცხენია: მუნ: მომეწონეს: ფრიდონის: სიქუელე: სიფიცხენია: იბრძვის: ლომი: და: პირად: მზე: იგი: ალვისაც: ხენია:

433. თუით: ორნივე: ბიძის: ძენი: მისნი: ჴრმლითა: ჩამოყარნა: ჴელნი: ჴლმითა: დაეკუეთეს: იგი: ასრე: ასაპყარნა: მოიტანნა: მჴარ: დაკრულნი: ერთმან: ორნი: არ: დაჰყარნა: მათნი: ყმანი: აატირნა: თვისნი: ყმანი: ამაყარნა:

434. მათნი: გაგვექცნეს: ლაშქარნი: ვეცენით: გაცავფანტენით: ფიცხლადთ: წაუღეთ: ქალაქი: არ: თავნი: გავაზატენით: ქვითა: დავლეწეთ: წვივები: ჩვენ: იგი: გავაანტენით: მომკალ: თუ: ლარი: დალიოთ: ან: აკიდებით: ანტენით:

435. ფრიდონ: ნახნა: საჭურჭლენი: და: ბეჭედნი: მისნი: დასხნა: თუით: ორნივე: ბიძის: ძენი: დაბყრობილნი: წამოასხნა: მისად: ნაცულად: სისხლნი: მათნი: მოაღვარნა: და: ველთა: ასხნა: ჩემი: თქუეს: თუ: ღ~თსა: მადლი: ვინ: ალვისა: ხენი: ასხნა:

436. მივედით: მოქალაქეთა: ზარი: ჩნდა: რომე: ზმიდიან: აჯათა: მქნელნი: მჭურეტელთა: გულსა: მუნ: დააბმიდიან: მედა: ნურადინს: ყუელანი: ქებასა: შეგვასხმიდიან: გვითხრობდეს: მკლავთა: თქუენთაგან: ჯერთ: მათნი: სისხლნი: მისდიან:

437. ლაშქარნი: ფრიდონს: მეფედ: და: მიჴობდეს: მეფედ: მეფობით: თვით: თავსა: მათსა: მონად: და: ჩემსა: ყუელასა: სეფობით: დაღრეჯით: ვიყავ: ვერ: მპოვეს: ვეროდეს: ვარდის: მკრეფობით: ჩემი: ვერ: სცნიან: ამბავი: მუნ: იყო: არ: იეფობით:

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბვის მბობა:

438. დღესა: ერთსა: მე: და: ფრიდონ: ნადირობას: გამოვედით: ზღვასა: ზედა: წაწურვილსა: ქედსა: რასმე: გარდავდეგით: ფრიდონ: მითხრა: გითხრობ: რასმე: ვთამაშობდით: ცხენსა: ვსხედით: ერთი: რამე: საკუირველი: მე: ვნახეო: ამა: ქედით:

439. მე: ვჰკითხევდი: ფრიდონ: მეტყუის: მართ: ამბავსა: ესოდენსა: დღე: ერთ: მწადდა: ნადირობა: შევჯე: ამა: ჩემსა: ცხენსა: ზღვათა: შიგა: იხუსა: ჰგავს: და: ჴმელთა: ზედა: შავარდენსა აქა: ვდეგ: და: თვალს: უგებდი: ქორსა: იქით: განაფრენსა:

440. ზოგჯერ: ზღვითკე: მივიხედნი: წავსდგომოდი: ამა: გორსა: ზღვასა: შიგა: ცოტა: რამე: დავინახე: თუცა: შორსა: ეგრე: ფიცხლად: სიარული: არას: ძალ: აქუ: მისსა: სწორსა: ვერად: ვიცან: გონებასა: გავეკუირვე: ამად: ორსა:

441. ვთქუი: რა: არის: რას: ვამგზავსო: ფრინველია: ანუ: მჴეცი: ნავი: იყო: არ: ეფარა: სამოსელი: მრავალ: კეცი: წინა: კაცნი: მოზიდვიდეს: თვალი: ამად: დავაცეცი: მთვარე: უჯდა: კიდობანსა: ცა: მეშვიდე: მასცა: ვეცი:

442. ამოძურნეს: ორნი: მონანი: შავნი: მართ: ვითა: ფისანი: ქალი: გარდმოსვეს: სისხონი: ვნახენ: მისისა: თმისანი: მას: რომე: ელვა: ჰკრთებოდა: ფერნიმცა: ჰგვანდეს: რისანი: მან: გაანათლა: ქუეყანა: გაცუდდეს: შუქნი: მზისანი:

443. სიხარულმან: ამაჩქარა: ამათრთოლა: დაცა: მლეწა: იგი: ვარდი: შემიყუარდა: რომე: თოვლსა: ეხაეწა: დავაპირე: შეტეობა: ვთქუი: წავიდე: მათკე: მე: წა: ჩემსა: შავსა: სულიერი: რამცა: ვითა: გარდეხვეწა: