... (H-740), XVIII ს.

444. ცხენი: გავქუსლე: იქმოდეს: შამბნი: ჴმასა: და: ხრიალსა: ვეღარ: მივესწარ: გამესწრნეს: რაზომცა: ვსცემდი: წრტიალსა: ზღვის: პირსა: მიველ: შევხედენ: ჩნდა: ოდენ: მზისა: ტიალსა: გამშორებოდეს: წამსლოდეს: ამისთვის: დავეწვი: ალსა:

445. ესე: მესმა: ფრიდონისგან: მომემატა: ცეცხლთა: სიცხე: ცხენისაგან: გარდავიჭერ: თავი: სრულად: გავიკიცხე: ჩემთა: ღაწუთა: დანადენი: მე: ჩემივე: სისხლი: ვიცხე: უთხარ: მომკალ: უჩემოსა: ენახოსმცა: ვისცა: ის: ხე:

446. ესე: ჩემგან: გაუკუირდა: ფრიდონს: უცხოდ: ეუცხოვა: მაგრა: უცხოდ: შევებრალე: ტირილითა: მესათნოვა: ვითა: შვილი: დამადუმა: მემუდარა: შემეპოვა: თვალთათ: ვითა: მარგალიტი: ცრემლი: ცხელი: გარდმოთოვა:

447. ვაგლახმეო: რა: გიამბე: ფათერაკად: მცდარმან: შმაგად: მოვახსენე: ნურა: გაგვა: ნუ: ინაღული: მაგას: მაგად: იგი: მთვარე: ჩემი: იყო: მით: მედების: ცეცხლი: მდაგად: აწ: გიამბობ: რადგან: თავი: გინდა: ჩემად: ამხანაგად:

448. ფრიდონს: უთხარ: ყუელაკაი: ჩემი: თავსა: გარდასრული: მან: მითხრა: თუ: რას: ვიტყოდი: მოცთომილი: გაბასრული: შენ: მაღალი: ჰინდოთ: მეფე: ჩემსა: რადმე: ხარ: მოსრული: საჴელმწიფო: საჯდომი: და: ტახტი: გმართებს: სრაცა: სრული:

449. კულაცა: მითხრა: ვისცა: ღ~თი: საროს: მორჩსა: ტანად: უხებს: მას: ლახვარსა: მოაშორებს: თუცა: პირველ: გულსა: უხებს: იგი: მოგუცემს: წყალობასა: მისსა: ზეცით: მოგვიქუხებს: ჭირსა: ლხინად: გაგიცვალებს: არათ: ოდეს: შეგაწუხებს:

450. წამოვედით: ნატირებნი: სრას: დავსხედით: თავის: წინა: ფრიდონს: უთხარ: ჩემი: შემწე: შენგან: კიდე: არა: ვინა: ვითა: ღ~თნ: შენი: მგზავსი: სოფლად: არა: მოავლინა: მაშა: რადგან: შეგემეცნე: ამისმეტი: რად: რა: მინა:

451. არ: ავი: გესვა: მოყუარე: ჟამი: თუ: მომხუდეს: ჟამისად: ენა: გონება: მაჴმარე: გამოსარჩევლად: ამისად: რა: მოვაგვარო: რა: მიჯობს: სალხენლად: ჩემად: და: მისად: თუ: ვერას: ვარგებ: ვიქნები: ვერ: დამყოვნელი: წამისად:

452. მან: მითხრა: ბედი: ღ~თისაგან: მიჯობსღა: ამას: რომელი: მოსულხარ: ჩემად: წყალობად: მეფე: ინდოეთს: მჯდომელი: მემცა: რად: ვიყავ: ამისთვის: მადლისა: რადმე: მჴდომელი: ერთი: ვარ: მონა: მონებად: წინაშე: თქვენსა: მდგომელი:

453. ესე: ქალაქი: გზა: არის: ნავთა: ყოველგნით: მავალთა: შემომკრეფელი: ამბავთა: უცხოთა: რათმე: მრავალთა: აქა: მოგესმის: წამალი: შენ: რომე: ცეცხლი: გწვავს: ალთა: ნუთუ: ქნას: ღ~თნ: გარდასულა: მაგ: შენთა: ჭირთა: მრავალთა:

454. ჩვენ: გავგზავნეთ: მენავენი: რომელთაცა: კულა: უვლია: მოგვინახონ: იგი: მთვარე: ვისთვის: ჭირი: არ: გვაკლია: მუნამდისცა: მოიჭირვე: გონებამან: არ: დაგლია: ყოლეა: ჭირი: არ: ეგების: თუმცა: ლხინმან: არ: დასძლია:

455. კაცნი: უჴმენ: მასვე: წამსა: ესე: საქმე: დავიურვეთ: უბრძანეთ: თუ: ნავებითა: წადით: ზღვა: ზღვა: მოიცურვეთ: მოგვინახეთ: საყუარელსა: მისსა: მისთვის: მოვასურვეთ: თავსა: ჭირი: უათასეთ: რადმც: უშვიდეთ: რადმცა: ურვეთ:

456. აჩინნა: კაცნი: სადაცა: სადგურნი: ნავთა: სჩენოდეს: უბრძანა: ძებნეთ: ყოველგან: რაცა: ვის: მისი: გსმენოდეს: მოლოდნა: მიჩნდა: სალხინოდ: პატიჟნი: მორე: მლხენოდეს: უმისოდ: ლხინი: მინახავს: ამა: დღისათვის: მრცხვენოდეს:

457. ფრიდონ: საჯდომნი: დამიდგნა: ადგილსა: საბატონოსა: მითხრა: თუ: მცდარვარ: აქამდის: ვერ: მივხუდი: გასაგონოსა: ხარ: დიდი: მეფე: ჰინდოთა: რა: ვინ: ვით: მოგაწონოსა: ვინ: არის: კაცი: რომელი: თავი: არ: დაგამონოსა:

458. რას: ვაგრძელებდე: მოვიდეს: ყოველგნით: ამბვის: მძებნელნი: ცუდნი: და: ცუდთა: ადგილთა: თავისა: დამაშრობელნი: ვერა: ვერ: ეცნათ: ვერ: იყუნეს: ვერას: ამბვისა: მცნობელნი: მე: უფრო: მდინდეს: თვალთაგან: კულა: ცრემლნი: შეუშრობელნი:

459. ვთქვი: რა: მქონდა: სახლსა: ჩემსა: სპათა: ვსჭურეტდა: ვსვამ: იგია: მე: ვიშვებ: და: იგი: ტყუედა: ზღვათა: შიგან: წამიგია: კლდისაგანცა: უმაგრესსა: ესე: ვითა: გამიგია: ჴმალსა: ჴელსა: ვეღარას: ვჴდი: ცუდად: შიგა: რას: მიგია:

460. მე: ფრიდონს: უთხარ: ესე: დღე: აწ: ვითა: მესაზაროების: ამისად: მოწმად: ღ~თი: მყავს: სათქმელად: მეუცხოების: უშენოდ: მყოფსა: ღამე: და: დღეცა: მესაღამოების: დახსნილვარ: ლხინსა: ყოველსა: მით: გული: ჭირსა: მოების:

461. მაშა: მე: მისსა: ამბავსა: რადგან: აღარას: მოველი: ვეღარ: ვიქნები: გამიშვი: ვარ: ფარმანისა: მთხოველი: ფრიდონს: რა: ესმა: ატირდა: სისხლითა: მუნ: მოერწყო: ველი: მითხრა: თუ: ძმაო: დღესითგან: ცუდ: ლხინი: ჩემი: ყოველი:

462. თუცა: დია: მოიჭირვეს: ვერცა: ეგრე: დამიჭირეს: მისთა: სპათა: მუჴლ: მოყრილთა: თავი: მათი: ჩემკერძ: ირეს: მეხვეოდეს: მაკოცებდეს: ატირდეს: და: ამატირეს: ნუ: წახვალო: დაგეწამოთ: სიცოცხლეა: ჩვენი: ვირეს:

463. ეგრე: უთხარ: თქუენი: გაყრა: მეცა: დია: მეძნელების: მაგრა: ლხინი: უმისოსა: ჩემგან: ძნელად: გაიძლების: ჩემსა: ტყუესა: ვერ: გავსწირავ: თქუენცა: დია: გებრალების: ნუვინ: მიშლით: არ: დავდგები: არცა: ვისგან: დამეშლების: