... (H-740), XVIII ს.

ამბავი ნურადინ ფრიდონისა:

407. ღამით: მევლო: მოვიდოდი: ზღვისა: პირსა: აჩნდეს: ბაღნი: ჰგვანდეს: ქალაქს: ვეახლენით: ცალკერძ: იყუნეს: კლდეთა: ნაღნი: არ: მიამის: კაცთა: ნახვა: მიდაღვიდა: გულსა: დაღნი: მუნ: გარდავჴე: მოსვენებად: დამხუდეს: რამე: ხენი: ლაღნი:

408. ხეთა: ძირსა: მივიძინე: მათ: მონათა: ჭამეს: პური: მერმე: ავდეგ: სევდიანი: მიდაღვიდა: გულსა: მური: ვერა: მეცნა: ეგზომ: გრძელად: ვერ: ჭორი: და: ვერ: დასტური: ველთა: ცრემლი: ასოვლებდა: თვალთა: ჩემთა: მონაწური:

409. ზახილი: მესმა: შევხედენ: მოყმე: ამაყად: ყიოდა: შემოარბევდა: ზღვის: პირპირ: მას: თურე: წყლული: სტკიოდა: ჴლმისა: ნატეხი: დასურილი: აქუს: სისხლი: ჩამოსდიოდა: მტერთა: ექადდა: სწყრებოდა: იგინებოდა: ჩიოდა:

410. ზედა: ჯდა: შავსა: ტაიჭსა: აწ: ესე: მე: მითქს: რომელი: მართ: ვითა: ქარი: მოჰქროდა: გაფიცხებული: მწყრომელი: მონა: მივსწივე: მისისა: შეყრისა: ვიყავ: მდომელი: შევსთვალე: დადეგ: მიჩვენე: ლომსა: ვინ: გაწყენს: რომელი:

411. მას: მონასა: არა: უთხრა: არცა: სიტყუა: მოუსმინა: ფიცხლა: შევჯე: ჩავეგებე: მე: ჩაუსწარ: ჩავე: წინა: უთხარ: დადეგ: გამიგონე: შენი: ნახვა: მეცა: მინა: შემომხედნა: მოვეწონე: სიარული: დაითმინა:

412. გამიცადა: ღ~თსა: ჰკადრა: შენ: ესეთნი: ხენი: ვით: ხენ: მერმე: მითხრა: მოგახსენებ: აწ: სიტყუანი: რომე: მკითხენ: იგი: მტერნი: გამილომდეს: აქანამდის: რომე: ვითხენ: უკაზმავსა: მიღალატეს: საჭურჭლენი: ამად: ვითხენ:

413. მე: უთხარ: დადეგ: დაწყნარდი: გარდავჴდეთ: ძირსა: ხეთასა: არ: შეუდრკების: ჭაბუკი: კარგი: მახვილთა: კუეთასა: თანა: წამომყუა: წავედით: უტკბოსნი: მამა: ძეთასა: მე: გავეკუირვე: ჭურეტასა: მის: ყმისა: სინაზეთასა:

414. ერთი: მონა: დასტაქარი: მყუა: და: წყლულნი: შეუხვივნა: ისრის: პირნი: ამოუხუნა: დაკოდილი: არ: ატკივნა: მერე: ვჰკითხე: ვინ: ხარ: ანუ: მკლავმან: შენმან: ვისგან: ივნა: საამბობლად: დამირიგდა: თავი: მისი: გაამჩივნა:

415. პირველ: მითხრა: არა: ვიცი: რა: ხარ: ანუ: რას: გამგზავსო: ანუ: ეგრე: რამ: დაგლია: ანუ: პირველ: რამ: გაგავსო: რამან: შეგქნა: მოყუითანედ: ვარდ: გიშერი: რომე: ჰრგავსო: ღ~თნ: მისგან: ანთებული: სანთელიმცა: რად: დაგავსო:

416. მულღაზანზარი: ქალაქი: ახლოს: მე: მაქუსო: რომელი: ნურადინ: ფრიდონ: სახელ: მძეს: მეფე: ვარ: მუნა: მჯდომელი: ესე: სამზღვარი: ჩემია: სადა: ხარ: გარდამჴდომელი: ცოტა: მაქუს: მაგრა: ყოველგნით: სიკეთე: მიუწდომელი:

417. მამის: ძმა: და: მამაჩემი: პაპმან: ჩემან: გაყუნა: ოდეს: ზღვასა: შიგან: კუნძულია: ჩემად: წილად: მას: იტყოდეს: თუით: ბიძასა: ჩემსა: მიხუდა: ვისთა: შვილთა: აწ: დამკოდეს: მათკე: დარჩა: სანადირო: არ: მივსცემდი: მამერჩოდეს:

418. დღეს: გამოვე: ნადირობას: ზღვისა: პირსა: ვინადირე: მუნა: გასულა: მომდომოდა: მით: მრეკალი: არ: ვახშირე: სპათა: უთხარ: მომიცადეთ: მოვიდოდე: მეცა: ვირე: ხუთთა: ოდენ: ბაზიერთა: მეტი: არა: დავიჭირე:

419. ნავითა: გავე: ზღვისაგან: შტო: რამე: გამოვიდოდა: არ: ამოვჰკრეფდი: გამყოფთა: ვთქუი: ჩემთა: რად: დავრიდოდა: დამეძაბუნნეს: სიმრავლე: მე: მათი: არ: გამვიდოდა: ვნადირობდი: და: ვიზახდი: ჴმა: ჩემი: არ: უდიოდა:

420. მართლად: იჯავრეს: წუნობა: მათი: თუ: ესე: ჴმდა: ვითა: გამოეპარნეს: ლაშქარნი: გზანი: შემიკრეს: ნავითა: თუით: ბიძას: ძენი: ჩემნიცა: შესხდეს: მათითა: თავითა: ჩემთა: გაუჴდეს: ლაშქართა: ომად: თავისა: მკლავითა:

421. მათი: მესმა: დავინახე: ზახილი: და: ჴმალთა: ელვა: ნავი: ვსთხოვე: მენავეთა: მით: ვიყივლე: მე: ერთხელვა: ზღვასა: შევე: მომეგება: მეომარი: ვითა: ღელვა: სწადდა: მაგრა: ვეღარა: ქნეს: ჩემი: ზედა: წამოკელვა:

422. კულა: სხვანი: დიდნი: ლაშქარნი: უკანა: მამეწეოდეს: იქით: და: აქათ: მამიჴდეს: ერთგნით: ვერ: მომერეოდეს: არ: მომწურვოდეს: წინანი: ზურგით: მესროდეს: მეოდეს: ჴმალსა: მივენდევ: გამიტყდა: ისარნი: დამელეოდეს:

423. მომეჯარნეს: ვეღარა: ვქენ: ნავით: ცხენი: გარდვიხტუნვე: ზღვა: ზღვა: ცურვით: წამოუვე: ჩემი: მჭურეტი: გავაცბუნვე: თანა: მყოლი: ყუელაკაი: დამიჴოცეს: დარჩა: მუნვე: ვინცა: მდევდა: ვერ: შემომჴდა: მიუბრუნდი: მივაბრუნვე:

424. აწ: იგი: იქნას: რაღაცა: ენებოს: ღ~თისა: წადილსა: ვეჭუ: ჩემი: სისხლი: არ: შერჩენ: ძალი: შესწევდეს: ქადილსა: ოჴრად: გაუჴდი: ყოფასა: მათ: საღამოსა: და: დილსა: უჴმობ: ყუავთა: და: ყორანთა: მათ: ზედა: ვაქნევ: ხადილსა:

425. იმა: ყმამან: შემიკუეთა: გული: მისკენ: მიმიბრუნდა: მოვახსენე: აჩქარება: შენი: ყოლა: არად: უნდა: მეცა: თანა: წამოგყუები: დაიჴოცნენ: იგი: მუნდა: ჩვენ: ორთავე: მეომარი: გაღანამცა: შეგვიძრწუნდა: