... (H-740), XVIII ს.

580. ღ~თო: ღ~თო: გიაჯები: რომელი: ჰფლობ: ქუენათ: ზესა: შენ: დაბადე: მიჯნურობა: შენ: აწესებ: მისსა: წესსა: მე: სოფელმან: მომაშორა: უკეთესსა: ჩემსა: მზესა: ნუ: ამოფხური: სიყუარულსა: მისგან: ჩემთვის: დანათესსა:

581. ღ~თო: ღ~თო: მოწყალეო: არვინ: მივის: შენგან: კიდე: შენგან: ვითხოვ: შეწევნასა: რაზომსაცა: გზასა: ვლიდე: მტერთა: ძლევა: ზღვათა: ღელვა: ღამით: მავნე: ამარიდე: თუღა: დავრჩე: გმსახურებდე: შენდა: მსხვერპლსა: შევსწირვიდე:

582. რა: ილოცა: ცხენსა: შეჯდა: მალვით: კარნი: გაიარნა: შერმადინცა: დააბრუნვა: თუცა: ვამნი: ადიადნა: მონა: ტირს: და: მკერდსა: იცემს: საბრალომან: ცრემლნი: ღვარნა: პატრონისა: ვერა: მჭურეტმან: ყმამან: რამცა: გაიხარნა:

583. მოსთქუამს: და: იტყუის: ვაი: მზეო: შენი: ადგილი: ჩრდილდები: შენ: მოგეშორე: დაღამდა: ჩემთვის: აღარა: დილდების: მე: მანდით: მესრის: ისარსა: ერთიცა: არ: ამცილდების გამყარა: ლხინსა: სოფელმან: აწ: თვალთა: ცრემლი: მილდების:

584. აწ: ამბავი: სხვა: დავიწყო: ყმასა: წავჰყევ: წამავალსა: არ: შეექნა: დარბაზობა: მას: დღე: როსტანს: გულ: გამწყრალსა: რა: გათენდა: ქუში: ადგა: ჰგავს: თუ: ადენს: პირით: ალსა: ჴმობა: ბრძანა: ვაზირისა: მიიყუანდეს: შიშით: მკრთალსა:

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა:

585. რა: ვაზირი: მოწიწებით: დარბაზს: ნახა: შემოსრული: როსტან: უთხრა: არა: მახსოვს: გუშინდელი: შენგან: თქმული: მაწყინე: და: გამარისხე: ვერ: დავიღე: დიდხან: სული: აზომ: რომე: გაგათრიე: შენ: ვეზირი: გულის: გული:

586. თუ: რად: მახსოვს: რად: უნდოდა: ისრე: ავად: რად: გაგჴადე: მართლად: უთქუამს: მეცნიერთა: წყენააო: ჭირთა: ბადე: ესე: გვარსა: ნუოდის: იქ: საქმე: ხვალმე: გაიცადე: აწ: მითხარ: თუ: რას: იტყოდი: თქუი: და: სიტყუა: გააკულადე:

587. კულა: მოახსენა: ვაზირმან: სიტყუა: ნაგუშინდელევი: რა: გაიგონა: შესთვალა: პასუხი: არ: ნაგრძელევი: შენ: თუ: უშმაგო: მგონიხარ: ვარმცა: ურია: მელევი: კულა: მაგისმეტად: ნუ: მასმენ: თუარა: მე: სულად: გელევი:

588. რა: გამოვიდა: ვაზირმან: ძებნა: ვერ: პოვა: მინანი: მართ: გაპარვასა: უთხრობდეს: მონანი: ცრემლთა: მდინანი: მან: თქუა: მე: დარბაზს: ვერ: შევალ: მახსოვნან: დღენი: წინანი: ვინცაღა: ჰკადრებს: მან: ჰკადროს: რაცა: ვთქუი: მასცა: ვინანი:

589. რა: ვაზირი: არ: შევიდა: კულა: მეფემან: კაცი: გზავნის: კაცმან: ცნის: და: გარეთ: დადგის: წასულა: ვერვინ: გაამჟღავნის: როსტანს: ეჭვი: შეუვიდა: ჭმუნვა: ამით: გაათავნის: თქუა: უცილოდ: გაიპარა: ვინ: მარტომან: ასთა: ავნის:

590. თავ: დადრეკით: იგონებდა: გულსა: ჰქონდა: ჭმუნვა: დიდი: უში: ქნა: და: აიხედნა: უბრძანებდა: მონას: მიდი: მოვიდეს: და: აწ: მიამბოს: შემოვიდეს: იგი: ფლიდი: რა: ვაზირი: შემობრუნდა: ფერი: ჰკრთა: და: ჰქონდა: რიდი:

591. კულა: შევა: დარბაზს: ვაზირი: დაღრეჯით: არ: მხიარულად: მეფემან: ჰკითხა: წასულა: მზე: დაუდგომლად: მთვარულად: მან: მოახსენა: ყუელაი: ვით: წასრულიყო: დარულად: მზე: აღარ: მზეობს: ჩვეთანა: დარი: არ: დარობს: დარულად:

592. რა: მეფემან: მოისმინა: დაიზახნა: მეტის: მეტნი: მოსთქუამს: იტყუის: ვაი: გაზრდილო: ვეღარ: გნახვენ: თვალნი: რეტნი: პირსა: მხოკით: ღაწუსა: გლეჯით: გააკუირვნა: მისნი: მჭურეტნი სად: წაჴე: და: სად: დაჰკარგენ: სინათლისა: ეგე: სუეტნი:

593. თუ: თავი: შენი: შენ: გახლავს: ღარიბად: არ: იხსენები: მაგრა: მე: რავქნა: გაზრდილო: აწ: სახლად: მმართებს: სენები: გამაღარიბე: დამაგდე: გულსა: გლახ: ვისთვის: ენები: შენად: შეყრამდის: პატიჟთა: ჩემთა: ვერ: იტყუის: ენები:

594. ოდეს: გნახავ: მხიარულსა: ნადირობით: შემოსრულსა: ვეღარ: გიჭურეტ: ნაბურთალსა: ტანსა: მჭევრსა: ჯავარ: სრულსა: ვეღარ: ვისმენ: ჴმასა: შენსა: სასმენელად: მე: მას: რულსა: აწ: უშენოდ: რა: გლახ: უყო: საჯდომსა: და: სრასა: სრულსა:

595. ვიცი: არ: მოგკლავს: შიმშილი: რაზომცა: დია: ირები: შენ: შენი: მშვილდი: დაგარჩენს: შენთა: ისართა: პირები: ნუ: თუ: კულა: ღ~თნ: წყალობით: გაგიადვილოს: ჭირები: მაგრა: თუ: მოვკუდე: გაზრდილო: ვისგანღა: დავიტირები:

596. ზარი: გაისმა: შემოკრფა: ჯარი: მრავალის: კაცისა: დარბას: ხასთაგან: ჯარია: ჴელითა: წვერთა: ტაცისა: იგლეჯს: და: იცემს: ყუელაი: ჴმა: ისმის: თავსა: ტკაცისა: თქუეს: ბნელი: გუმართებს: დღე: კრულთა: რადგან: მზე: მიგვიდრკა: ცისა:

597. რა: მეფემან: დიდებულნი: ნახნა: სულთქმით: შემოსტირნა: უთხრა: ხედავთ: მზემან: ჩვენმან: შუქნი: სრულად: დაგვიძვირნა: რა: ვაწყინეთ: რა: შევსცოდეთ: რად: გაგუყარნა: რად: გაგუწირნა: სპანი: მისგან: დაჭირულნი: ვინმცაღა: ვით: დაგუიჭირნა:

598. ყოვლნი: ტიროდეს: მოთქმიდეს: მერმე: დასწყნარდეს: გვიანად: მეფემან: ბრძანა: იკითხეთ: მარტოა: ანუ: ყმიანად: მოვიდა: მონა: შერმადინ: მოშიშრედ: სირცხვილიანად: ანდერძი: ჰკადრა: ატირდა: სიცოცხლე: უჩნდა: ზიანად: