... (H-740), XVIII ს.

484. პირი: შენი: ნახვად: ჩემად: თუ: მობრუნდეს: ტანი: ვითხოს: გული: მინდორს: არ: გაიჭრას: არ: ირმოს: არცა: ითხოს: თუ: გიტყუო: მოგაღორო: ღ~თნ: რისხვით: გამიკითხოს: შენმან: ჭურეტა: სიახლემან: მომაქარვოს: სევდა: მითხოს:

485. ამაზედა: შეიფიცნეს: მოყუარულნი: გულ: სადაგნი: იაგუნდი: ქარვის: ფერნი: სიტყუა: ბრძენნი: ცნობა: შმაგნი: შეუყვარდა: ერთმან: ერთი: სწვიდის: მიწყივ: გულსა: დაგნი: მას: ღამესა: ერთად: იყუნეს: შვენიერნი: ამხანაგნი:

486. ავთანდილცა: მასთანავე: ტიროდა: და: ცრემლი: ღვარა: რა: გათენდა: წამოვიდა: აკოცა: და: გაეყარა: ტარიელს: თუ: ვით: ეწყინა: რა: ქნას: ამას: ვერ: მიმხუდარა: ავთანდილცა: ჩატიროდა: შამბი: შიგან: ჩაიარა:

487. ავთანდილს: ასმათ: ჩამოჰყუა: ზენარით: ეუბნებოდა: მუჴლთა: უყრიდა: ტიროდა: თითითა: ეხვეწებოდა: ადრე: მოსულასა: ვედრებდა: მართ: ვითა: ია: ჭკნებოდა: მან: უთხრა: დაო: უთქუენოდ: სხვა: რამცა: მეგონებოდა:

488. ადრე: მოვალ: არ: გაგწირავ: არას: დავზამ: შინა: ხანსა: ოდენ: სხვაგან: არ: წავიდეს: ნურსად: არებს: იმა: ტანსა: აქათ: ორთვე: არ: მოვიდე: ვიქ: საქმესა: დაუგვანსა: შეიგენით: მივცემულვარ: ჭირსა: რასმე: თანის: თანსა:

ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა:

489. იგი: მუნით: წარმოსრული: სევდამანცა: განა: მოკლა: პირსა: იხოკს: ვარდსა: აპობს: ჴელი: მისი: გაამხოკლა: სისხლსა: მისგან: დადენილსა: მჴეცი: ყოვლი: გაამლოკლა: მისმან: ფიცხლა: სიარულმან: შარა: გრძელი: შეამოკლა:

490. მუნ: მივიდა: სადა: იგი: მისნი: სპანი: დაეყარნეს: ნახეს: იცნეს: რაგვარაცა: მართებს: ეგრე: გაეხარნეს: შერმანდინსცა: ახარებდეს: ფიცხლა: კაცთა: თავნი: არნეს: მოვიდაო: აქამდისი: ვისთვის: ლხინი: გაგუემწარნეს:

491. გაეგება: მოეხვია: ზედა: დასდვა: პირი: ჴელსა: აკოცებდა: სიხარულით: ცრემლთა: ღვრიდა: ველთა: მრწყუელსა: ესე: თქუა: თუ: ნეტარ: ღ~თო: ცხადსა: ვხედავ: ანუ: ბნელსა: მე: ვით: ღირსვარ: ამას: რომე: თვალნი: ჩემნი: გჭურეტენ: მრთელსა:

492. ყმამან: მდაბლად: მოიკითხა: ზედა: დასდვა: პირი: პირსა: უბრძანებდა: ღ~თსა: ვმადლობ: შენ: თუ: ჭირად: არა: გჭირსა: დიდებულთა: თაყუანისცეს: აკოცებდეს: ვინცა: ღირსა: ზარსა: სცემდეს: უხაროდა: უფროსსა: თუნდა: მცირსა:

493. მოვიდეს: სადა: საყოფად: სახლი: დგა: მუნ: აგებული: მოვიდა: ნახვად: ყოველი: მის: ქალაქისა: კრებული: მაშინვე: დაჯდა: ნადიმად: მორჭმით: ლაღი: და: შვებული: ენა: მის: დღისა: შვებასა: ყოლ: ვერა: იტყუის: კლებული:

494. შერმადინს: უთხრა: უამბო: ყოველი: მისგან: ნახული: ანუ: ვით: პოვა: იგი: ყმა: მისგანვე: მზედ: დასახული: ავთანდილს: ცრემლი: უყოფდა: უბნობდა: თვალ: დაფახული: უმისოდ: მყოფსა: სწორად: მიჩს: ჩემთვის: დარბაზი: დახული:

495. მუნ: ამბავი: შინაური: ყუელაკაი: მოახსენა: შენი: წასულა: არვინ: იცის: რაცა: მითხარ: აგრე: ვქენა: მას: დღე: მუნით: არ: წავიდა: ინადიმა: გაისვენა: ცისკრად: შეჯდა: გაემართა: დღე: რა: მზემან: გაათენა:

496. არცაღა: დაჯდა: ნადიმად: არცა: ქნა: კულა: ხალვათისა: შერმადინ: მახარობელი: წავა: მისულისა: მათისა: ფიცხლა: წავიდა: სავალი: სამ: დღე: ვლო: დღისა: ათისა: მას: ლომსა: ნახვა: უხარის: მის: მზისა: მეკამათისა:

497. შესთვალა: მეფე: უკადრი: ხარმცა: მორჭმით: და: დიდებით: ამა: საქმესა: ვიკადრებ: შიშით: კრძალვით: და: რიდებით: მის: ყმისა: ვერას: ვერ: მცნობი: უჴმობდი: თავსა: ფლიდობით: აწ: ვსცან: და: გაცნევ: ყუელასა: მოვალ: შვებით: და: მშვიდობით:

498. როსტევან: მეფე: უკადრი: მორჭმული: შეუპოველი [.......................................................................................] [.......................................................................................] [......................................................................................]

499. [.............................................................................................] ანუ: ბაღს: ალვა: საროსა: ახლოს: რგოს: მორწყოს: ა[...] მისსა: მჭურეტელსა: ალხინოს: ვერ: მჭურეტსა: ავაგ[...]იოს: ვაი: მოყუარისა: გაყრილსა: ახიოს: ეყოს: ახიოს:

500. ყმა: მხიარული: წყლიანი: დაიჩენს: არ: სიმძიმილსა: მისნი: კბილნი: და: ბაგენი: დაიშვენებენ: ღიმილსა: რა: მოიშოროს: მოყუარე: თვალთაგან: დასდებდი: მილსა: მუნით: ადენდი: წყაროსა: სოფლისა: დასაწვიმილსა:

501. მათ: მიხუდა: ლხინი: ყოველი: ერთმანერთისა: ჭურეტითა: ყმა: წამოვიდა: გაყრილი: მივა: გულითა: რეტითა: მზე: ტირს: სისხლისა: ცრემლითა: ზღვათაცა: მეტის: მეტითა: იტყუის: ვერ: გაძღა: სოფელი: ვაი: ჩემთა: სისხლთა: ხურეტითა:

502. ყმა: წავიდა: სევდიანი: მკერდსა: იცემს: ამად: ილებს: რომე: კაცსა: მიჯნურობა: ატირებს: და: გააფლიდებს: რა: ღრუბელი: მიეფარვის: მზე: ჴმელეთსა: დააჩრდილებს: მის: მოყურისა: მოშორება: აწ: აბინდებს: კულა: აჩრდილებს: