... (H-740), XVIII ს.

464. მერმე: ფრიდონ: მოიყუანა: მიძღუნა: ესე: ჩემი: ცხენი: მითხრა: ვხედავ: პირი: მზისა: თქუენ: საროსა: ეგე: ხენი: ვიცი: მეტი: არა: გინდა: ძღვენი: რამცა: გავკიცხენი: თვით: ამანვე: მოგაწონოს: საჴედრობა: სიფიცხენი:

465. ფრიდონ: გამომყუა: წავედით: ორთავე: ცრემლნი: ვღვარენით: მუნ: ერთმან: ერთსა: ვაკოცეთ: ზახილით: გავიყარენით: სრულად: ლაშქარნი: მტიროდეს: გულითა: მართლა: არენით: გაზრდილ: გამზრდელთა: გაყრასა: ჩვენ: თავი: დავადარენით:

466. ფრიდონისით: წამოსრულმან: წავე: ძებნად: კულა: ვიარე: რომე: არა: არ: დამირჩა: ჴმელთა: ზედა: ზღვათა: გარე: მაგრა: მისსა: მნახავსაცა: კაცსა: ვერას: შევეყარე: გული: სრულად: გამიშმაგდა: თავი: მჴეცთა: დავადარე:

467. ვთქუი: თუ: ჩემი: აღარაა: სიარული: ცუდი: ცურვა: ნუთუ: მჴეცთა: სიახლემან: უკუმყაროს: გულსა: ურვა: მონათა: და: ამ: ასმათსა: სიტყუა: უთხარ: შვიდი: თურვა: ვიცი: რომე: დამირჯიხართ: დია: გმართებს: ჩემი: მდურვა:

468. აწ: წადითო: და: მე: დამაგდეთ: ეტერენით: თავთა: თქუენთა: ნუღარ: უჭურეტთ: ცრემლთა: ცხელთა: თვალთა: ჩემთა: მონადენთა: რა: ესენნი: მოისმენდეს: საუბართა: ესოდენთა: მითხრეს: ჰაი: ჰაი: რასა: ბრძანებ: ნუ: მოასმენ: ყურთა: ჩვენთა:

469. უშენოსა: ნუმცა: ვნახავთ: ნუ: პატრონსა: ნუ: უფალსა: ნუთუ: ღ~თნ: არ: გაგუყარნეს: ცხენთა: თქუენთა: ნატერფალსა: შენ: გიჭურეტდეთ: საჭურეტელსა: შვენიერსა: სატურფალსა: თურე: ბედი: მოაღაფლებს: კაცსა: აგზომ: არ: ღაფალსა:

470. ვეღარ: გავგზავნენ: სიტყუანი: მესმნეს: მონათა: ჩემთანი: მაგრა: დავჰყარენ: არენი: მე: კაცრიელთა: თემთანი: სახლად: სამყოფნი: მიმაჩნდეს: თხათა: და: მათ: ირემთანი: გავიჭერ: სრულად: დავტკეპნენ: ქუე: მინდორნი: და: ზემთანი:

471. ესე: ქუაბნი: უკაცურნი: ვჰპოენ: დევთა: შეეკაფნეს: შემოვები: ამოვსწყუიტენ: ყოლა: ვერას: ვერ: მეჴაფნეს: მათ: მონანი: დამიჴოცნეს: ჯაჭუნი: ავად: მოექაფნეს: საწუთრომან: დამაღრიჯნა: ცქაფნი: მისნი: კულა: მეცქაფნეს:

472. აჰა: ძმაო: მაშინდითგან: აქა: ვარ: და: აქა: ვკუდები: ხელი: მინდორს: გავიჭრები: ზოგჯერ: ვტირ: და: ზოგჯერ: ვბნდები: ესე: ქალი: არ: დამაგდებს: არს: მისთვის: ცეცხლ: ნადები: ჩემად: ღონედ: სიკუდილისა: მეტსა: არას: არ: ვეცდები:

473. რომე: ვეფხი: შვენიერი: სახედ: მისად: დამისახავს: ამად: მიყუარს: ტყავი: მისი: კაბად: ჩემად: მომინახავს: ესე: ქალი: შემიკერავს: ზოგჯერ: სულთქუამს: ზოგჯერ: ახავს: რადგან: თავი: არ: მომიკლავს: ჴმალი: ცუდად: მომიმახავს:

474. მისსა: ვერ: იტყუის: ქებასა: ყოველი: ბრძენთა: ენები: მას: დაკარგულსა: ვიგონებ: მე: სიკუდილისა: მთმენები: მას: აქათ: ვახლავ: ნადირთა: თავსა: მათებრვე: მხსენები: სხვად: არას: ვიაჯ: ღ~თისაგან: ვარ: სიკუდილისა: მქენები:

475. აწ: ათია: წელიწადი: ინდოეთით: რა: წასრულა: მის: მთვარისა: ჩემგან: პოვნა: ანუ: ნახვა: გარდასრულა: აჰა: მიკუირს: ალმასისა: გული: გასძლებს: ამა: სრულა ყმამან: პირსა: ჴელი: იკრა: რა: ამბავნი: დაასრულა:

476. პირსა: იცა: გაიხეთქა: ღაწვი: ვარდი: ახაეწა: ლალი: ქარვად: გარდაიქცა: ბროლი: სრულად: დაილეწა: ავთანდილსცა: ცრემლი: წასდის: წამწამთაგან: ერთსა: ხეწა: მერე: ქალმან: დაადუმა: მუჴლ: მოყრილი: შეეხვეწა:

477. ტარიელ: უთხრა: ავთანდილს: ასმათის: დადუმებულმან: შენ: ყუელაკაი: გაამე: მე: ვერას: ვერ: ამებულმან: გიამბე: ჩემი: ამბავი: სიცოცხლე: გაარმებულმან: აწ: წადი: ნახე: შენი: მზე: ნახვისა: მოჟამებულმან:

478. ავთანდილ: უთხრა: მე: შენი: გაყრა: არ: მომეთმინების: თუ: გაგეყრები: თვალთაგან: ცრემლიცა: დამედინების: მართალსა: გითხრობ: ამისა: კადრება: ნუ: გეწყინების: შენ: ვისთვის: კუდები: მაგითა: მას: არა: არ: ელხინების:

479. რა: აქიმი: დასნეულდეს: რაზომ: გინდა: საქებარი: მან: სხვა: უჴმოს: მკურნალი: და: მაჯაშისა: შემტყობარი: მას: უამბოს: რაცა: სჭირდეს: სენი: ცეცხლთა: მომდებარი: სხვისა: სხვამან: უკეთ: იცის: სასარგებლო: საუბარი:

480. რაცა: გითხრა: მომისმინე: ბრძენი: გეტყუი: არა: ხელი: ასი: გმართებს: გაგონება: არ: გეყოფის: არ: ერთხელი: კარგად: ვერას: ვერ: მოივლენს: კაცი: აგრე: გულ: ფიცხელი: აწ: მე: მინდა: ნახვა: მისი: ვისგან: დამწვავს: ცეცხლი: ცხელი:

481. იგი: ვნახო: სიყუარული: მისი: ჩემთვის: დავამტკიცო: მოვახსენო: რაცა: მეცნას: მეტი: საქმე: არა: მიცო: შენ: გენუკევ: შემაჯერო: ღ~თი: იღ~თო: ცაცა: იცო: ერთმან: ერთი: არ: გავსწიროთ: მაფიცო: და: შემომფიცო:

482. რომე: აქათ: არ: წახვიდე: შენ: თუ: ამას: შემეპირო: მეცა: ფიცით: შეგაჯერებ: არასათვის: არ: გაგწირო: კულა: მოვიდე: შენად: ნახვად: შენთვის: მოვკუდე: შენთვის: ვირო: ღ~თსა: უნდეს: ვისთვის: კუდები: მისთვის: აგრე: არ: გატირო:

483. მან: მიუგო: უცხოს: უცხო: აგრე: ვითა: შეგიყუარდი: გასაყრელად: გეძნელები: იადონსა: ვითა: ვარდი: რაგვარამცა: დაგივიწყე: რაგვარამცა: უკუმქარდი: ღ~თნ: ქნას: და: კულაცა: გნახო: ალვა: მორჩი: განაზარდი: