... (H-740), XVIII ს.

542. ოდეს: ბრძენთა: გავიგონოთ: გონებითა: მთით: და: გორით: მიჯნური: და: სამიჯნურო: ერთმანერთსა: შევასწორით: ერთად: ვთქუენით: გაუყრელად: მათი: არა: გავაორით: მოყუარესა: მოყურისაგან: მოგონება: უნდა: შორით:

543. სამი: არის: მოყურისაგან: მოყურობისა: გამოჩენა: პირველ: ნდომა: სიახლისა: სიშორისა: ვერ: მოთმენა: მიცემა: და: არას: შური: ჩუქებისა: არ: მოწყენა: გავლენა: და: მოჴმარება: მისად: რგებად: ველთა: რბენა:

544. მან: გამისრულა: ყოველი: ესე: წესი: და: რიგები: აწ: ჩემგან: მართებს: მუქაფა: გულო: ჭირსამცა: შიგები: თუ: ვერა: ვარგო: მისთანა: მეცა: წასადმე: ვიგები: ხარ: რაზომ: ფერი: სოფელო: არვისგან: არ: შეიგები:

545. რადღა: ვაგრძელებ: სიტყუასა: ჟამია: შემოკლებისა: აწ: გაპარვაა: წამალი: ამა: გულისა: ლებისა: რასაცა: გვედრებ: ისმენდი: ვირე: დრო: იყოს: ხლებისა: შენ: გაამაგრე: დაჭირვა: ჩემისა: ნასწავლებისა:

546. აწ: მეფეთა: სამსახურად: პირველ: თავი: დაამზადე: სიკეთე: და: უკლებლობა: შენი: ჩემსა: გააცხადე: სახლი: ჩემი: შეინახე: სპათა: ჩემთა: ეთავადე: სამსახური: აქამდისი: კულაცა: უფრო: გააკულადე:

547. მტერთა: ჩემთა: ენაპირე: ძალი: ნურა: მოგაკლდების: ერთგულთათვის: კარგი: ნუ: გშურს: ორგულიცა: შენთვის: კუდების: შემოვიქცე: შენი: ჩემგან: ვალი: კარგად: გარდიჴდების: პატრონისა: სამსახური: არა: ოდეს: არ: წაჴდების:

548. ესე: ესმა: ცრემლი: ცხელი: შერმადინის: თვალთა: სდინდი: მოახსენა: მარტოობით: ჭირსა: რადმცა: შეუშინდი: მაგრა: რავქნა: უშენოსა: დამეცემის: გულსა: ბინდი: წამიტანე: სამსახურად: მოგეჴმარო: რაცა: გინდი:

549. ვის: ასმია: მარტოსაგან: ღარიბობა: ეგზომ: დიდი: ვის: ასმია: პატრონისა: ჭირსა: შიგან: ყმისა: რიდი: დაკარგულსა: გიგონებდე: რა: ვიქნები: აქა: ფლიდი: ყმამან: უთხრა: ვერ: წაგიტან: რაზომსაცა: ცრემლსა: ღურიდი:

550. შენგან: ჩემი: სიყუარული: ვითამც: არა: დამეჯერა: მაგრა: საქმე: არ: მოჴდების: ჟამი: ასრე: დამემტერა: ვის: მივანდო: სახლი: ჩემი: შენგან: კიდე: ვინმც: მეფერა: გული: დადევ: დაიჯერე: ვერ: წაგიტან: ვერათ: ვერა:

551. თუ: მიჯნური: ვარ: ერთი: ვჴამს: ხელი: მინდორთა: მარებად: არ: მარტო: უნდა: გაჭრილი: ცრემლისა: სისხლსა: ფერებად: გაჭრა: ხელია: მიჯნურთა: რად: სცალს: თავისა: ბერებად: ასრეა: ესე: სოფელი: შესჯერდი: კულა: შეჯერებად:

552. რა: მოგშორდე: მახსენებდი: სიყუარული: ჩემი: გქონდეს: არ: ვიშიშვი: მტერთა: ჩემთა: თავი: მონად: მომიმონდეს: ჴამს: მამაცი: გაგულისდეს: ჭირსა: შიგან: არ: დაღონდეს მძულს: რა: კაცსა: სააუგო: საქმე: არა: არ: შესწონდეს:

553. მე: იგი: ვარ: ვინ: სოფელსა: არ: ამოვჰკრებ: კიტრად: ბერად: ვის: სიკუდილი: მოყურისათვის: თამაშად: და: მიჩანს: მღერად: ჩემსა: მზესა: დავეთხოვე: გავუშვივარ: დავდგე: მერად: მას: თუ: დავსთმობ: თავსა: ჩემსა: ვეღარ: დავსთმობ: ვისსა: მერად:

554. აწ: ანდერძსა: ჩემსა: მოგცემ: როსტანს: წინა: დაწერილსა: შენ: შეგვედრებ: დაგიჭიროს: ვითა: გმართებს: ჩემსა: ზრდილსა: მოვკუდე: თავსა: ნუ: მოიკლავ: სატანასგან: ნუ: იქ: ქნილსა: ამაზედა: იტირებდი: და: იდებდი: თუალთა: მილსა:

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფეს წინაშე:

555. დაჯდა: წერად: ანდერძისად: საბრალოსა: საუბრისად: ჰე: მეფეო: გავიპარე: ძებნად: ჩემგან: საძებრისად: ვერ: დავდგები: შეუყრელად: ჩემთა: ცეცეხლთა: მამდებრისად: შემინდევ: და: წამატანე: მოწყალებ: მღრთეებრისად:

556. ვიცი: ბოლოდ: არ: დამიგმობ: ამა: ჩემსა: გაზრახულსა: კაცი: ბრძენი: ვერ: გასწირავს: მოყუარესა: მოყუარულსა: მე: სიტყუასა: ერთსა: კადრებ: პლატონისგან: სწავლა: თქმულსა: სიცრუე: და: ორპირობა: ავნებს: ჴორცსა: მერმე: სულსა:

557. რადგან: თავია: სიცრუე: ყოვლისა: უბადობისა: მე: რად: გავსწირო: მოყუარე: ძმა: უმტკიცესი: ძმობისა: არა: ვიქ: ცოდნა: რას: მარგებს: ფილასოფოსთა: ბრძნობისა: მით: ვისწავლებით: მოგვეცეს: შერთვა: ზეს: მწყობრთა: წყობისა:

558. წაგიკითხავს: სიყუარულსა: მოციქულნი: რაგვარ: სწერენ: ვით: იტყუიან: ვით: აქებენ: ცან: ცნობანი: მიაფერენ: სიყუარული: აგვამაღლებს: ვით: ეჟვანნი: ამას: ჟღერენ: შენ: არ: ჯერხარ: უსწავლელნი: კაცნი: ვითმცა: შეაჯერენ:

559. ვინ: დამბადა: შეძლებაცა: მანვე: მამცეს: ძლევად: მტერთად: ვინ: არს: ძალი: უხილავი: შემწედ: ყოვლთა: მიწიერთად: ვინ: საზღვარსა: დაუსაზღურებს: ზის: უკუდავი: ღ~თი: ღმერთად: იგი: გაჴდის: წამის: ყოფით: ერთსა: ასად: ასსა: ერთად:

560. რაცა: ღ~თსა: არა: სწადდეს: არა: საქმე: არ: იქნების: მზისა: შუქთა: ვერ: მჭურეტელი: ია: ჴმების: ვარდი: ჭკნების: თვალთა: ტურფა: საჭურეტელი: უცხოდ: რამე: დაშვენდების: მე: ვით: გავსძლო: უმისობა: ან: სიცოცხლე: ვით: ეგების: