... (H-66), 1832 წ.

391. უბრძანა თუ მოახსენე: ასმათ დაჯდეს ამილბარსა მან ბალიში დამართებით: დადვა მას მზედ საქებარი დავსჯე მივეც ლხინი გულსა: საწუთროსა დამგმობარსა მიკვირს სულნი რადღა მიდგან: ვიტყვი მისგან ნაუბარსა

392. მიბრძანა ძოღან გეწყინა: გაშვება უუბარისა მზემან გაყრითა დაგაჭკნე: ვითა ყვავილი ბარისა გაგსჯიდა დენა ცრემლისა: ნარგისთათ ნაგუბარისა მაგრამ ხამს ჩემგან სირცხვილი: და რიდი ამილბარისა

393. თუცა მართებს დედაკაცსა: მამაცისა დიდი კრძალვა მაგრამ მეტი უარეა: არა თქმა და ჭირთა მალვა მე თუ ზე პირ მიცინია: ქვე ქვე მითქვამს იდუმალ ვა ძოღან ქალი გამოვგზავნე: ვქენ მართლისა შემოთვალვა

394. ერთმანერთისა მას აქათ: რაცა ორთავე ვიცითა აწცა მიცოდი საშენოდ: მითვე პირითა მტკიცითა ამას შევსჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა გეცრუო ღ~თნ მიწა მქნას ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა

395. აწ შეები ხატაელთა ილაშქრე და ინაპირე ღ~თნ ქნას და გაგემარჯვდეს მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე მაგრა რა ვქმნა კვლაცა ნახვა: მამხვდებოდეს შენი ვირე გული მამეც გაუყრელად: ჩემი შენთვის დაიჭირე

396. აწ რასაცა მე მაღირსებ: ხორციელი არვინ ღირსა მოწყალება იჩქითია: ღ~თისა ამად არა მკვირსა შენთა შუქთა შემომადგამ: ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა შენი ვიყო სადამდისცა: დამიყოფდეს მიწა პირსა

397. ზედან წიგნსა საფიცარსა: შევფიცე და შემომფიცა მისგან ჩემი სიყვარული: ამით უფრო დაამტკიცა უშენოსა მოწონება: ვისიცაო გულსა მიცა ღ~თი მამკლავს ამას იქით: თავსა ვეტყვი ამას ვსწვრთიცა

398. დავყავ ხანი მას წინაშე: სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით ვსჭამეთ ამო ხილი რამე: ერთმანერთსა ვეუბენით მერე ავდექ წამოსავლად: ტირილით და ცრემლთა დენით მისთა შუქთა შვენებანი: ნათლად მადგა გულსა ფენით

399. მეძნელებოდა სიშორე: მისი ბროლ ბალახშ მინისა მე გამიახლდა სინათლე: მქონდა სიმრავლე ლხინისა ჩემთვის ჩნდა იგი სინათლე: ეთერიდ მზედ საჩინისა აწ მიკვირს მისი გაყრილი: გული მიც კლდისა ტინისა

400. დილასა შევჯე უბრძანე: ჰკარით ბუკსა და ნობასა სრულად სპათასა ვერ გითხრობ: არ შესხდომილად მზობასა ლომან მივმართე ხატავეთს: ვერვინ მიზრახავს მხრდლობასა უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი: არ გაივლიდენ გზობასა

401. დავაგდე მზღვარი ინდოთა: მევლო პაშტაი ხანია რამაზის კაცი მემთხვია: ვინ ხატაეთ ზედა ხანია მან მითხრა მოციქულობა: გულისა მოსაფხანია ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ: თქვენნი ინდოთა თხანია

402. მე შემამძღვნეს რამაზისგან: ძღვნად საჭურჭლე საშინელი გვითხრეს გკადრებს ნუ ამოგვწყვეტ: არის შენგან არ საქნელი ზენაარი გამოგვიღე: მით გვაბია ყელსა წნელი მოურბევლად მოგახსენნეთ: თავნი შვილნი საქონელი

403. რაცა შეგცოდეთ შეგვინდე: თვით ჩვენცა შეგვინანია თუ ღ~თითა შეგვიწყალებდეთ: აქა ნუ მოვლენ სპანია ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს: რისხვით არ დაგვტყუეს ცანია [...] მოგცეთ ციხე ქალაქი: მოგყვენ ცოტანი ყმანია

404. გვერდსა დავისხენ ვაზირნი: ვიუბნეთ გავეზრახენით მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი: ბერნი მით გკადრებთ გლახ ენით არიან მეტად მუხთალნი: ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით არამცა მოგკლან ღალატად: არამცა ვივაგლახენით

405. ჩვენ ამას ვარჩევთ წახვიდე: კარგითა მართ მამაცითა ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ: სცნობდენ ამბავსა კაცითა გულ მართლად იყვნენ მიენდევ: აფიცე ღ~თითა და ცითა არ დაგმორჩილდენ შერისხდი: რისხვითა კვლა და კვლაცითა

406. მეკეთა ესე თათბირი: ვაზირთა ნავაზირები შევსთვალე რამაზ მეფეო: ვსცან შენი დანაპირები სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე: დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები ლაშქართა დავყრი წამოვალ: ცოტათა შენ კერძ ვირები

407. მათ ლაშქართაგან სამასნი: კარგი მოყმენი ქველანი თანა წამომყვეს წაცაველ: დავყარენ სპანი ყველანი დავედრე სადა მე მევლოს: ვლენით იგივე ველანი ახლოს მამდევდით მიშველდით: გიხმობ თუ მინდა შველანი

408. სამ დღე ვიარე მემთხვია: სხვა კაცი მისვე ხანისა კვლავ ეძღვნა უცხო მრავალი: შესამოსელი ტანისა ებრძანა მწადსო სიახლე: შენ ლაღისა და ჯანისა რა შემეყარო მაშინ სცნა: შენ ძღნობა ამისთანისა

409. კვლაცა ეთქვა მართალია: აზომ ჩემი მონახსენი მე თვით წინა მოგეგები: მესწრაფების ნახვა შენი მოვახსენე დია ღ~თო: ბრძანება ვქმნა მეცა თქვენი ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი: ვიყვნეთ ვითა მამა ძენი

410. მუნით წასული ჩამოვხე: ტევრისა რასმე კიდესა კვლავ მოციქულნი მოვიდეს: სალამად არ დამრიდესა წინა ტურფათა ტაიჭთა: ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა შენსა ნახვასა მეფენი: თქვეს მართლად ინატრიდესა