... (A-859), 1841 წ.

394. ვთქჳთ თქვენი ძისა არა სმა, გულსა ვით მიეფარების. მაგრამ ჴმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების. ვისცა თხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების. სხვამცა რა გკადრეთ თჳთ იცით, მაგას რა მოეგვარების:-

395. დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული უც თუცა მელია. ვთქვი ჩემგან [...] ამისი არ ითქმის არ საქმნელია. მეფემან ბრძანა ხვარაზმშა, ჴელმწიფე ჴვარაზმელია. თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ, მისებრივ არ რომელია:-

396. რომე პირველვე დაესკუნა, მათ ესე შეეტყვებოდა. ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა. ჩემგან დაშლისა კადრება, მართ ამბად არ ეგებოდა. ოდენ დავმიწდი დავნაცრდი, გული მი და მო ჰკრთებოდა:-

397. დედოფალმან თქვა ხვარაზმშა, მეფეა მორჭმით მჯდომელი. მათსამცა შვილსა სასიძოდ, ჩვენთჳს სხუა სჯობდეს რომელი. შეცილებამცა ვით ვჰკადრე, რადგან თჳთ იყვნეს მდომელნი. მოწმობა დაესკუნა დავრთე, დღე ჩემი სულთა მხდომელი:-

398. გაგზავნეს კაცი ხორაზმშას, წინა შვილისა მთხოველი. შესთვალეს გახდა უმკვიდროდ, სამეფო ჩვენი ყოველი. არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე გასათხოველი. თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი:-

399. კაცი მოვიდა აევსო, ჯუბაჩითა და რიდითა. გახარებოდა ხვარაზმშას, სიხარულითა დიდითა. ებრძანა მოგვხუდა ღ~თისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა. თჳთ მაგისებრსა შვილსამცა, ჩვენ ხელსამცა რასა ვხდიდითა:-

400. კულავ გაგზავნეს სხვანი კაცნი, სასიძოსა მოყვანებად. დავედრეს ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად. მე მაშვრალი ნაბურთალი, საწოლს შეველ მოსვენებად. გულსა სევდა შემეყარა, ვიწყავ ჭირთა მოპოვნებად:-

401. მეტმან სევდამან მიმწურა, გულსა დაცემად დანისად. ასმათის მონა შემოდგა, ვსჯედი ლაღი და ჯანი სად. წიგნი მამართვა ეწერა, ვინ სჩან ალვისა ტანისად. ადრე მოდიო გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად:-

402. შევჯე წაველ ბახჩას მიველ, ვითა სცნობდენ ლხინთა ზომით. ბახჩა შევლე კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით. ნავხე ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით. დამიმძიმდა არა ვჰკითხე, ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით:-

403. იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა. ვითა წინას შემომცინის, აღრად ეგრე გამიღიმდა. ყოლე სიტყვა არ მამიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოწვიმდა. ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა:-

404. ჩემნი ერთნი გონებანი, მეტად შორად გამიკიდნა. წინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა. შეველ ვნახე იგი მთვარე, ჭირმან ყველამ უკუმრიდნა. გულსა შუქნი შამომადგნა, მაგრა გული არ დამიდნა:-

405. იყო არ ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი. ებურა მოშლით პირ ოქრო, რიდე მე მივეც რომელი. მითვე მწვანითა უებრო, მიწოლით ტახტსა მჯდომელი. ცრემლისა ღვარსა მოეცვა, პირი ელვათა მკრთომელი:-

406. ქუჱ წვა ვით კლდისა ნაპრალსა, ვეფხი პირ გამეხებული. არცა მზე გვანდა არც მთვარე, ხე ალვა ედემს ხებული. ასმათმან დამსვა შორს გვარად, გულსა მე ლახვარ ხებული. მერმე წამოჯდა წარბ შერჭმით, გამწყრალი გარისხებული:-

407. მიბრძანა მიკვირს რად მოხველ ,მშლელი პირისა მტკიცისა. გამწირავი და მუხთალი, შენ გამტეხელი ფიცისა. მაგრამ ნაცვალსა პასუხსა, მოგცემსო ზენამ იცისა. ვჰკადრე რა გკადრო პასუხი, მის ჩემგან მე უიცისა:-

408. ვთქვი პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა. რა შეგცოდე რა მიქნია, უცნობოსა ფერ ნამკრთალსა. კულავცა მითხრა რას გეუბნა, მტყუანსა და შენ მუხთალსა. დიაცურად რად მოვღორდი, მე დაუწვავ ამით ალსა:-

409. შენ არ იცი ხვარაზმშასი, საქმროდ ჩემად მოყვანება. შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება. შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება. ღ~თნ ქმნას და დაგირჩინო, ცუდად შენი ხელოვნება:-

410. გახსოვს ოდეს ჰაი ჰაი ზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ბანდეს. მკურნალნი და დასტაქარნი, წამალსაყე მოგიტანდეს. მამაცისა სიცრუჱსა, ნეტარ სხვანი რამცა გვანდეს. რადგან დამთმე მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს:-

411. ამას ვბრძანებ ვინცა გინდა, ეპატრონოს ინდოეთსა. ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოდ ვლიდენ თუნდა გზეთსა. ეგე აგრე არ იქმნების, აწ მამცთარხარ მოსაცეთსა. აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყუანსა და შენ აგეთსა:-

412. ცოცხალ ვიყო შენ ინდოეთს, ღ~თო ხანი ვერა დაჰყო. თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო. სხვა ჩემებრი ვერა ჰპოო, ცათამდისცა ხელი აჰყო. ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა სულთქვნა აჰყო:-

413. ვთქვი რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის მეტად. კულავ მიეცა თვალთა ძალი, მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად. აწ დავჰკარგე რად არ გიკვირ, რად ცოცხალვარ რად ვარ რეტად. ვაი სოფელო უხანოო, რად ზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად:-