... (W-27), XVII ს.

388. ავდექ წაველ ბაღჩას მიველ ვითა სცნობდენ ლხინთა ზომით ბაღჩა ჩავლე კოშკი დამხუდა ასმათ ვნახე ძირსა დგომით ვნახე ვსჭურეტდი ნატირებად ცრემლი აჩნდა ღაწუთა წთომით დამიმძიმდა არა ვჰკითხე ჩემი სჭირდა მისლუა ნდომით

389. იგი ვნახე დაღრეჯილი ესე მეტად დამიმძიმდა ვითა წინას შემომცინის აღარ ეგრე გამიღიმდა ყოლე სიტყვა არ მომიგო ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა ამით უფრო დამაწყლულა არა წყლულთა მიაქიმდა

390. ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა შინა კოშკად შემიყუანა ფარდაგსაცა ამიზიდნა შეველ ვნახე იგი მთუარე ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა გულსა შუქნი შემომადგა მაგრამ გული არ დამიდნა

391. იყო არ ნათლად ნათელი ფარდასა შემომდგომელი ებურნეს მოშლით პიროქრო მე მივეც რიდე რომელი მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი ელვათა მკრთომელი

392. ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული არცა მზე ჰგვანდა არც მთვარე ხე ალვა ედემს ხებული ასმათმან დამსვა შორს გვარად გულსა მე ლახვარ ხებული მერმე წამოჯდა წარბშერჭუმით გამწყრალი გამეხებული

393. მიბრძანა მიკვირს რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა გამწირავი და მუხთალი შენ გამტეხელი ფიცისა მაგრა ნაცვალსა პასუხსა მიგცემსო ზენამ იცისა ვჰკადრე რა გკადრო პასუხი საქმისა მე უიცისა

394. ვთქუი პასუხსა ვერას გკადრებ თუ არა ვსცნობ მე მართალსა რა შეგცოდე რა მიქნია უცნობოსა ფერ ნამკრთალსა კულაცა მითხრა რას გეუბნო მტყუვანსა და შენ მუხთალსა დიაცურად რად მოვღორდი მე დაუწუავ ამით ალსა

395. შენ არ იცი ხუარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება შენ ჯდომილხარ სავაზიროდ შენი რთულა ამას ნება შენ გასტეხე ფიცი ჩემი სიმტკიცე და იგი მცნება ღ~თნ ქნას და დაგირჩინა ცუდად შენი ჴელოვნება

396. გახსოვს ოდეს ჰაი ჰაი ზმიდი ცრემლნი შენნი ველთა ბანდეს მკურნალნი და დასტაქარნი წამალთყე მოგიტანდეს მამაცისა სიცრუესა ნეტარ სხვანი რამცა გვანდეს რადგან დამთმე მეცა დაგთმობ ვინძი უფრო დაზიანდეს

397. ამას ვბრძანებ ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა ეგრეც მე მაქუს პატრონობა უგზოს ვლიდენ თუნდა გზეთსა ეგე აგრე არ იქნების აწ მომცთარხარ მოსაცეთსა აზრნი შენნი შენვე გგვანან ტყუვანსა და შენ აგეთსა

398. ცოცხალ ვიყო შენ ინდოეთს ღ~თო ხანი ვერა დაჰყო თუ ეცადო დაყოფასა ჴორცთა შენთა სული გაჰყო სხუა ჩემებრი ვერა ჰპოვო ცათამდისცა ჴელი აჰყო ესე სიტყუა დაასრულა ყმა ატირდა სულთქვმით აჰყო

399. ვთქუი რა მესმა ესე მისგან მეიმედა მეტისმეტად კულავ მიეცა თვალთა ძილი მის ნათლისა ეგრე მჭურეტად აწ დავჰკარგე რად არ გიკვირს რად ცოცხალვარ რად ვარ რეტად ვაი სოფელო უხანოო რად ზი სისხლთა ჩემთა ხურეტად

400. შევხედენ ვნახე სასთუმალ მუსაფი გაშლით მდებარე ავდეგ ავიღე მღ~თისა და მერმე მათი მაქებარე ვჰკადრე თუ მზეო დაგიწვავ ჩემიცა დაწვი მზე ბარე რადგან არ მამკალ პასუხი ერთია გკადრო მე ბარე

401. რომე გკადრებ ესე სიტყუა აწ თუ ცუდად ნალიქნია ცამცა მრისხავს მზისა შუქნი ყოლე ჩემთვის ნაშუქნია თუ მაღირსებ განკითხვასა ავი არა არ მიქნია მან მიბრძანა რაცა იცი თქვიო თავი დამიქნია

402. კულაცა ვჰკადრე მეთუ მზეო თქვენთუის ფიცი გამეტეხოს ღ~თნ აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს ტანი მეხოს მაშა მაშინ როგორ დავრჩე რა ლახვარი გულსა მეხოს

403. მე მეფეთა დარბაზს მიჴმეს შექნეს დიდი ვაზირობა მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა დამეშალა ვერ დავშლიდი დამრჩებოდა უმეცრობა თავსა ვუთხარ მიემოწმე ჟამად გიჯობს გულ მაგრობა

404. მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე რადგან იგი ვერ მიმხუდარა არ იცის თუ ინდოეთი უპატრონოდ არ მომჴდარა ტარიელ არს მემამულე სხუასა მართებს არად არა ვის მოიყუანს არა ვიცი ანუ იგი ვინ მამცდარა

405. ვთქუი ამითა ვერას ვიქ სხუა რამ ღონე მოვიგვარო თავსა უთხარ ნუ მოგიცავ გონებაო მრავალგვარო მედვა გული მჴეცისაებრ ათასჯერცა მინდორს ვარო ვისმცა მივეც თავი შენი შენვე სადმე არ წამგვარო

406. სულთა ვჰრყიდი გულისათვის კოშკი ამად გამებაზრა იგი წვიმა დარენელდა რომე პირველ ვარდი აზრა ვნახე ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა მიბრძანა თუ ეგე საქმე მემცა მართლად რად მიაზრა

407. არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა ორგულობასა უარის ქმნასა ღ~თისასა ამისთვის არ მადლობასა იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა მე და შენ ვიჯდეთ ჴელმწიფედ სჯობს ყოვლსა სიძესძლობასა