... (H-741), XIX ს.

391. მე უთხარ დაო შენგან ვეჭვ: ამა გულისა წამალსა: ზენაარ სულთა ნუ გამყრი: ამბვითა მშრეტდი ამ ალსა: ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყუეტ: შენ ზედას ზედა მავალსა: თუ რას სცნობ ჩემთვის არ ვეჭვ: მე შენგან არ დანამალსა:

392. შევჯე წამოველ მდიოდა: ნაკადი ცრემლთა მილისა: საწოლს შემოვე ხელ ქმნილსა: ღონე არ მქონდა ძილისა: ბროლი და ლალი შევიქმენ: მე ულურჯესი ლილისა: ღამე მერჩია მეწადა: არ გათენება დილისა:

393. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს: მათგან მოსულისა დრონია: სიტყვანი შემოეთვალნეს: ლაღნი და უკადრონია: არცა რამ ჩვენ ვართ ჯაბანნი: არ ციხე უმაგრონია: ვინ არის თქვენი ხელმწიფე: ჩვენ ზედა რა პატრონია:

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი პასუხად:

394. მოეწერა რამაზ მეფე: წიგნს გიწერსა ტარიელსა: გამიკვირდა რა ეწერა: წიგნსა შენგან მონაწერსა: რაგვარა თუ მანდა გეჴმე: ვინ ჰპატრონობ ბევრსა ერსა: ამის მეტსა ნუღა ვნახავ კვლავღა წიგნსა შენ მიერსა:

395. უბრძანე წვევა ლაშქართა: გავგზავნე მარზაპანია: იგი ვარსკვლავთა ურიცხვი: მოჰკრბეს ჰინდოთა სპანია: შორით და ახლოთ ყველანი: მართ ჩემკენ მონასხრპანია: ერთობ ლაშქრითა აივსო: მინდორი კლდე კაპანია:

396. ფიცხლა მოვიდეს არ ექნა: მათ შინა ხანდაზმულობა: აღლუმი ვნახე მეკეთა: ლაშქართა მოკაზმულობა: სიჩაუქე და სიკეთე: აბჯართა ხვარაზმულობა: ტაიჭთა მათთა სიკეთე: კეკლუცად დარაზმულობა:

397. ავმართე დროშა მეფისა: ალმითა წითელ შავითა: დილასა ვბრძანე გამართვა: ლაშქრითა უთვალავითა: თავსა ვსტიროდი ვიტყოდი: ბედითა მეტად ავითა: მზე თუ არ ვნახო არ ვიცი: ვიარო ვითა და ვითა:

398. შინა მიველ დაღრეჯილსა: გულსა სევდა მიიეფდა: თვალთა ვითა საგუბარი: ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა: ბედი ჩემი უბედური: ვთქვი ჯერთაცა ვერ გამეფდა: ხელმან ვარდი რად იხელთა: რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა:

399. მონა შემოდგა მივეცი: საქმესა გაკვირვებულსა: ასმათის წიგნი მამართვა: მე მეტად შეჭირვებულსა: ეწერა გიხმობს შენი მზე: შენ მისთვის მოსურვებუსა: მოდი სჯობს მანდა ტირილსა: საქმესა ბედით ვებულსა:

400. ვითა მართებდა ეგზომი: რამცა ვით გავიხარეო: შეღამდა წაველ ბაღისა: მე კარი შევიარეო: სად ასმათ პირველ მენახა: მუნვე ჩნდა მდგომიარეო: სიცილით მითხრა წამოვლე: მოგელის ლომსა მთვარეო:

401. შემავლო სახლი ნაგები: კეკლუცად ბანის ბანითა: გამოსჩნდა მთვარე ნათლითა: გარე შუქ მონავანითა: ფარდაგსა შიგან მჯდომარე: შესამოსლითა მწვანითა: საკვირველი და ღარიბი: უცხო პირად და ტანითა:

402. შევე წავდეგ ნოხთა პირსა: მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად: გულსა ბნელი განმინათლდა: ზედა ლხინი ადგა სვეტად: მას ბალიში შემოეგდო: მზისა შუქსა სჯობდა მეტად: ჩემგან პირსა იფარვიდა: აიხედის წამსა ჭვრეტად:

403. უბრძანა თუ მოახსენე: ასმათ დაჯდეს ამილბარსა: მან ბალიში დამართებით: დადვა მას მზედ საქებარი: დავსჯე მივსცენ გულსა ლხინი: საწუთროსა დამგმობარსა: მიკვირს სულნი რადღა მიდგან: ვიტყვი მისგან ნაუბარსა:

404. მიბრძანა ძუღან გეწყინა: გაშვება უუბარისა: მზემან გაყრითა დაგაჭკნე: ვითა ყვავილი ბარისა: დაგსჯიდა დენა ცრემლისა: ნარგიზთათ ნაგუბარისა: მაგრამ ხამს ჩემგან სირცხვილი: და რიდი ამილბარისა:

405. თუმცა მართებს დედაკაცსა: მამაცისა დიდი კრძალვა: მაგრამ მეტი უარეა: არა თქმა და ჭირთა მალვა: მე თუ ზე პირ მიცინია: ქვე ქვე მითქვამს იდუმალ ვა: ძოღან ქალი გამოვგზავნე: ვქენ მართლისა შემოთვალვა:

406. ერთმანერთისა მას აქათ: რაცა ორთავე ვიცითა: აწცა მიცოდი საშენოდ: მითვე პირითა მტკიცითა: გეცრუო ღ~თნ მიწა მქნას: ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა: ამას შევსჯერდი დიდითა: ზენარითა და ფიცითა:

407. აწ შეები ხატაელთა: ილაშქრე და ინაპირე: ღ~თნ ქნას და გაგიმარჯოს: მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე: მაგრა რა ვქნა კვლაცა ნახვა: მამხვდებოდეს შენი ვირე: გული მამეც გაუყრელად: ჩემი შენთვის დაიჭირე:

408. აწ რასაცა მე მაღირსებ: ჴორციელი არვინ ღირსა: მოწყალება იჩქითია: ღვთისა ამად არა მკვირსა: შენთა შუქთა შემომადგამ: ბნელსა გულსა ზედა ჭვირსა: შენი ვიყო სადამდისცა: დამიყოფდეს მიწა პირსა:

409. ზედან წიგნსა საფიცარსა: შევფიცე და შემომფიცა: მისგან ჩემი სიყვარული: ამით უფრო დაამტკიცა: უშენოსა მოწონება: ვისიცაო გულსა მიცა: ღ~თი მომკლავს ამას იქით: თავსა ვეტყვი ამას ვსწვრთიცა: