... (H-302), 1803 წ.

390. გაღანამცა ვიწინაშე, აჰა რიდე რომე მთხოვე, ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ჰპოვე, დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშუჱლე რა მარგე მოვე, სოფელს მყოფსა უშენოსა, კაცსა ვისმცა შევეპოვე-

391. ქალი ადგა გამეყარა, დავწევ ამოდ დამეძინა, მაგრამ შევჰკრთი საყუარელი, ჩემი ვნახე ძილსა შინა, გამეღვიძა აღარა მყუა, სულდგმულობა მომეწყინა, ღამე ასრე გავათენე, მისი ჴმაცა არ მესმინა-

392. დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქნა მწუხრმან ჟამითა, ავდეგ ვსცან მათი ამბავი, წასლვა ვჰქენ მითვე წამითა, ვნახე ორნივე ერთგან სხდეს, სახითა ოდენ სამითა, რა მიველ მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა-

393. მიბრძანეს თუ ღ~თნ ასრე, დაგვაბერნა დაცაგვლია, ჟამი გუახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია, ყმა არ მოგუცა ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია, ყმისა არ სმა არა გვაგვა, ამად ზედან წაგვითვლია-

394. აწ ქალისა ჩვენისათვის, ქმარი გვინდა სად მოვნახოთ, რომე მივცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ, სამეფოსა ვაპატრონოთ, საჴელმწიფო შევინახოთ, არ ამოვსწყდეთ მტერთა ჩვენთა, ჴრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ-

395. ჰსვთქუი თქვენი ძისა არა სმა, გულსა ვით მიეფარების, მაგრამ კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების, ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების, სხუამცა რა გკადრეთ თჳთ იცით, მაგას რა მოეგვარების-

396. დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიძს თუცა მელია, ვჰსთქუი ჩემგან დაშლა, ამისი არ ითქმის არ საქმნელია, მეფემან ბრძანა ხვარაზმშა, ჴელმწიფე ხვარაზმელია, თუ მოგუცემს შვილსა საჩვენოდ, მისებრივ არ რომელია-

397. რომე პირველუჱ დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა, ერთმანერთსაცა უჭურეტდეს, სიტყუაცა აგრე სწბებოდა, ჩემგან დაშლისა კადრება, მართ ჰამბად არ ეგებოდა, ოდენ დავმიწდი დავნაცრდი, გული მი და მო ჰკრთებოდა-

398. დედოფალმან ჰსთქუა ხვარაზმშა, მეფეა მორჭმით მჯდომელი, მათსამცა შვილსა სასიძოდ, ჩვენთვის სხვა სჯობდეს რომელი, შეცილებამცა ვით ვჰკადრე, რადგან თჳთ იყვნეს მდომელნი, მოწმობა დავჰრთე დაესკვნა, დღე ჩემი სულთა მჴდომელი-

399. გაგზავნეს კაცი ხორაზმშას, წინა შვილისა მთხოველი, შესთუალეს გახდა უმკვიდროდ, სამეფო ჩვენი ყოველი, არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე გასათხოველი, თუ მოგუცემ შვილსა სამისოდ, სხუასა ნუღარას მოელი-

400. კაცი მოვიდეს აევსო, ჯუბაჩითა და რიდითა, გახარებოდა ხუარაზმშას, სიხარულითა დიდითა, ებრძანა მოგვხვდა ღუთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა, თჳთ მაგისებრსა შვილსამცა, ჩვენ ჴელსამცა რასა ვჰხდიდითა-

401. კვლავ გაგზავნეს სხვანი კაცნი, სასიძოსა მოყუანებად, დაავედრეს ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად, მე მაშვრალი ნაბურთალი, საწოლს შეველ მოსვენებად, გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად-

402. მეტმან სევდამან მიმწურა, გულსა დაცემად დანისად, ასმათის მონა შემოდგა, შევჯე ლაღი და ჯანი სად, წიგნი მამართუა ეწერა, ვინ სჩან ალვისა ტანისად, ადრე მოდიო გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად-

403. შევჯე წაველ ბაღჩას მიველ, ვითა ჰსცნობდენ ლხინთა ზომით, ბაღჩა შეველ კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით, ვნახე ვსჭურეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით, დამიმძიმდა არა ვჰკითხე, ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით-

404. იგი ვნახე დაღრეჯილი, გაღანამცა დამიმძიმდა, ვითა წინას შემომცინის, აღრად ეგრე გამიღიმდა, ყოლე სიტყვა არ მამიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოწვიმდა, ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა-

405. ჩემნი ერთნი გონებანი, მეტად შორად გამიკიდნა, შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა, შეველ ვნახე იგი მთუარე, ჭირმან ყველმან უკუმრიდნა, გულსა შუქნი შემომადგნა, მაგრამ გული არ დამიდნა-

406. იყო არ ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი, ებურა მოშლით პირ ოქრო, რიდე მე მივეც რომელი, მითუჱ მწუანითა უებრო, მიწოლით ტახტსა მჯდომელი, ცრემლისა ღუარსა მოეცვა, პირი ელვათა მკრთომელი-

407. ქუჱ წუა ვით კლდისა ნაპრალსა, ვეფხი პირ გამეხებული, არცა მზე ჰგუანდა არც მთუარე, ხე ალვა ედემს ხებული, ასმათმან დამსვა შორს გვარად, გულსა მე ლახვარ ხებული, მერმე წამოჯდა წარბ შერჭმით, გამწყრალი გარისხებული-

408. მიბრძანა მიკვირს რად მოხველ, მშლელი პირისა მტკიცისა, გამწირავი და მუხთალი, შენ გამტეხელი ფიცისა, მაგრამ ნაცუალსა პასუხსა, მოგცემსო ზენამ იცისა, ვკადრე რა გკადრო პასუხი, მის ჩემგან მე უიცისა-

409. ვჰსთქუი პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა, რა შეგცოდე რა მიქნია, უცნობოსა ფერ ნამკრთალსა, კულაცა მითხრა რას გეუბნა, მტყუანსა და შენ მუხთალსა, დიაცურად რად მოვღორდი, მე დაუწვავ ამით ალსა-