.... (H-1759), XIX ს.

391. მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რადგან იგი ვერ მიმხვდარა არ იცის თუ ინდოეთი, უპატრონოდ არ მომხდარა ტარიელ არს მემამულე, სხვასა მართებს არვის არა ვის მოიყვანს არა ვიცი, ანუ იგი ვინ მამცდარა

392. ვთქჳ ამითა ვეღარას ვიქ, ღონე სხვა რა მოვიგვარო თავსა უთხარ ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ გვარო მედვა გული მჴეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო ვისცა მივსცე თავი შენი, შენვე რად მე არ წამგვარო

393. სულთა ვყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა იგი წვიმა დარენელდა, რომე პირველ ვარდს აზრა ვნახე ძოწსა მარგალიტი, გარე ტურფად მოემაზრა მიბრძანა თუ ეგე საქმე, მეცა მართლად თვით მეაზრა

394. არ დავიჯერებ მე შენსა, ღალატსა ორგულობასა უარის ქნასა ღ~თისასა, ამისთვის არ მადლობასა იაჯდი თავსა ჩემსა და, მორჭმით ჰინდოეთს ფლობასა მე და შენ დავსხდეთ ინდოეთს, სჯობს ყოვლსა სიძე სძლობასა

395. მე ლმობიერად მომიტკბა, გამწყრალი გამქისებული ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირ გავსებული ახლოს დამისვა დამიტკბა, აქამდის არ ღირსებული მეუბნებოდა დამივსო, ცეცხლი ამითა გზებული

396. მიბრძანა თუ გონიერი, ხამს აროდეს არ აჩქარდეს რაცა სჯობდეს მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს თუ სასიძო არ მოუშვა, ვაი თუ მეფე გაგიმწარდეს შენ და ისი წაიკიდნეთ, ჰინდოეთი გარდაჰქარდეს

397. კულავ თუ სიძე შემოუშვათ, მე შემირთავს იყოს ასდენ ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეული გაგვიფლასდენ მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ ეგე ამბვად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ

398. მე ვჰკადრე ღ~თნ აშოროს, მის ყმისა შენი ქმარობა რა შემოვიდენ ინდოვეთს, შევიგნა მათი გმირობა უჩვენო ჩემი ძალ გული, და ჩემი მეომარობა ასრე დავხოცნე შეეძლოს, აღარას არ სახმარობა

399. მიბრძანა თუ ჴამს დიაცი, დიაცურად საქმე დედლად დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად რა მოვიდეს სიძე მოკალ, მათთა სპათა აუწყვედლად ქნა მართლისა სამართლისა, ხესა შეიქს ხმელსა ნედლად

400. ასრე ქენ ჩემო ლომო და, მჯობო ყოველთა გმირთაო მიპარვით მოჰკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო მისთა სპათაცა ნუ დაჴოც, ზროხათა ვითა ვირთაო დიადი სისხლი უბრალო, კაცმანცა ვით იტვირთაო

401. იგი რა მოჰკლა ეუბენ, პატრონსა ჩემსა მამასა ჰკადრე თუ სპარსთა ვერა ვიქმ, ჰინდოეთისა ჭამასა ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა არ დამეხსნები გაგიხდი, ქალაქსა ვითა ტრამასა

402. ჩემი ყოლა ნურა გინდა, სიყვარული ნუმცა ნდომა ამით უფრო მოგეცემის, სამართლისა შენ მოხდომა ქნას მეფემან ყელ მოტეხით, შემოხვეწა შემოკდომა ჴელთა მოგცემ თავსა ჩემსა, შეგვფეროდეს ერთგან სხდომა

403. ესე მეტად მომეწონა, თათბირი და გამორჩევა ჩემთა მტერთა დავაცადე, დასახოცლად ხრმლისა ქნევა მერმე ავდეგ წასასავლად, მან დამიწყო ქვე ქვე წვევა მწადდა მაგრა ვერ შევმართე, შეჭიდება შემოხვევა

404. ხანი დავჰყავ გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი ჭირი ბევრჯელ ვაათასე, ლხინი ჩემი ვაერთხელი მერმე წასვლა არა მწადდა, ამად მივალ არ ფიცხელი

405. მოვიდა კაცი სასიძო, მოვაო მოსლვა გვახარა მაგრა თუ ღ~თი რას უზამს, არა იცოდა გლახ არა მეფესა მიხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა მიბრძანა ახლოს მიმისვა, მოდიო თავი დახარა

406. მიბრძანა ჩემთვის ესე დღე, ლხინი და სიხარულია გარდავიხადოთ ქორწილი, ხამს ვითა დასასრულია კაცი გავგზავნოთ მოვიღოთ, ყოვლგნით საჭურჭლე სრულია უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია

407. მე გავგზავნენ ყოველგნით, კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ დამზმელნი შიგნი ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხორაზმელნი მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა, ვერ იტევდეს ვერცა ველნი

408. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ, კარვითა მოედანია გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია მუნ მისად ნახვად გავიდენ, უშენოდ სპანია სხვანია შენ აქა ნახენ კმარიან, იქა ნახვისად კმანია

409. მაედანს დავდგი კარვები, წითლისა ატლასებისა მოვიდა სიძე გარდახდა, დღე გვანდა არ აღვსებისა შეიქმნა გასლვა შიგანთა,თემ თემად დას დასებისა დაიწყეს დგომა ლაშქართა, ჯარია მუნ ხასებისა

410. ცხენისაგან არ გარდავხე, წაველ ფიცხლად დავმორჩილდი ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე ცრემლსა რასა მილდი მითხრა შენი შესწრობილი, ტირილსამცა ვით ავსცილდი გაუწყვედლად ვით გამართლო, რაგვარამცა გავაქილდი