... (Q-1335), XVIII ს.

394. მეფემ უძღვნა მამა ჩემსა უსაზომო საბოძვრითა დიდროანი ტაბაკები სავსე თუალთა გუარითა უბრძანებდა სარდან შვილო ამით ამოთა საუბრითა თავსა ხურვენ უცხოს რასემე მუშაკთა და ამბარითა

395. ლხინობდეს და თამაშოობდეს გამოვიდეს ღამე დღნი ღ~თისა იყო ბრძანებანი საწუთროსა კარის მღენი დაორსულდა დედა ჩემი მოდგეს სრასა ძღუნის მომდენი ღონე მქონდეს არ მინდოდა თქმა ამბავთა ეგრე შენი

396. კრულმცა არს ჩემი დაბადება ჴელმწიფესა აცნობესა ვაჟი მიხუდა ამილბარსა დედოფალსა შეჰკადრესა ლხინი მოგუცა შემოქმედმან ნუ მოვიწყენთ ეგრე თქვესა ილხენდეს და თამაშობდეს შეჭირვება დაჰკარგესა

397. ამისმეტს ვეღარ უძლებ ასმათ გკადროს რაცა ვქენა ადგა ასმათ დაუწყნარდა ყველა წურილად მოახსენა მე სოფელსა აღარ უნდი მით საქმითა შევიგენა ესე თქვა და ყმამან სულთქნა კვლა დაუწყო ცრემლმან დენა

398. ძე არა ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა ჭმუნვა ქონდა ჟამი იყო მით აეხუნეს სპანი ზარსა ვაი კრულია დღემცა იგი მე მივეცი ამილბარსა მეფემან თქვა შვილად გავზრდი თვით ჩემივე გვარი არსა

399. მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილათ მათად საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ჴელმწიფეთა ქცევა ქნათად მოვიწიფე დავემსგავსე მზესა თუალად ლომსა ნაკვთად

400. ასმათ მითხრობდი რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა ხუთისა წლისა შევიქენ მსგავსი ვარდისა შლილისა ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა მართ ვითა სილისა არა ჰგავიდოდის ფარსადანს მისი არა სუმა შვილისა

401. ნადიმსა შიგან მოყმენი სიცილით მოგეგებნიან მოასპარეზე მესროლთა ღონე ჩემგანვე ძებნიან მებრძოლთა შიგან მებრძოლნი ვერავინ ვერ შემებნიან თვით შუბოსანი ჩემებრი არავინ არ ეგებნიან

402. მე ხუთისა წლისა ვიყავ დაორსულდა დედოფალი ესე რა თქვა ყმამან სულთქნა ცრემლით ბრძანა შობა ქალი დაბნედასა მიეწურა ასმათ ასხა გულსა წყალი თქვა მაშინვე მზესა ჰგვანდა აწ მედების ვისგან ალი

403. წიგნი წიგნსა ეცემოდა დედოფალი ოდეს შობდა მოციქული მოციქულსა ჰინდოეთი სრულად სცნობდა მზე და მთუარე განსცხრებოდეს სიხარულით ცა ნათობდა ყოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა

404. ასმათ შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერმიხდილისა მზესა მე ვსჯობდი შუენებით ვით ბინდსა ჟამი დილისა იტყოდეს ჩემი მნახავნი მსგავსია ედემს ზრდილისა აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა

405. ქება არ ითქუმის ენითა აწ ჩემგან ნაუბარითა ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ გვარითა საჭურჭლე გასცეს აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა

406. საშობელი გაიყარა ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა მართ მაშინვე გუანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა უყვარდით და სწორად უჩნდით მეფესა და დედოფალსა აწ ვაჴსენებ ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა

407. ყმა დაბნდა რა საჴელისა ხსენებასა მიეწურა ავთანდილსაც აეტირა მისმან ცეცხლმან გულსა მურა ქალმან სულად მოაქცია მკერდსა წყალი დააპკურა თქუა ისმენდი მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურა

408. მას ქალსა ნესტანდარეჯან იყო სახელად ჴმობილი შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი მთვარისა მსგავსიმზისაგან შვენებით არშეფრობილი მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი წდობილი

409. იგი ასრე მოიწიფა მე შემეძლო შესულ[ა] ომსა მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქნისა მწთომსა მამასავე ჴელთა მიმცეს რა შევიქენ ამა ზომსა ვბურთობდი და ვთამაშობდი ვით კატასა ვჰჴოცდი ლომსა

410. მეფემან სახლი ააგო შიგა სამყოფი ქალისა ქვად ბაზარი სხდა კუბო დგა იაგუნდისა თვალისა პირსა ბაღჩა დასაბანლად სარაჯი ვარდის წყალისა იგი მუნ იყვის მედების ვისგან საჴუმილი ალისა

411. დღე და ღამე მუჯამრითა ეკმევოდის ალვა თლილი ზოგჯერ კოშკს ჯდის ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის რა დგის ჩრდილი დავარ იყო და მეფისა ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი მას სიბრძნისა სასწავებათ თვით მეფემან მისცა შვილი

412. სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა ვერვინ ვხედევდით შეიქნა პირითა მინა ვარდითა ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან იმღერდის ნარდითა მუნ იზრდებოდის ტანითა გაბაონს განაზარდითა

413. თხუთმეტისა წლისა ვიყავ მეფე მზრდიდის ვითა შვილსა დღისით ვიყ[ა]ვ მას წინაშე გამიშვებდის არცა ძილსა ძალად ლომსა თვალად მზესა ტანად ვგუანდი ედემს ზრდილსა სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქნილსა