... (Q-376), XIX ს.

391. შინა მიველ დაღრეჯილსა, გულსა სევდა მიიეფდა. თვალთა ვითა საგუბრითა, ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა. ბედი ჩემი უბედური, ვჰსთქჳ ჯერეთცა ვერ გამეფდა. ხელმან ვარდი რად იჴელთა, რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა:-

392. მონა შემოდგა მივეცი, საქმესა გაკჳრვებულსა. ასმათის წიგნი მომართუა, მე დია შეჭირვებულსა. ეწერა გიხმობს შენი მზე, შენ მისთჳს მოსურვებულსა. მოდი ჰსჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა:-

393. ვითა მმართებდა ეგზომი, რამც ვითა გაჳხარეო. შეღამდა წაველ ბაღისა, მე კარი შეჳარეო. სად ასმათ პირუჱლ მენახა, მუნვე ჰსჩნდა მდგომიარეო. სიცილით მითხრა წამოვვლე, მოგელის ლომსა მთუარეო:-

394. შემავლო სახლი ნაგები, კეკლუცად ბანის ბანითა. გამოჩნდა მთუარე ნათლითა, გარე შუქმონავანითა. ფარდაგსა შიგან მჯდომარე, შესამოსლითა მწუანითა. საკვრძალაჳ და ღარიბი, უცხო პირით და ტანითა:-

395. შეველ წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად. გულსა ბნელი განმინათლა, ზე ნათელი ადგა სვეტად. მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა ჰსჯობდა მეტად. ჩემგან პირსა იფარჳდა, აიხედის წამსა ჭურეტად:-

396. უბრძანა თუ მოახსენე, ასმათ დაჯდეს ამილბარსა. მან ბალიში ქუჱ ჰსდუა ვჰსჭურეტდი, მზისა დისკოდ საქებარსა. დავჰსჯე მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა. მიკჳრს სულნი რადღა მიდგან, ვიტყჳ მისგან ნაუბარსა:-

397. მიბრძანა ძუღან გეწყინა, გაგზავნა უუბარისა. მზემან გაყრითა დაგაჭკნე, ვითა ყუაჳლი ბარისა. დაგჰსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგიზთად ნაგუბარისა. მაგრამ ჰჴამს ჩემგან სირცხჳლი, და რიდი ამილბარისა:-

398. თუცა ჰმართებს დედაკაცსა, მამაცისა დიდი კრძალვა. მაგრამ მეტი აუგია, არა თქმა და ჭირთა მალვა. მე თუ ზე პირ მიცინია, ქუჱ ქუჱ მითქუამს იდუმალ ვა. ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვჰქმენ მართლისა შემოთუალვა:-

399. ერთმანერთისა მას აქეთ, რაცა ორთაუ ჱ ვიცითა. აწცა მიცოდი საშენოდ, მითუჱ პირითა მტკიცითა. ამას შევჯერდი დიდითა, ზენარითა და ფიცითა. გეცრუო ღ~თნ მიწა მჰქმნას, ნუცა ცხრითაუჱ ვჰზი ცითა:-

400. წა შეები ხატაველთა, ილაშქრე და ინაპირე. ღ~თნ ჰქმნას და გაგიმარჯუდეს, მორჭმულმანცა ჩემკერძ ირე. მაგრამ რა ვჰქმნა კულამცა ნახუა, მამხუდებოდეს შენი ვირე. გული მომეც გულისათჳს, ჩემი შენთჳს დაიჭირე:-

401. აწ რასაცა მე მაღირსებ, ჴორციელი არა ღირსა. მოწყალება იჩქითია, ღ~ისა ამად არა მკჳრსა. შენნი შუქნი შემომადგეს, ბნელსა გულსა ზედან მჭჳრსა. შენი ვიყო სადამდისცა, დამიყოფდეს მიწა პირსა:-

402. ზედან წიგნსა საფიცარსა, შეჰვფიცე და შემომფიცა. მისგან ჩემი სიყუარული, ამით უფრო დაამტკიცა. უშენოსა მოწონება, ვისიცაო გულსა მიცა. ღ~თნ მომკლას ამას იქით, თავსა ვეტყჳ ამას ვჰსწვრთნიცა:-

403. დავჰყავ ხანი მის წინაშე, სიტყუანიცა ტკბილნი ვჰსთქუჱნით. ვჰჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით. მერმე ავდეგ წამოსავლად, ტირილით და ცრემლთა დენით. მისთა შუქთა მრავლადობა, ნათლად მადგა გულსა ფენით:-

404. მეძნელებოდა სიშორე, მისი ბროლბალახშ მინისა. მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა. ჩემად ჰსჩნდა იგი სინათლე, ეთერით მზედ ნაჩინისა. აწ მიკჳრს მისი გამყრელი, გული მიძს კლდისა ტინისა:-

405. დილასა შევჰსჯე ვუბრძანე, ჰკარით ბუკსა და ნობასა. სრულთა სპათასა ვერ გითხრობ, არ შესასხდომლად მზობასა. ლომმან მივჰმართე ხატავეთს, ვერვინ მიზრახავს მჴრდლობასა. უგზოდა ვჰლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა:-

406. დავაგდე მზღუარი ჲინდოთა, მევლო პაშტაი ხანია. რამაზის კაცი მემთხჳა, ხატაველთ ზედა ხანია. მან მითხრა მოციქულობა, გულისა მოსაფხანია. ჩუჱნთა მგელთაცა დაჰსჭამენ, თქუჱნნი ჲინდოთა თხანია:-

407. მე შემომძღუნეს რამაზისგან, ძღუნად საჭურჭლე ულევნელი. მითხრეს გკადრებს ნუ ამოგვწყუჱტ, არის შენგან არ საქნელი. ზენაარი გამოგჳღე, მით გვაბია ყელსა წნელი. მოურბევლად მოგიძღუანოთ, თავნი შჳლნი საქონელი:-

408. რაცა შეგცოდეთ შეგჳნდე, თჳთ ჩუჱნუჱ შეგჳნანია. თუ ღ~თითა შეგჳწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია. ქვეყანა ჩუჱნი არ ასწყდეს, რისხჳთ არ დაგვტყდეს ცანია. შენ მოგცეთ ციხე ქალაქი, მოგყუნენ ცოტანი ყმანია:-

409. გვერდით დაჳსხენ ვაზირნი, ვიუბნეთ გაჳზრახენით. მითხრეს თუ ხარო ყმაწჳლი, ბჰრძენნი მით გკადრებთ გლახ ენით. არიან მეტად მუხთალნი, ჩუჱნ ერთხელ კულაცა ვნახენით. არამცა მოგკლან ღალატით, არამცა ვივაგლახენით:-

410. ჩუჱნ ამას ვარჩევთ წაჳდეთ, კარგითა მართ მამაცითა. ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, ჰსცნობდნენ ჰამბავსა კაცითა. გულმართლად იყუნენ მიენდე, აფიცე ღ~თითა და ცითა. არ დაგმორჩილდენ შერისხდი, რისხჳთა კულავ და კულაცითა:-