... (S-2781), XIX ს.

372. ბედითი ბნედა სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია სჯობს საყვარელსა უჩვენო საქმენი საგმირონია ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია

373. შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია მაგრამ აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია ძოღან ჴელქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია მე აქა ყველაი მასმია რაცა შენ გარდაგხდომია

374. მართლად გითხრობ მომისმინე ესე რაცა მოგახსენე წა შეები ხატაელთა თავი კარგად გამაჩვენე გიჯობს ცუდად ნუღარა სტირ ვარდი კულამცა რად დასტენე მზემან მეტი რაღა გიყოს აჰა ბნელი გაგითენე

375. ასმათი მეუბნებოდა უშიშრად არ მეკრძალოდა ჩემი რა გითხრა რა ვიყავ ლხინი რად დამეთვალოდა გული მიდამო მიარდა კრთებოდა და მელალოდა მუნ პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალოდა

წიგნი ტარიელისა საყვარელს თ~ა მიწერილი პირველი

376. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია პასუხად ვსწერდი მთვარეო შენმცა მზე ვით მოგერია მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს რაც არა შენი ფერია სიზმრად მგონია დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია

377. ასმათს უთხარ მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივჰხვდები ესე კადრე რათგან მზეო ჩემთვის ნათლად აღმოჰხდები აჰა მკუდარი გამაცოცხლე ამას იქით აღარ ვბნდები რაცა იყო სამსახური თქვენი ვითმცა ვერიდები

378. ასმათ მითხრა მე მიბრძანა ესე ვქმნათო ესე სჯობდეს ვინცა გნახოს ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს ჩემად ნახუად მოვიდოდეს შენ ვითამცა გაშიკობდეს დაცამვედრა ამილბარსა უთხარ ასრე ნამუსობდეს

379. მეკეთა ესე თათბირი სიბრძნე გულისა მისისა მისი მზესაცა რიდება ქონდის სხვის ნახუა ვისისა მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა ვისთა შუქთაგან უკუნსა გუანდის სინათლე დღისისა

380. ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა მან მითხრა არა არ მინდა ვარ გამაძღარი ამითა ერთი აიღო ბეჭედი მართ აწონილი დრამითა ესე კმა ნიშნად სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა

381. ქალი ადგა წამოვიდა მე ლახუართა გულსა მრიდეს ლხინმან ბნელი განმინათლა დაშრტეს ცეცხლნი რომე მწვიდეს შეველ დავსჯე ნადიმადვე ჩემნი სწორნი სადა სმიდეს მხიარულმან საბოძვარი გავეც ზამი გაადიდეს

382. რა პურობა გარდვიხადე დარბაზს მოველ მხიარული მეფემ ტკბილად შემომხედა შვილებრ აქუნდა სიყუარული ნება ვსთხოვე ხატაველზედ რაზმით მეწყო სიარული ბრძანა შვილო აგრე სჯობსო შეანანო საქმე მტრული

ტარიელისაგან ხატაველთა თ~ა კაცის გაგზავნა და წიგნის მიწერა

383. გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემმაგიერი მივსწერე მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი ვინცა ურჩ ექმნას იქმნების თავისა არ მადლიერი

384. ჩვენო ძმაო და პატრონო თქვენგან არ გავიმწარებით ესე რა ნახოთ ბრძანება აქამცა მოიარებით თქვენ თუ არ მოხვალთ ჩვენ მოვალთ ცხადად არ მოგეპარებით სჯობს რომე გუნახნე თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით

385. კაცი გავგზავნენ მე გულსა უფრო მომეცა ლხინები დარბაზს ვიშვებდი დამევსო ცეცხლი წუად მოუთმინები მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის რაცა ვინები აწ ჴელმქმნა რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები

386. პირველ გაჭრის დაპირება მერმე დაწყნარდეს ცნობანი ჩემთა სწორთაგან იყუნიან ჩემს წინა ნადიმობანი მაგრამ დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი ზოგჯერ შემცვიან სევდათა ვსთქუი საწუთროსა გმობანი

387. დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული ვსჯე და მასვე ვიგონებდი არ მიეცა თვალთა რული წიგნი მქონდა საიმედო ამად ვიყავ მხიარული კარსა მცველმან მონა უხმო უთხრა რამე დაფარული

388. მონააო ასმათისი საწოლს ვუთხარ შემოყვანა მოეწერა გიბრძანებსო ვისი მესვა გულსა დანა ლხინმან ბნელი განმინათლა ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა წაველ მონა წავიტანე რამცა ვუთხარ ამისთანა

389. ბაღჩას შეველ არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბარი ქალი წინა მომეგება მხიარული მოცინარი მითხრა ვაშად ამოგიღე არ გასვია გულსა ნარი მოდი ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი