... (S-4988), XVII-XVIII სს.

375. მე჻ ხუთისა჻ წლისა჻ ვიყავ჻ დაორსულდა჻ დედოფალი: ესე჻ რა჻ თქვა჻ ყმამან჻ სულთქნა჻ ცრემლით჻ ბრძანა჻ შობა჻ ქალი: დაბნედასა჻ მიეწურა჻ ასმათ჻ ასხა჻ გულსა჻ წყალი: თქუა჻ მაშინვე჻ მზესა჻ გვანდა჻ აწ჻ მედების჻ ვისგან჻ ალი:

376. ქება჻ არ჻ ითქმის჻ ენითა჻ აწ჻ ჩემგან჻ ნაუბარითა: ფარსადან჻ დაჯდა჻ ხარებად჻ ზეიმითა჻ და჻ ზარითა: ყოვლგნით჻ მოვიდეს჻ მეფენი჻ ნიჭითა჻ მრავალ჻ გვარითა: საჭურჭლე჻ გახსნეს჻ აივსნეს჻ ლაშქარნი჻ საბოძვარითა:

377. საშობელი჻ გაიყარა჻ ზრდა჻ დაგვიწყეს჻ მე჻ და჻ ქალსა: მართ჻ მაშინვე჻ გვანდა჻ იგი჻ მზისა჻ შუქთა჻ ნასამალსა: უყვარდით჻ და჻ სწორად჻ უჩნდით჻ მეფესა჻ და჻ დედოფალსა: აწ჻ ვახსენებ჻ ვისგან჻ ჩემი჻ დაუდაგავს჻ გული჻ ალსა:

378. ყმა჻ დაბნდა჻ რა჻ სახელისა჻ ხსენებასა჻ მიეწურა: ავთანდილსცა჻ აეტირა჻ მისმან჻ ცეცხლმან჻ გულსა჻ მურა: ქალმან჻ სულად჻ მოაქცია჻ მკერდსა჻ წყალი჻ დააპკურა: თქუა჻ ისმენდი჻ მაგრა჻ ჩემი჻ სიკუდილისა჻ დღე჻ დასტურა:

379. მას჻ ქალსა჻ ნესტანდარეჯან჻ იყო჻ სახელად჻ ჴმობილი: შვიდისა჻ წლისა჻ შეიქმნა჻ ქალი჻ წყნარი჻ და჻ ცნობილი: მთვარისა჻ მსგავსი჻ შვენებით჻ მზისაგან჻ ვერ჻ შეფლობილი: მისსა჻ ვით჻ გასძლებს჻ გაყრასა჻ გული჻ ალმასი჻ წდობილი:

380. იგი჻ ასრე჻ მოიწიფა჻ მე჻ შემეძლო჻ შესულა჻ ომსა: მეფე჻ ქალსა჻ ვით჻ ხედვიდა჻ მეფობისა჻ ქნისა჻ მწთომსა: მამასავე჻ ჴელთა჻ მიმცეს჻ რა჻ შევიქენ჻ ამა჻ ზომსა: ვბურთობდი჻ და჻ ვნადირობდი჻ ვით჻ კატასა჻ ვჴოცდი჻ ლომსა:

381. მეფემან჻ სახლი჻ ააგო჻ შიგან჻ სამყოფი჻ ქალისა: ქვად჻ ბაზარი჻ სხდა჻ კუბო჻ დგა჻ იაგუნდისა჻ თვალისა: პირსაა჻ ბაღჩა჻ და჻ საბანლად჻ სარაჯი჻ ვარდისწყალისა: იგი჻ მუნ჻ იყუის჻ მედების჻ ვისგან჻ საჴმილი჻ ალისა:

382. დღე჻ და჻ ღამე჻ მუჯამრითა჻ ეკუმეოდის჻ ალვა჻ თლილი: ზოგჯერ჻ კოშკს჻ ჯდის჻ ზოგჯერ჻ ბაღჩას჻ ჩამოვიდის჻ რა჻ დგის჻ ჩრდილი: დავარ჻ იყო჻ და჻ მეფისა჻ ქურივი჻ ქაჯეთს჻ გათხოვილი: მას჻ სიბრძნისა჻ სასწავლელად჻ თვით჻ მეფემან჻ მისცა჻ შვილი:

383. სრა჻ ედგა჻ მოფარდაგული჻ ოქსინოთა჻ და჻ შარდითა: ვერვინ჻ ვხედევდით჻ შეიქნა჻ პირითა჻ მინა჻ ვარდითა: ასმათ჻ და჻ ორნი჻ მონანი჻ ჰყუიან჻ იმღერდის჻ ნარდითა: მუნ჻ იზრდებოდის჻ ტანითა჻ გაბაონს჻ განაზარდითა:

384. თხუთმეტისა჻ წლისა჻ ვიყავ჻ მეფე჻ მზრდიდა჻ ვითა჻ შვილსა: დღისით჻ ვიყვი჻ მას჻ წინაშე჻ გამიშვებდის჻ არცა჻ ძილსა: ძალად჻ ლომსა჻ თვალად჻ მზესა჻ ტანად჻ ვგვანდი჻ ედემს჻ ზრდილსა: სროლასა჻ და჻ ასპარეზსა჻ აქებდიან჻ ჩემგან჻ ქნილსა:

385. რა჻ მინდორს჻ შვჯდი჻ ზარითა჻ ჴმა჻ იყო჻ ბუკთა჻ ცემისა: თანა჻ მყუის჻ სპისა჻ სიმრავლე჻ მსგავსი჻ ფუტკრისა჻ რემისა: ჭურეტად჻ ქალყმები჻ დაჯრილა჻ დგას჻ თემისა჻ და჻ თემისა: ვინ჻ მნახის჻ ეყუის჻ ერთ჻ წლამდის჻ კუეხა჻ ნახვისა჻ ჩემისა:

386. მოსრნის჻ მხეცნი჻ და჻ ნადირნი჻ ისარმან჻ ჩემგან჻ სრეულმან: მერმე჻ ვიბურთი჻ მოედანს჻ მინდორით჻ შემოქცეულმან: შევიდი჻ შევქმნი჻ ნადიმი჻ ნიადაგ჻ ლხინსა჻ ჩვეულმან: აწ჻ საწუთროსა჻ გამყარა჻ პირმან჻ ბროლ჻ ბალახშეულმან:

387. მამა჻ მომიკვდა჻ მოვიდა჻ დღე჻ სიკუდილისა჻ მისისა: ქნა჻ გაუცუდდა჻ ფარსადანს჻ ნიშატისა჻ და჻ ნიშისა: მათ჻ გაეხარნეს჻ ვის჻ ზარი჻ დალევდის჻ მისგან჻ შიშისა: ერთგულთა჻ შექნეს჻ ვაება჻ მტერთა჻ ჴსენება჻ იშისა:

388. მე჻ წელიწდამდის჻ ბნელსა჻ ვჯე჻ საწუთრო჻ გამწარებული: დღისით჻ და჻ ღამით჻ ვაებდი჻ ვერვისგან჻ სულ჻ დაღებული: გაყუანად჻ ხასნი჻ მოვიდეს჻ მითხრეს჻ მეფისა჻ მცნებული: ებრძანა჻ შვილო჻ ტარიელ჻ ნუ჻ ხარ჻ შავითა჻ ღებული:

389. ჩვენ჻ უფრო჻ გუტკივის჻ იგი჻ ვინ჻ დაგვაკლდა჻ სწორად჻ თავისა: ასი჻ ებოძა჻ საჭურჭლე჻ აჴდა჻ ებრძანა჻ შავისა: ბოძება჻ მისეულისა჻ სრულისა჻ საკარგავისა: შენ჻ გქონდეს჻ ამირბარობა჻ ქნა჻ მისვე჻ საურავისა:

390. ავენთი჻ დამწვეს჻ მამისა჻ საჴმილთა჻ დაუშრტელთა: უკანით჻ გამამიყვანეს჻ ხასთა჻ მას჻ წინა჻ მდგომელთა: გამოსულისათვის჻ ზეიმი჻ შექმნეს჻ ინდოეთს჻ მფლობელთა: შორს჻ მამეგებნეს჻ მაკოცეს჻ პატივით჻ ვითა჻ შობელთა:

391. თუალთა჻ ჩემთა჻ ცხელი჻ ცრემლი჻ აწინდლისა჻ უფრო჻ დიან: წლისა჻ ჭამა჻ გარდვიჴადე჻ სიმძიმილის჻ მითხრობდიან: ასრე჻ გავჴდი჻ ჩემი჻ ჯარი჻ არ჻ დარჩების჻ იტყოდიან: ზოგნი჻ ტირან჻ მამისათვის჻ ზოგნი჻ ჩემთვის჻ ტიროდიან:

392. მათ჻ საჯდომთა჻ ახლოს჻ დამსვეს჻ პატივ჻ მცემდეს჻ ძისა჻ დარად: მის჻ ჴელისა჻ საურავი჻ მათ჻ ორთავე჻ მითხრეს჻ წყნარად: ურჩ჻ ვექმენ჻ და჻ მისეულთა჻ წესთა჻ ქცევა჻ მიჩნდა჻ ზარად: არ჻ მომეშუნეს჻ დავმორჩილდი჻ თაყვანისმცეს჻ ამირბარად:

393. თავადობა჻ ჰინდოთა჻ და჻ მრავალთაცა჻ მქონდა჻ სხვათა: ვნაპიროდი჻ თუ჻ ვინ჻ იყვის჻ მავნებელი჻ ჩემთა჻ სპათა: ხალვად჻ ვჯდი჻ და჻ ვიხარებდი჻ ზამი჻ შევქნი჻ მღერა჻ სმათა: სპათა჻ ვმოსდი჻ ვნადირობდი჻ ქება჻ თქუიან჻ ჩემთა჻ ქნათა:

394. ტარიელს჻ თუალნი჻ სისიხლისა჻ ცრემლთაგან჻ დაღამებიან: თქუა჻ ნახვისაცა჻ უღირსსა჻ ვისგან჻ საჴმილნი჻ მდებიან: უმისოდ჻ ძმანი჻ რად჻ მძმობენ჻ ანუ჻ რად჻ დანი჻ მდებიან: აწყა჻ ვაჴსენებ჻ დღესა჻ მას჻ ოდიდგან჻ ცეცხლი჻ მდებიან: