... (H-925), XVIII ს.

372. შემავლო სახლი ნაგები კეკლუცად ბანისბანითა გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ მონავანითა ფარდაგსა შინა მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა საკვირველი და ღარიბი უცხო პირითა ტანითა

373. შევე წავდეგ ნოხთა პირსა მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად გულსა ბნელი განმინათლდა ზედა ლხინი ადგა სვეტად მას ბალიში შემოეგდო მზისა შუქსა სჯობდა მეტად ჩემგან პირსა იფარვიდა აიხედის წამსა ჭვრეტად

374. უბრძანა თუ მოახსენე ასმათ დაჯდეს ამირბარსა მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა დავჯე მივსცენ გულსა ლხინი საწუთროსა დამგმობარსა მიკვირს სულნი რადღა მიდგან ვიტყვი მისგან ნაუბარსა

375. მიბრძანა ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა მზემან გაყრითა დაგაჭკნე ვითა ყვავილი ბარისა დაგჯიდა დენა ცრემლისა ნარგისთათ ნაგუბარისა მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა

376. თუმცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა მაგრა მეტი უარეა არა თქმა და ჭირთა მალვა მე თუ ზეპირ მიცინია ქვე ქვე მითქვამს იდუმალ ვა ძოღან ქალი გამოვგზავნე ვქენ მართლისა შემოთუალვა

377. ერთმანერთისა მას აქათ რაცა ორთავე ვიცითა აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა ამას შევსჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა გეცრუო ღმერთმან მიწა მქმნას ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა

378. წა შეები ხატაელთა ილაშქრე და ინაპირე ღმერთმან ქნას და გაგემარჯვოს მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე მაგრა რა ვქნა კვლაცა ნახვა მამხვდებოდეს შენი ვირე გული მამე გაუყრელად ჩემი შენთვის დაიჭირე

379. აწ რასაცა მე მაღირსებ ჴორციელი არვინ ღირს ა მოწყალება იჩქითია ღ~თსა ამად არ მკუირსა შუქნი შენნი შემომადგამ გულსა ბნელსა ზედა მჭვირსა შენი ვიყო სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა

380. ზედა წიგნსა საფიცარსა შევფიცე და შემომფიცა მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა ღ~თნ მამკლას ამას იქით თავსა ვეტყვი ამას ვსწურთიცა

381. დავყავ ხანი მას წინაშე სიტყვანიცა ტკბილნი ვთქუენით ვჭამეთ ამო ხილი რამე ერთმანერთსა ვეუბენით მერე ავდექ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით

382. მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ ბალახშ მინისა მე გამიახლდა სოფელი მქონდა სიმრავლე ლხინისა ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა აწ მიკვირს მისსა გამყრელსა გული მიცს კლდისა ტინისა

383. დილასა შევჯე უბრძანე ჰკარით ბუკსა და ნობასა სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესხდომილად მზობასა ლომმან მივმართე ხატავეთს ვერვინ მიზრახავს მხრდლობასა უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი არ გაივლიდეს გზობასა

384. დავაგდე მზღვარი ინდოთა მევლო პაშტაი ხანია რამაზის ხანი მემთხვია ხატაელ ზედა ხანია მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია ჩვენთა მგელთაცა დაშჭამენ თქვენნი ინდოთა თხანია

385. მე შემამძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი გვითხრეს გკადრებს ნუ ამოგვწყვეტ არის შენგან არსაქნელი ზენაარი გამოგვიღე მით გვაბია ყელსა წნელი მოურვებლად მოგახსენნეთ თავნი შვილნი საქონელი

386. რაცა შეგცოდეთ შეგვინდევ თვით ჩვენვე შეგვინანია თუ ღ~თი შეგვიწყალებდეთ აქა ნუ მოვლენ სპანია ქუეყანა ჩვენი არ აწყდეს რისხვით არ დაგვტყდენ ცანია შენ მოგცეთ ციხექალაქი მოგყუენ ცოტანი ყმანია

387. გვერდსა დავისხენ ვეზირნი ვიუბნეთ გავიზრახენით მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი ბრძენი მით გკადრებთ გლახ ენით არიან ერთობ მუხთალნი ჩუენ ერთხელ კვლაცა ვნახენით არამცა მოგკლეს ღალატად არამცა ვივაგლახენით

388. ჩვენ ამას ვარჩევთ წავიდეთ კარგითა მართ მამაცითა ლაშქარნი ახლოს გვეკიდნენ სცნობდენ ამბავსა კაცითა გულმართლად იყვნენ მიენდევ აფიცე ღ~თითა და ცითა არ დაგმორჩილდენ შეჰრისხდი რისხუითა კვლა და კვლაცითა

389. მეკეთა ესე თათბირი ვაზირთა ნავაზირები შევსთვალე რამაზ მეფეო ვცან შენი დანაპირები სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე დაგვიდგამს ვერ ქვითკირები ლაშქართა დავჰყრი ცოტათა წამოვალ შენ კერძ ვირები

390. მათ ლაშქართაგან სამასნი კარგი მოყმენი ქუელანი თანა წამომყვეს წაცაველ დავჰყარენ სპანი ყუელანი დავვედრე სადა მე მევლოს ვლენით იგივე ველანი ახლოს მამდევდით მიშველდით გიხმობ თუ მინდენ შველანი

391. სამ დღე ვიარე მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა კვლავ ეძღუნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა ებრძანა მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა რა შეგეყარო მაშინ სცნა კვლავ ძღუნობა ამისთანისა