... (S-1727), 1837 წ.

373. მართლად გითხრობ მომისმინე: ესე რაცა მოგახსენე჻ აწ შეები ხატაელთა: თავი კარგათ გამაჩვენე჻ გიჯობს ცუდად ნუღარა: სტირ ვარდი კვლამცა რად დასტენე჻ მზემან მეტი რაღა გიყოს: აჰა ბნელი გაგითენე჻

374. ასმათი მეუბნებოდა: უშიშრად არ მეკრძალოდა჻ ჩემი რა გითხრა რა ვიყავ: ლხინი რად დამეთვალვოდა჻ გული მი და მო მიარდა: კრთებოდა და ემალოდა჻ მით პირი ჩემი გაბროლდა: და ღაწვი გაილალვოდა჻

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა პირველი მიწერილი჻

375. თვალთა დავიდევ უსტარი: მე მისგან მონაწერია჻ პასუხად ვსწერდი მთვარეო: შენმცა მზე ვით მოგერია჻ მე ღ~თნ ისი ნუ მამცეს: რაც არა შენი ფერია჻ სიზმრივ მგონია დარჩომა: ჩემი ვერ დამიჯერია჻

376. ასმათს უთხარ მე პასუხსა: ამის მეტსა ვერ მივხვდები჻ ესე ჰკადრე რადგან მზეო: ჩემთჳს ნათლად ამოჰხდები჻ აჰა მკვდარი გამაცოცხლე: ამას იქით აღარ ვბნდები჻ რასაცაღა სამსახურსა: ვიტყვი თუღა ვერიდები჻

377. ასმათ მითხრა მე მიბრძანა: ესე ვქნათო ესე სჯობდეს჻ ვინცა გნახოს ჩემგან მისსა: საუბარსა არა სცნობდეს჻ ჩემად ნახვად მოვიდოდეს: შენ ვითამცა გარშიყობდეს჻ დაცამვედრა ამილბარსა: უთხარ ასრე ნამუსობდეს჻

378. მეკეთა ესე თათბირი: სიბრძნე გულისა მისისა჻ მისი მზისაცა რიდება: ჰქონდის ნათლისა ვისისა჻ ვისგან მომეცა მოსმენა: არ საუბრისა მქისისა჻ ვისთა შუქთაგან უკუნსა: გვანდის სინათლე დღისისა჻

379. ასმათს მოვართვი რჩეული: თვალი ოქროსა ჯამითა჻ მან მითხრა არა არ მინდა: ვარ გამაძღარი ამითა჻ ერთი აიღო ბეჭედი: მართ აწონილი დრამითა჻ ესე კმა ნიშნად სავსე ვარ: სხვად ჴელის შესაბამითა჻

380. ქალი ადგა წამოვიდა: მე ლახვართა გულსა მრიდეს჻ ლხინმან ბნელი გამინათლა: დაშრტეს ცეცხლნი რომე მწვიდეს჻ შეველ დავჯე ნადიმადვე: ჩემნი სწორნი სადა სმიდეს჻ მხიარულმან საბოძვარი: გავეც ზამი გაადიდეს჻

წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა მიწერილი და კაცის გაგზავნა჻

381. გავგზავნე კაცი ხატაეთს: და წიგნი ჩემაგიერი჻ შევსთვალე მეფე ინდოთა: არისმცა ღ~თსგან ძლიერი჻ მათი ერთგული გაძღების: ყოველი სული მშიერი჻ ვინცა ურჩ ექმნას იქმნების: თავისა არ მადრიერი჻

382. ჩვენო ძმაო და პატრონო: თქვენგან არ გავიწბილები჻ ესე რა ნახოთ ბრძანება: აქამცა მოიარებით჻ თქვენ თუ არ მოხვალთ ჩვენ მოვალთ: არ ზედა არ მოგეპარებით჻ სჯობს რომე გვნახნე თავისა: სისხლთ ნუ ეზიარებით჻

383. კაცნი გავგზავნენ მე გულსა: მამეცა უფრო ლხინები჻ დარბაზს ვიშვებდი დამევსო: ცეცხლი წვად მოუთმინები჻ მაშინ სოფელმან საწუთრო: მიუხვის რაცა ვინები჻ აწ ჴელ მქმნა რომე საახლოდ: მხეცთაცა მოვეწყინები჻

384. პირველ გაჭრისა პირება: მერმე დასწყნარდეს ცნობანი჻ ჩემთა სწორთაგან იყვნიან: ჩემს წინა დარბაზობანი჻ მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან: სურვილთა დიადობანი჻ მით შემცვიან სევდათა: ვთქვი საწუთროს გმობანი჻

385. დღესა ერთსა საწოლს მოველ: მეფის სრითა წამოსრული჻ ვჯე და მასვე ვიგონებდი: არ მიეცა თვალთა რული჻ წიგნი მქონდა საიმედო: ამად ვიყავ მხიარული჻ კარსა მცველმან მონა უხმო: უთხრა რამე დაფარული჻

386. მონააო ასმათისი: საწოლს უთხარ შემოყვანა჻ მოეწერა გიბრძანებსო: ვისი მესვა გულსა დანა჻ ლხინმა ბნელი გამინათლა: ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა჻ წაველ მონა წავიტანე: რამცა უთხარ ამისთანა჻

387. ბაღჩა შევვლე არა დამხვდა: კაცი ჩემი მოუბარი჻ ქალი წინა მომეგება: მხიარული მოცინარი჻ მითხრა ვაშად ამოგიღე: არ გასვია გულსა ნარი჻ მოდი ნახე ვარდი შენი: უფრჭკნელი და დაუმჭკნარი჻

388. ამიგდო ქალმან ფარდაგი: მძიმე თავისა ძალითა჻ სადა დგას კუბო შემკული: ბალახშითა და ლალითა჻ შიგან ჯდა იგი პირითა: მზისაებრ ელვა მკრთალითა჻ მე შემამხედნის ლამაზად: მის მელნის ტბისა თვალითა჻

389. დიდხან ვდეგ და არა მითხრა: სიტყვა მისსა მონასურსა჻ ოდენ ტკბილად შემამხედის: ვითამცარა შინაურსა჻ ასმათ უხმო მოიუბნეს: ქალი მოდგა მითხრა ყურსა჻ აწ წადიო ვერას გითხრობს: მე კვლავ მიმცა ალმან მურსა჻

390. ასმათ გამომყვა წამოველ: ფარდაგი გამოვიარე჻ ვთქვი საწუთროო ვის ძოღან: გული დარმანთა მიარე჻ მაშინ მოგეცა იმედი: ლხინი რად გამიზიარე჻ გულმან გაყრისა სიძნელე: კვლავ უფრო დაიტიარე჻