... (Q-296), XVIII ს.

376. ასმათს ვუთხარ მე პასუხსა ამისმეტსა ვერ მივხვდები ესე ჰკადრე მზეო რადგან ჩემთვის ნათლად აღმოჰჴდები აჰა მკვდარი გამაცოცხლე ამას იქით აღარ ვბნდები რაცაღაა სამსახური ვეტყუი თუღა ვერიდები

377. ასმათ მითხრა მე მიბძანა ესე ვქნათო ესე სჯობდეს ვინცა გნახოს ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს ჩემად ნახვად მოვიდოდეს შენ ვითამცა გაშიყობდეს დამცავედრა ამირბარსა უთხარ ასრე ნამუსობდეს

378. მეკეთა ესე თათბირი სიბრძნე გულისა მისისა მისი მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა ვისთა შუქთაგან უკუნსა გვანდის სინათლე დღისისა

379. ასმათს მოვართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა მან მითხრა არა არ მინდა ვარ გამაძღარი ამითა ერთი აიღო ბეჭედი მართ აწონილი დრამითა ესე კმა ნიშნად სავსე ვარ სხვად ჴელის შესაბამითა

380. ქალი ადგა წამოვიდა მე ლახვართა გულსა მრიდეს ლხინმან ბნელი განმინათლა დაშრტეს რომე ცეცხლი მწვიდეს შეველ დავჯე ნადიმადვე ჩემნი სწორნი სადა სმიდეს მხიარულმან საბოძვარი გავეც ზამი გაადიდეს

წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა

381. გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემაგიერი მივწერე მეფე ინდოთა არისმცა ღმრთისგან ძლიერი მათი ერთგული გაძღების ყოველი კაცი მშიერი ვინცა ურჩ ექმნას იქნების თავისა არმადლიერი

382. ჩვენო ძმანო და პატრონო თქვენგან არ გავიმწარებით ესე რა ნახოთ ბრძანება აქამცა მოვიარებით თქვენ თუ არ მოხვალთ ჩვენ მოვალთ ზედ არა მოგეპარებით სჯობს რომე გვნახნე თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით

383. კაცი გავგზავნენ მე გულსა მამეცა უფრო ლხინები დარბაზს ვიშვებდი დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის რაცა ვინები აწ ხელმქმნა რომე საახლოდ მჴეცთაცა მოვეწყინები

384. პირველ გაჭრისა პირება მერმე დაწყნარდეს ცნობანი ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი ზოგჯერ შემცვიან სევდათა ვჰთქვი საწუთროსა გმობანი

385. დღესა ერთსა საწოლს მოველ მეფისა სრით წამოსული ვჯე და მასვე ვიგონებდი არ მიეცა თვალთა რული წიგნი მქონდა საიმედო ამად ვიყავ მხიარული კარსა მცველმან მონა უხმო უთხარ საქმე დაფარული

386. მონააო ასმათისი საწოლს უთხრა შემოყუანა მოეწერა გიბძანებსო ვისი მესვა გულსა დანა ლხინმან ბნელი გამინათლა ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა წაველ მონა წავიტანე რამცა უთხარ ამისთანა

387. ბახჩა შევ[ე]ლე არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბნარი ქალი წინა მომეგება მხიარული მოცინარი მითხრა ვაშად ამოგიღე არ გასვია გულსა ნარი მოდი ნახე ვარდი შენი უფრჭკუნელი და დაუმჭნარი

388. ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა სადა დგა კუბო შემკული ბალახშითადალალითა შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა მკრთალითა მე შემომხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა

389. დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა ოდენ ტკბილად შემომხედის ვითამცა რა შინაურსა ასმათ უხმო მოიუბნესა ქალი მოდგა მითხრა ყურსა აწ წადიო ვერას გითხრობს მე კულავ მიმცა ალმან მურსა

390. ასმათ გამომყვა წამოველ ფარდაგი გამოვიარე ვთქუი საწუთროო ვის წეღან გული დარმანთა მიარე მაშინ მოგეცა იმედი ლხინი რად გამიზარე გულმან გაყრისა სიძნელე კულავ უფრო დამიტიარე

391. ასმათ ლხინსა მიქადებდა ჩავიარე შიგან ბაღი მითხრა ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი სიმძიმილთა ერდო დახში სიხარულის კარი აღი სირცხვილი აქვს საუბრისა მერმე თავსა კრძალავს ლაღი

392. მე ვუთხარ დაო შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა ზენაარ სულთა ნუ გამყრი ამბითა შრეტდი ამალსა ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყუეტ შენ ზედა ზედა მავალსა თუ რას სცნობ ჩემთვის არ ვეჭუ მე შენგან არ დანამალსა

393. შევჯე წამოვე მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა საწოლს შემოველ ხელ ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა ღამე მერჩია მეწადა არ გათენება დილისა

394. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს მათგან მოსვლისა დრონია სიტყუანი შემოეთვალნეს ლაღი და უკადრონია არცა რამ ჩვე[ნ] ვართ ჯაბანნი არც ციხე უმაგრონია ვინ არის თქვენი ჴელმწიფე ჩვენ ზედა რა პატრონია